რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება
დროის საუკეთესო კაფსულა მუსიკაა. არაფერი ისე არ აღვიძებს მოგონებებსა თუ ნოსტალგიას, როგორც წლების წინ მოსმენილი სიმღერები — მით უფრო, თუ კარგა ხანია, აღარ ჩაგირთავს. თუმცა, ხშირად დაუჯერებელიც კია, რომ ჩვენი საყვარელი სიმღერების თუ ალბომების გამოსვლიდან ამდენი დრო გავიდა (გავიდა, გავიდა). აი, თუნდაც, როგორ გინდა, გაიაზრო, რომ ამ ათი სიმღერის გამოსვლიდან წელს მთელი ათწლეული იქნება გასული...
1. ლედი გაგას Million Reasons
2016 წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენა ლედი გაგას ახალი, რიგით მე-4 სტუდიური ალბომი Joanne გახლდათ, რომელიც პოპვარსკვლავის ძველი ჩანაწერებისგან დიდად განსხვავდება. სწორედ ამ ალბომში შემავალი სინგლი იყო Million Reasons, რომელიც მაშინ დონატელა ვერსაჩეს საყვარელი სიმღერაც კი გახდა.
2. ჯასტინ ტიმბერლეიკის Can't Stop the Feeling!
სანამ ლედი გაგა შემოდგომაზე დაგვასევდიანებდა, მთელი ზაფხული ჯასტინ ტიმბერლეიკის მორიგმა ჰიტმა გვაცეკვა. Can't Stop the Feeling! ანიმაციური ფილმის, Trolls-ის, საუნდტრეკი იყო. ჯასტინმა სიმღერა 2016 წლის ევროვიზიის ფინალშიც შეასრულა.
3. კელვინ ჰარისის და რიანას This Is What You Came For
ვინც ტიმბერლეიკზე არ ცეკვავდა, მას უთუოდ კელვინ ჰარისის და რიანას სიმღერა ჰქონდა 24/7-ზე ჩართული. This Is What You Came For-ს დღეს უკვე ისეთი ნოსტალგიური ჟღერადობა აქვს, ჩართვისთანავე 2016-ში დაგაბრუნებს. სხვათა შორის, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ სიმღერა ტეილორ სვიფტის დაწერილია, რომელმაც მაშინ ამჯობინა, ფსევდონიმის მიღმა დამალულიყო.
4. ალან უოკერის Alone
ელექტრონულ მუსიკას 2016-ში ნამდვილი ოქროს ხანა ედგა. ამის ერთ-ერთი დასტურია Alone, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა ალან უოკერის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. სიმღერამ ნორვეგიელი მუსიკოსის 2015 წლის ტრეკის, Faded-ის, უსაზღვრო წარმატება გაიმეორა და უამრავი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა.
5. The Chainsmokers-ის Don't Let Me Down
ესეც კიდევ ერთი დასტური, როგორ ჰყვაოდა ელექტრონული მუსიკა 2016 წელს. დუეტ The Chainsmokers-ის ამ სიმღერამ გრემის ჯილდო დაიმსახურა და მოგვიანებით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) ბრილიანტის სტატუსიც მიიღო.
6. Twenty One Pilots-ის Heathens
რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, Suicide Squad-ის ეკრანებზე გამოსვლიდანაც 10 წელი გასულა. სწორედ DC Comics-ის ამ ფილმის საუნდტრეკი იყო Heathens, გრემიზე სამგზის ნომინირებული სიმღერა, რომელმაც აშშ-ში ბილბორდის ასეულის ჩარტში მეორე პოზიციას მიაღწია.
7. შაკირას Try Everything
2016-ის ჩარტებში სწორედ ფილმების ან ანიმაციების საუნდრეკები ლიდერობდა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, როგორი წარმატებული იყო ეს წელი ჰოლივუდისთვის. სწორედ 2016-ში გამოვიდა ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაცია ზოოტოპია. ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი, არც მეტი, არც ნაკლები, შაკირამ გაახმოვანა და სწორედ მან შეასრულა საუნდრეკის მთავარი სიმღერა Try Everything, რომელიც, სხვათა შორის, სიას დაწერილია.
8. P!nk-ის Just Like Fire
ესეც მორიგი სიმღერა 2016 წლის ჰოლივუდის საუნდტრეკიდან. ვის თუ არა ფინქს უნდა შეესრულებინა სიმღერა ისეთი ექსცენტრიკული ფილმისთვის, როგორიც იყო ელისი სარკის მიღმა, სადაც მთავარი როლები ჯონი დეპმა, ენ ჰეთეუეიმ, ჰელენა ბონემ კარტერმა და საშა ბარონ კოენმა შეასრულეს.
9. ბრუნო მარსის 24K Magic
2010-იანები ბრუნო მარსის გარეშე წარმოუდგენელია. ამერიკელმა მომღერალმა ფანები 2016-შიც არ გააწბილა და მესამე სტუდიური ალბომი 24K Magic შემოგვთავაზა; ამავე სახელწოდებას ატარებს ალბომის მთავარი სინგლი, რომელსაც განსაკუთრებული კომერციული წარმატება RIAA-ის ხუთგზის პლატინის სტატუსი ხვდა წილად.
10. არიანა გრანდეს Into You
დაბოლოს: წინა ათწლეული არიანა გრანდემაც განსაზღვრა და ამის ერთ-ერთი მტკიცებულება მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომი Dangerous Woman გახლავთ, რომლის გამოსვლიდან მთელი ათი წელი გავიდა. და თუ რომელიმე მელოდიას ვერ ვიგდებდით თავიდან 2016-ში, ეს ნამდვილად Into You იყო.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები