ღია მმართველობის პარტნიორობა

8 May. 2024, 12:45

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს.

OGP-ის შეფასებით, პარლამენტში ინიციირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა მხოლოდ "რუსული კანონის" მხარდაჭერით, არამედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევითა თუ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ "რეაგირების მექანიზმი" (OGP Response Policy) აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.

OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მთავრობას 30 დღიანი ვადა აქვს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის "რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიციირებული " რუსული კანონი".

ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გაიწვიოს "რუსული კანონი", რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან.

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მწვანე ალტერნატივა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  3. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  4. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  5. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა

ქართველი MMA მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჯას­ტინ გე­ი­ჯთან ილია…