გვარამია ყარამანიშვილებს: კოლექტივში ბზარის შეტანა არის ძალიან ცუდი საქციელი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს" - ასე მიმართავს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ძმებ ყარამანიშვილებს.
გვარამია იმ შემოთავაზებების ქრონოლოგიაზეც საუბრობს, რომელიც რუსთავი 2-მა ყარამანიშვილებისგან მიიღო და აცხადებს, რომ მათთვის მთავარი იყო ეს მოლაპარაკება ან შეთავაზება არ ყოფილიყო მხოლოდ თვალის ასახვევად გადადგმული ნაბიჯი.
ქრონოლოგია იყო ასეთი:
- შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)
- ვუპასუხეთ უარით და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში)
- პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%
- ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა - შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)
- პასუხად მივიღეთ - ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო ("ცუდად გაშუქება" არ შეესაბამება სინამდვილეს)
ნიკა გვარამია ასევე ამბობს, რომ ის და რუსთავი 2-ის თანამშრომლების დიდი ნაწილი ვერ ხვდება, რა იყო ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზებების მიზანი. გვარამია ყარამანიშვილებს ასევე ადაანშაულებს კოლექტივში ბზარის შეტანაში:
"ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვილთან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?"
ამავე თემაზე:
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
კომენტარები