ვითიბისა და აგროჰაბის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია
ბიზნესს ზრდისა და განვითარებისთვის პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა ესაჭიროება. მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ფინანსების მოძიების ნაწილს ენიჭება. იმისათვის, რომ ბიზნესი გაიზარდოს, ზურგს სანდო ფინანსური პარტნიორი უნდა უმაგრებდეს.
ბიზნესისა და საბანკო სექტორის ეფექტიანი პარტნიორობის კარგი მაგალითია ვითიბი ბანკისა და აგროჰაბის თანამშრომლობა. ვითიბიმ აგროჰაბის პროექტს ჯერ კიდევ მაშინ დაუჭირა მხარი, როცა ის ფურცელზე, მხოლოდ იდეის სახით არსებობდა. ბანკის პოლიტიკამ აშკარად გაამართლა — დღეს აგროჰაბი რამდენიმე საკუთარ საწარმოში სოფლის მეურნეობის რჩეულ პროდუქტების აწარმოებს და საკუთარ ჰიპერმარკეტებშივე ჰყიდის.
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით აგროჰაბმა კიდევ ორი ფილიალი გახსნა. ასევე, ბანკის დახმარებით, გაიხსნა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე საწარმო. აგროჰაბის კონცეფციას, პროდუქტების ფართო ასორტიმენტთან ერთად მომხმარებელს ნატურალური, ჯანსაღი და ახალი აგროპროდუქცია შესთავაზოს, ვითიბიში სრულიად იზიარებენ.
ვითიბი — ბიზნესის #1 ქომაგი
ფოტო: ვითიბი
როგორც უკვე ითქვა, ვითიბიმ აგროჰაბის იდეის პერსპექტიულობა ჩანასახშივე დაინახა და პროექტის მხარდაჭერა დაიწყო. დაინახო სტარტაპში პერსპექტივა, საკმაოდ რთულია. ეს ბიზნესის დაუწერელი კანონია — თუ პერსპექტიულ იდეას უქომაგებ, მოიგებ.
"აგროჰაბს პირველივე დღიდან ვქომაგობთ. იმ პერიოდიდან, როდესაც ეს პროექტი ჩანასახში, იდეის დონეზე იყო და პირველ ობიექტს ხსნიდა. შემდეგ ის გაფართოვდა — საუბარია ყველისა და ღვინის საწარმოებსა და სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელ ქარხნებზე. აგროჰაბის კონცეფციაც ეს არის, აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გაყიდოს საკუთარ ჰიპერმარკეტში. ყველა ამ პროექტის განხორციელებისას ჩვენ მისი ფინანსური მხარდამჭერები ვიყავით", — ამბობს ვითიბის კორპორატიული კლიენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა გავაშელი.
შოთა გავაშელი აგროჰაბისა და ვითიბის სამომავლო პერსპექტივაზეც გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჰიპერმარკეტების ქსელი მუშაობს.
"გაიხსნა აგროჰაბის კიდევ ორი ფილიალი — თბილისსა და ბათუმში. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას, რათა კომპანიის განვითარებას მხარი დავუჭიროთ. ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ აგროჰაბი არ არის ტიპური ჰიპერმარკეტი, აქ შეძენილი პროდუქციის დიდი ნაწილი სრულად საკუთარი ნაწარმია", — ამბობს შოთა გავაშელი.
აგროჰაბი — ქართული წარმატებული იდეა
ფოტო: ვითიბი
თუ აგროჰაბის დამფუძნებელს, აკაკი ახვლედიანს მოუსმენთ, დავრწმუნდებით, რომ საინტერესო იდეის წარმატებულ პროექტად ქცევა საკმაოდ ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა სახის თემატურ კვლევებთან ერთად, საჭიროა სანდო ფინანსური პარტნიორის მოძიებაც. აგროჰაბმა პარტნიორად ვითიბი აირჩია და, როგორც კომპანიაში ამბობენ, ამან გაამართლა კიდეც.
იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის ნატურალური პროდუქცია. ჩანასახშივე ჩვენი პარტნიორი გახდა ვითიბი ბანკი, რომელმაც ირწმუნა ეს პროექტი, გვენდო და დავიწყეთ თანამშრომლობა. ბიზნესისთვის ბანკის არჩევა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან ყველა სახის რისკი მასთან ერთად გაქვს დაზღვეული.
აკაკი ახვლედიანი აღნიშნავს, რომ აგროჰაბის შექმნის იდეა 2010 წელს გაუჩნდა. 2015 წელს კი შეკრიბა ის გუნდი, ვისთანაც გაყიდვების სექტორში გამოცდილება ჰქონდა და დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა. კომპანია აქ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლო პერსპექტივაშიც ფინანსურ პარტნიორად ვითიბის განიხილავს.
მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს და უქომაგოს ქართულ ბიზნესს — ეს არის ვითიბის არსებული და მომავალი რამდენიმე წლის სტრატეგია. ბანკში ამბობენ, რომ საკუთარი კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათ შესახებ ცნობიერების გაზრდისთვის ბევრს მუშაობენ. შესაძლებელია ითქვას, რომ აქ ძლიერი პარტნიორისა და გუნდურობის ფასი კარგად ესმით.
კომენტარები