"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
ჟურნალისტის კითხვაზე — რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იმ წუხილებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს მიმართ?, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არ ჰგონია, რაიმე წუხილი, ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ":
"მე არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ, ეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა თავად ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ. ბაიდენის ადმინისტრაცია არის დამნაშავე იმაში, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის ისტორიულ დაბალ წერტილში.
და გააფუჭა უსამართლობით. ასე რომ, რაც უსამართლობას გაუფუჭებია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ეს არის ალბათ ის, რა მოლოდინიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ხედვა, გავუზიარეთ ჩვენი დამოკიდებულება, როგორ ვხედავთ ამ ურთიერთობებს, ახლა ჯერი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე არის, რომ ჩვენ ვიხილოთ ადეკვატური ნაბიჯები მათ მხრიდან", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
3 ივნისს, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს "მკაფიოდ განუმარტეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ საქართველოში არსებული მოვლენების განვითარების ტრაექტორიის შეცვლას.
უილსონის თქმით, "პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერენ ქართული ოცნების მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია. საფრთხეს უქმნის ამერიკის [რეგიონში] წვდომას. საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თავს არიდებენ თეირანზე შემოღებულ სანქციებს თეირანში". კონგრესმენმა რუბიოს ჰკითხა — რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რეაგირება მოახდინოს აშშ-მა სწრაფად მზარდ რადიკალიზაციაზე, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა უწყობს ხელს საქართველოში?
სახელმწიფო მდივანი უილსონს დაეთანხმა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი საკითხები მათი შეშფოთების საკითხს წარმოადგენს, მაგრამ მას შემდეგ ქართულმა მხარემ "გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება".
დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებით ორი შესწორების შესახებ, რომლის ინიციატორიც კონგრესმენი ჯო უილსონია.
"ჯო უილსონს ვაცადოთ, რომ დატკბეს თავისი ვარსკვლავური, ასე ვთქვათ, მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის მატარებელი ხდება ხოლმე. ვაცადოთ ამ ადამიანს, დაიმსახურა საკუთარი პოლიტიკური კარიერიდან და ასაკიდან გამომდინარე. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ სერიოზულად არ უნდა შევხედოთ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს.
რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას, ამას აქვს თავისი ხაზი, მათ შორის ის ვიზიტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იყო სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლების ჯგუფის მხრიდან და სადაც იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ის წუხილები, რომელიც ჩვენ გვქონდა, არის სწორად აღქმული, იქნება გაზიარებული და ჩვენ ვიხილავთ ადეკვატურ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებით ორი შესწორება შედის "საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების" შესახებ. მათი ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ორივე შესწორება წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 4 ივნისს დაამტკიცა.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები