მთავრობა ღვინის კომპანიებს უცხოეთში მარკეტინგისთვის 600 000 ლარით დააფინანსებს
ფოტო: allwine.ge
კომპანიები, რომლებსაც ქართული ღვინო უცხოეთში გააქვთ მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მთავრობისგან 600 000 ლარით დაფინანსდებიან. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. თანადაფინანსების პროგრამა არ შეეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც ქართული ღვინო დსთ-ში შემავალ ქვეყნებში (რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, მოდლოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და უკრაინა) გააქვთ.
"მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გამოკლებით დსთ-სა და საქართველოსი. ბუნებრივია, საქართველოში რეალიზაციებს ჩვენგან პოპულარიზაციაში ხელშეწყობა არ სჭირდება.
ჩვენი მიზანია საექსპორტო გაყიდვების გაზრდა, მაგრამ ამავე დროს ახალ გეოგრაფიაში. ჩვენ ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიცირებას და ეს არის ახალი ბაზრები, სადაც ქართული ღვინო იმკვიდრებს თავის ადგილს. ჩვენ გვინდა ტემპი გავზარდოთ და კიდევ უფრო შევამციროთ დამოკიდებულება არსებული ტრადიციული ბაზრებიდან. ამიტომ, დსთ-ს ქვეყნებში არ დაფინანსდება მარკეტინგული ღონისძიებები, მაგრამ დაფინანსდება ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც ღვინის კომპანიები განახორციელებენ მსგავს ღონისძიებებს", — განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტზეც ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლებელია, სამომავლოდ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი თანხა გამოყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
"მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი ერთი კომპანიისთვის განისაზღვრა წლის განმავლობაში 600 000 ლარით. თუმცა, ეს არის საწყისი საპილოტე ვერსია. შესაძლებელია, შემდგომში სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი თანხები გამოყოს, თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება. ეს დაკავშირებულია პირდაპირ გაყიდვების ზრდასთან, ანუ დაფინანსების პერიოდში, წინა წელთან შედარებით, უნდა იყოს გაზრდილი გაყიდვების რაოდენოაბა. ზუსტად ეს ნაზრდია ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ამ შემთხვევაში შემზღუდველი დამატებითი ფაქტორი არის 2 ლარი ერთ ბოთლ დამატებით გაყიდულ ღვინოზე.
ჩვენ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფოს ხარჯზე ჩაანაცვლონ თავიანთი მარკეტინგული აქტივობები და პროგრამის კიდევ ერთი კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა გაზარდონ არსებული მარკეტინგული ბიუჯეტები და ეს, რა თქმა უნდა, აუდიტის მიერ დადასტურდება", — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს წლების განმავლობაში ახორციელებს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის დაფინანსება და დღეისთვის, დაახლოებით, 9-10 მილიონ ლარს მიაღწია.
"მუდმივად ხდება ქართულ ღვინოზე ინფორმაციების გავრცელება ისეთ სამიზნე ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი. ასევე, დაემატა ბალტიისპირეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ა.შ.
თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ეს აისახოს ქართული ღვინის კომპანიების წარმატებებში, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მთლიანი ინდუსტრიის წარმატება იქნება და მათ შორის, წარმატება იქნება ჩვენი მევენახე ფერმერებისაც. ჩვენ ვთქვით, რომ დადგა დრო, როცა ქართული ღვინო ე.წ. ნიშური სეგმენტიდან ახალ ბაზრებზე უნდა გადავიდეს. ქართული ღვინო უნდა იყოს ხელმისაწვდომი ძირითადი გაყიდვის არხებში, ისეთი როგორიც არის მომსახურების ჰორეკა სექტორი, ან ქსელური მაღაზიები და რითეილი. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი მარკეტინგული ღონიძიებების დაფინანსება", — განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, 2020 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა 60 ქვეყანაში, ხოლო 2019 წელს 53 ქვეყანაში. მანვე აღნიშნა, რომ 2019 წელს 341-მა, ხოლო 2020 წელს 376-მა კომპანიამ განახორციელა ღვინის ექსპორტი. დავითაშვილმა თქვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა 100 მილიონი ბოთლი ღვინის გაყიდვას ელოდება.
-
ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101 ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101
გადახედვა
-
"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს "ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
გადახედვა
-
ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს
გადახედვა
-
TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
-
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
კომენტარები