გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
ფოტო: კოკა-კოლა
2026 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა და ქალაქ ბათუმის სანდასუფთავების ორგანიზებით ბათუმში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
ფოტო: კოკა-კოლა
აქციის მთავარი გზავნილი იყო — ბათუმი — სუფთა და მწვანე გარემოსთვის, მიზანი კი რამდენიმე: ზღვისპირა ქალაქის სანაპირო ზოლის, პარკებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება, გარემოში არამართული პლასტმასისა და სხვადასხვა მუნიციპალური ნარჩენის შემცირება და კლიმატის ცვლილების საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
გარემოს დაცვის საკითხი და მწვანე გარემო კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია მთავარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს ბუნებრივი რესურსების დაცვას, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების კულტურის დანერგვას. მსგავსი გარემოსდაცვითი ინიციატივით კოკა-კოლა ხელს უწყობს, როგორც პლასტმასის ნარჩენების შემცირებას, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კუთხით.
ფოტო: კოკა-კოლა
ფოტო: კოკა-კოლა
აქციამ ახალგაზრდები, სტუდენტები, კერძო სექტორისა და ადგილობრივი სამსახურები საერთო გარემოსდაცვითი მიზნის გარშემო გააერთიანა. ღონისძიებაში კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ბათუმის წარმომადგენლობა, ქალაქ ბათუმის სანდასუფთავება, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოხალისეები ჩაერთნენ.
5 ივნისს დასუფთავების აქცია ბათუმში მდინარე ჭოროხის მარჯვენა შესართავთან (ახალი ბულვარი) გაიმართა. შეგროვებული ნარჩენები დახარისხდა. პლასტმასის ნარჩენი ცალკე გამოიყო და გადამამუშავებელ კომპანიას რეციკლირებისთვის გადაეცა, შერეული საყოფაცხოვრებო ნარჩენები კი ბათუმის დასუფთავების სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა.
ნარჩენების სეპარირებული შეგროვებით საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ძლიერდება და ნარჩენების გადამუშავების კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში გარემოს დაბინძურების შემცირებას, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი საზოგადოების ფორმირებას უზრუნველყოფს.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — 2026
ფოტო: კოკა-კოლა
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წელს დაფუძნდა და ის 5 ივნისს აღინიშნება. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პლატფორმაა. 2026 წლის მთავარი თემა კლიმატის ქმედებაა, რითაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე — მზარდ ტემპერატურაზე, ეკოსისტემების დეგრადაციასა და ექსტრემალურ ამინდზე კეთდება აქცენტი.
ეს თემა ხაზს უსვამს ბუნების დაცვისა და კლიმატის ქმედების მნიშვნელოვან კავშირს და მოუწოდებს მთავრობებს, ინდუსტრიებსა და საზოგადოებას, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ და განახლებად ენერგიასა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა დააჩქარონ.
კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მიერ ორგანიზებულმა ბათუმის დასუფთავების აქციამ სწორედ ამ გლობალურ გზავნილს უპასუხა და გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების უფრო აქტიურ მონაწილეობასა და ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები