GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
ფოტო: კოკა-კოლა
კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია სპორტული პროექტის — GymBreeze-ის მთავარი პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია GymBreeze-ის ზაფხულის ლიგაზე ნატურალური მინერალური წყლით — მთის ბრენდითა და მასში გაერთიანებული ყველა პროდუქტით იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ნატურალური მინერალური გაზიანი წყალი — მთის.
GymBreeze-ის ზაფხულის ლიგა 26 მაისს დაიწყო და 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფინალური ეტაპის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება. ლიგის თამაშებს საქართველოს პადელის ფედერაციის არბიტრები გაუძღვებიან. ტურნირი, როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მოთამაშეებს გააერთიანებს და მონაწილეებს კონკურენტულ, დინამიკურსა და მაღალი სტანდარტის სპორტულ გამოცდილებას შესთავაზებს.
კოკა-კოლა უკვე მრავალი წელია სპორტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. კომპანია მუდმივად მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და სპორტული კულტურის განვითარებას ემსახურება. მსოფლიო ბრენდის მისიაა, რომ შექმნას ისეთი გარემო, სადაც სპორტი ადამიანებს აერთიანებს, ახალ შესაძლებლობებს აჩენს და აქტიური ცხოვრების წესს ამკვიდრებს. GymBreeze-თან პარტნიორობაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა — სწრაფად მზარდი სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
GymBreeze-ის შესახებ
GymBreeze ექსპერიმენტული ბრენდია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისა და გართობის კონცეფციას აერთიანებს. ქმნის მეგობრულ გარემოს ადამიანებისთვის, რომლებსაც აქტიური ცხოვრების სტილი და სპორტი ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მთავარი მიზანი საერთო ინტერესების ირგვლივ სოციალიზაციის, სპორტული აქტივობებისა და ახალი სპორტული კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.
GymBreeze საქართველოში პადელის ყველაზე დიდი სივრცეა. ბრენდი ნინოშვილის ქუჩასა და რადიო ქალაქის ტერიტორიაზე 12 ღია კორტს აერთიანებს. უახლოეს პერიოდში სპორტის სასახლეში კიდევ 4 დახურული კორტი დაემატება, სადაც დილის ვარჯიშები, ამხანაგური თამაშები და სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ტურნირები გაიმართება.
15 000-ზე მეტი მოთამაშითა და აპლიკაციის 14 000-ზე მეტი მომხმარებლით, GymBreeze საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სპორტულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. მისი კორტები მხოლოდ სათამაშო სივრცე არ არის — ეს არის ადგილი, სადაც სპორტის მოყვარულები, მეგობრები და გულშემატკივრები ერთმანეთს ხვდებიან, ურთიერთობენ და საერთო გამოცდილებას ქმნიან.
პადელი — საჩოგნო სპორტი
პადელი საჩოგნო სპორტია, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად ვითარდება საქართველოშიც. GymBreeze-ისა და კოკა-კოლას საერთო მიზანი ამ სპორტის, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო მიმართულებით პოპულარიზაციაა, რადგან პადელი რეალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტია.
თამაშის სწავლა მარტივია, რაც მას ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების ადამიანისთვის სასურველ სპორტად აქცევს. პადელი აერთიანებს ფიზიკურ აქტივობას, გართობას, ჯანსაღ კონკურენციასა და მეგობრებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას. ამ სპორტის სახეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ თამაში წლის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. პადელი ერთდროულად ქმნის გართობის, სტრატეგიული აზროვნებისა და სპორტული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები