მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
ფოტო: Kevin Mazur / WireImage / Live Nation
ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა მადონამ თავისი მე-12 საკონცერტო ტურნე, The Celebration Tour, ბრაზილიაში დაასრულა. შვიდთვიანი მსოფლიო ტურნეს ბოლო კონცერტი 65 წლის პოპვარსკვლავმა რიო-დე-ჟანეიროში გამართა და მასზე დასწრება უფასო იყო. შედეგად, კოპაკაბანის პლაჟი მადონას მილიონზე მეტი ფანისთვის საცეკვაო მოედნად იქცა. კი, სწორად წაიკითხეთ — 4 მაისს გამართულ კონცერტს რიოში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რითაც მადონამ რეკორდიც მოხსნა; ეს იყო სოლოკონცერტის ყველაზე დიდი აუდიტორია ისტორიაში.
ისტორიული ტურნეს ბოლო კონცერტზე დასასწრებად კი მადონას ფანები ბრაზილიაში მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ. კოპაკაბანის პლაჟის გავსების შემდეგ, პოპის დედოფალს სასტუმროს ნომრებიდან, ახლომდებარე ბინების აივნებიდან და ოკეანში მცურავი ნავებიდანაც კი უსმენდნენ.
ფოტო: António Lacerda / EPA
საკუთარი 40-წლიანი კარიერის აღსანიშნავად, მადონამ The Celebration Tour შარშან ოქტომბერში, ლონდონში გამართული კონცერტით დაიწყო. ჯამში, ტურნემ სამ კონტინენტზე 81 კონცერტი მოიცვა. კონცერტებზე მადონასთან ერთად სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, კაილი მინოუგი, FKA Twigs, Cardi B, ჟან-პოლ გოტიე და დონატელა ვერსაჩე.
300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მადონა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. პოპის დედოფლად წოდებული მუსიკოსის კარიერა ითვლის ოთხ ათწლეულს, რომლის განმავლობაშიც მადონამ გაყიდვებით, ჩარტების ლიდერობით თუ ჯილდოების რაოდენობით არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მომღერალმა ეპოქალური როლი შეასრულა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლაშიც.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები