ქართული ოცნება შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს, რომელშიც ნაცვლად მათ მიერ შეთავაზებული 40%-ისა, შეთავაზებულია 43%, ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. ქართული ოცნება მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით", — აცხადებს მმართველი პარტია.

ამასთან, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ თუ გიორგი რურუას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს, ისინი კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეშ მაგალითად მიაჩნიათ.