7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება გრძელდება და 8 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დასრულდება. სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
თუ კრეატიული ინდუსტრია გაინტერესებს და გსურს, კარიერა საერთაშორისო დონეზე განავითარო, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა. წელს პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა — ბერლინის ნაცვლად, სტიპენდიის გამარჯვებულს Miami Ad School-ის მადრიდის კამპუსი უმასპინძლებს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ქალაქში სწავლისა და ცხოვრების შესაძლებლობასთან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა სრულად ფარავს სწავლის საფასურს.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, ღირს თუ არა აპლიკაციის გაგზავნა, გაეცანი 7 მიზეზს, რის გამოც Miami Ad School მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კრეატიულ სკოლად მიიჩნევა.
1. ისწავლი რეალურ პროექტებზე მუშაობით
Miami Ad School-ის სწავლების მოდელი პრაქტიკაზეა დაფუძნებული. 9 თვის განმავლობაში იმუშავებ რეალურ ბრიფებზე, შექმნი კამპანიებს და ააწყობ პროფესიულ პორტფოლიოს, რომელიც მომავალ დამსაქმებლებს შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ დაანახებს.
2. იცხოვრებ და ისწავლი მადრიდში
მადრიდი დღეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრეატიული ჰაბია. აქ ყოველდღიურად იკვეთება რეკლამის, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროები. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ სწავლას, არამედ პროფესიული ქსელის შექმნას, ახალი კონტაქტების გაჩენას და ინდუსტრიის პულსთან მუდმივ კავშირს.
3. შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო მიმართულება
სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ შემდეგ მიმართულებებზე:
- Art Direction
- Copywriting
- Creativity & Artificial Intelligence
განსაკუთრებული სიახლეა Creativity & Artificial Intelligence — პროგრამა, რომელიც გასწავლის, როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი კრეატიულ პროცესებში და აქციო ის შემოქმედებით პარტნიორად. ეს უნარი დღეს მსოფლიოს წამყვან სააგენტოებსა და კომპანიებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კომპეტენციად ითვლება.
4. ცოდნას ინდუსტრიის პროფესიონალებისგან მიიღებ
ლექციებსა და ვორქშოფებს ატარებენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მსოფლიოს წამყვან სააგენტოებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში. ეს ნიშნავს, რომ სწავლობ არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებსაც ინდუსტრია დღეს იყენებს.
5. სწავლის შემდეგ სტაჟირების შესაძლებლობა გაქვს
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ 6-თვიანი სტაჟირება გაიარონ ესპანეთში. სკოლა აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების სააგენტოებთან დაკავშირებას, ორგანიზებას უწევს Portfolio Review-სა და სხვა ნეთვორქინგ ღონისძიებებს და აცნობს ექსკლუზიურ ვაკანსიებს.
6. კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობენ
Miami Ad School-ის კურსდამთავრებულები დღეს ისეთ კომპანიებსა და სააგენტოებში მუშაობენ, როგორებიცაა Google, TikTok, Meta, Disney, Ogilvy, McCann და სხვ.
სკოლის მონაცემებით, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლის დასრულებიდან მოკლე დროში ახერხებს დასაქმებას, რაც პროგრამის პრაქტიკულ ღირებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
7. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის ღირებულებას
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს პროგრამის სრულ საფასურს, რომელიც 8,000-დან 10,500 ევრომდე მერყეობს, ასევე სარეგისტრაციო მოსაკრებელს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის სტიპენდია ნიკა გუჯეჯიანის ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა და მიზნად ისახავს ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო გამოცდილების მიღება, რაც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ კურსდამთავრებულს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარების პროცესში.
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
უფრო მეტისთვის კი ბმულს.
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები