ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
4 ივნისით დათარიღებულ ღია წერილში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებაზე შესათანხმებლად შეხვედრას სთავაზობს. ზელენსკის წერილში ვკითხულობთ, რომ ის მზად არის ვლადიმერ პუტინს შეხვდეს ნებისმიერ ადგილას, გარდა მოსკოვისა.
"უკრაინა ამ ომის დასრულებას ჩვენს, ჩემსა და შენს შორის, პირდაპირი დიალოგით გთავაზობთ. მე შეხვედრას გთავაზობ. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ თითქოს მოსკოვში ჩასვლა შემეძლო. მაგრამ ბოლო 26 წლის შემდეგ, უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს – კიევში," — წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად, მათ შორის შვეიცარია, თურქეთი და არაბული ქვეყნები.
"არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები — ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ მთავარ საკითხებს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
ვთავაზობ, ასეთი შეხვედრისთვის კონკრეტული თარიღი განვსაზღვროთ," — ვკითხულობთ ღია წერილში.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების მთელი პერიოდის განმავლობაში სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის. ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმ ხაზზე, სადაც საომარი მოქმედებები შეჩერდება.
წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეთა სრულ გაცვლაზე და ეს შეიძლება ომის დასრულებისკენ მიმავალი კარგი გზა გახდეს.
"თქვენმა ომმა უკრაინა და რუსეთი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს.
დღევანდელი ფრონტის ხაზი ის ხაზია, საიდანაც დიპლომატია უნდა დაიწყოს.
უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების მთელი პერიოდის განმავლობაში სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის. ეს სტანდარტული პრაქტიკაა და ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებიც მხოლოდ ადასტურებს ამას. ნამდვილი სიჩუმის დამყარების მცდელობა ერთმანეთთან საუბრის დასაწყებად საუკეთესო გზაა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მხოლოდ მცდელობა კი არა, რეალური ცეცხლის შეწყვეტა იქნება — თუ ეს ნამდვილად გსურთ.
თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმ ხაზზე, სადაც საომარი მოქმედებები შეჩერდება.
უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის "ყველა ყველას სანაცვლოდ" პრინციპით და ეს შეიძლება ომის დასრულებისკენ მიმავალი კარგი პროლოგი გახდეს.
აუცილებელია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმ სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დასაბრუნებლად, რომლებიც ომის დროს იძულებით იქნენ წაყვანილი," — ვკითხულობთ წერილში.
წერილის ბოლოს ზელენსკი პუტინს მიმართავს, რომ თუ პირადად არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს და პირადად პუტინს "გადარჩენისთვის გაცილებით მძიმე ბრძოლა მოუწევს".
"უნდა განვსაზღვროთ, როგორი მომავალი ელის უკრაინელებისა და რუსების იმ თაობებს, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ.
თუ პირადად არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს გვიჭერს.
მაგრამ თქვენც გაცილებით მძიმე ბრძოლა მოგიწევთ საკუთარი არსებობისთვის — არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს არც ჩემი და არც უკრაინის მუქარაა. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტია, რომელიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები იწყება.
ჩვენ შეგვიძლია ამ დაღლილობის დადგომას ხელი შევუწყოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ომი შეაჩეროთ. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც ეს ომი სიცოცხლის ფასად დაუჯდა," — ვკითხულობთ წერილში.
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები