ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში
ფოტო: Up gaming
ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი გარემოა, სადაც ინოვაცია აღარ არის ერთჯერადი ნაბიჯი — ის ყოველდღიური პროცესის ნაწილია. ამ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და როგორ ახერხებს სისწრაფისა და სტაბილურობის დაბალანსებას.
ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ Upgaming-ის Chief Technology Officer-თან, გიორგი ხუციშვილთან, რომელიც გვიზიარებს საკუთარ ხედვას ტექნოლოგიური გუნდის მუშაობის პრინციპებზე, პროდუქტის განვითარების პროცესსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებობს.
რას ნიშნავს ინოვაცია Upgaming-ში და როგორ ვლინდება ის ყოველდღიურ პროცესებში?
“ინოვაცია ჩვენთვის ტექნოლოგიური სიახლეებისა და ეფექტურობის მუდმივი ძიების ერთობლიობაა. ეს უწყვეტი პროცესია, რომლის დროსაც ახალ ინსტრუმენტებსა და მიდგომებს მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შესაქმნელად ვიყენებთ“.
როგორც გიორგი ამბობს, აფგეიმინგში ერთმანეთისგან არ მიჯნავენ ინოვაციას, როგორც ტექნოლოგიურ პროგრესს, და არსებული სისტემების ოპტიმიზაციას. ეს ერთიანი პროცესის ორი განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი სიახლის დანერგვა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ სისტემის მოქნილობის გაუმჯობესებით რესურსები უფრო მეტად ათვისებადი გახდეს.
“ყოველდღიურ მუშაობაში ინოვაცია ხშირად სწორედ მცირე ცვლილებებში ჩანს — პროცესების გაუმჯობესებაში, ახალი მიდგომების ტესტირებაში და იმაში, თუ როგორ ვპოულობთ უფრო ეფექტურ გზებს არსებული სისტემების განვითარებისათვის“.
როგორ და რა პრინციპებით მუშაობს აფგეიმინგის ტექნოლოგიური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში?
აფგეიმინგის ტექნოლოგიური გუნდის მუშაობა ეფუძნება სტრუქტურირებული მოქნილობის პრინციპს.
“ჩვენ ვიყენებთ ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს, სადაც სხვადასხვა მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, Scrum და Kanban მეთოდოლოგიებს ვაერთიანებთ. ეს გვაძლევს საშუალებას გვქონდეს მკაფიო გეგმა კომპლექსური პროექტებისთვის, ხოლო მეორე მხრივ — სწრაფად და ეფექტურად ვუპასუხოთ ცვლილებებს".
რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტების განვითარებას, აქ ყველაფერი კონკრეტული ბიზნეს ან მომხმარებლის საჭიროებიდან იწყება. იდეა თავიდანვე გადის განხილვის და შეფასების ეტაპს, რის შემდეგაც გუნდები მას პატარა, მართვად ამოცანებად შლიან და ეტაპობრივად ასრულებენ.
როგორ მიმდინარეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ტექნიკურ გუნდში?
“აპგეიმინგში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ეყრდნობა სტრატეგიულ ერთიანობასა და შესრულების ეტაპზე გუნდების ავტონომიურობას. მიმაჩნია, რომ მკაცრად ცენტრალიზებული მართვა აფერხებს ინოვაციების დანერგვას, გუნდის წევრებს მხოლოდ ტექნიკური დავალებების შემსრულებლებად აქცევს, რაც ჩვენს მიდგომას ეწინააღმდეგება”.
როგორც ჩანს, კომპანია აქაც ერთგვარ ოქროს შუალედს პოულობს და პროცესს შემდეგი პრინციპებით აბალანსებს:
- საერთო ხედვა და სტანდარტები: ტექნოლოგიური ლიდერი გუნდებთან ერთად საზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც გუნდი მოქმედებს. ეს ერთიან გარემოს ქმნის, სადაც თითოეულ გუნდის წევრს მკაფიოდ ესმის საერთო მიზანი.
- გუნდური დამოუკიდებლობა: უშუალოდ იდეის პრაქტიკული რეალიზაციისას გუნდებს აქვს სრული თავისუფლება და რადგან საკუთარ პროდუქტს ყველაზე უკეთ იცნობენ, მათ თავად შეუძლიათ აირჩიონ ამოცანის გადაჭრის ოპტიმალური გზა.
უნდა აღინიშნოს რომ ეს მიდგომა საკმაოდ ოპტიმალური გამოსავალია ზედმეტი ბიუროკრატიის თავიდან აცილებასა და მოქნილობის შენარჩუნებისთვის.
ცვლილებების სწრაფი ტემპი ტექნოლოგიურ სფეროში და ადაპტაციის საჭიროება გუნდის მხრიდან
აპგეიმინგში ფიქრობენ, რომ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის მთავარი მიდგომა სწორი პრიორიტეტიზაცია და სტრუქტურირებული მუშაობაა. მაღალი ტემპი გუნდისთვის უკვე კარგი მოტივატორია, თუ ის საკუთარი შედეგების სწრაფად დანახვის შესაძლებლობას გაძლევს. ამისთვის კი საჭიროა მკაფიო ფოკუსი იმ ამოცანებზე, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის.
მნიშვნელოვანია ტემპის სწორად მართვაც. სწრაფი მუშაობა არ გულისხმობს ყველაფრის ერთდროულად კეთებას, არამედ სწორად შერჩეულ მიმართულებებზე კონცენტრაციას და გუნდის რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას. ეს ამცირებს გადატვირთვის შანსებს და მუშაობის პროცესიც უფრო ეფექტური ხდება.
რა თქმა უნდა, საჭიროა პროცესების გამჭვირვალობა და გუნდებს შორის კოორდინაციაც. როცა ადამიანებს აქვთ მკაფიო ხედვა იმაზე, თუ რა ხდება და რატომ, გაცილებით მარტივია ცვლილებებთან ადაპტაციაც.
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა გუნდის მართვისას საერთაშორისო ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში?
Upgaming-ს CTO მიიჩნევს, რომ ტექინდუსტრიის დინამიკურ გარემოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ბალანსის შენარჩუნება ბიზნესის სწრაფ მოთხოვნებსა და ტექნოლოგიურ სიჯანსაღეს შორის. ერთი მხრივ, ბაზარი მოითხოვს სწრაფ რეაგირებას და ახალი ფუნქციების მუდმივ დამატებას, ხოლო მეორე მხრივ, ნებისმიერი დაჩქარებული ნაბიჯი შეიძლება სისტემის სტაბილურობაზე აისახოს.
“შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწრაფი ცვლილებების პირობებშიც მუდმივად შევინარჩუნოთ სისტემების მდგრადობა და ხარისხი”.
ასევე პრიორიტეტულია გუნდის პროფესიული ზრდის მხარდაჭერა. ეს გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ტექნოლოგიური სირთულეები აღიქმება არა როგორც ბარიერი, არამედ ახალ შესაძლებლობად. ამ გამოწვევას სწორედ გამოცდილი და დამოუკიდებელი გუნდების არსებობა ამარტივებს, რომლებიც სრულად მოქნილნი არიან ცვლილებების მიმართ და, იმავდროულად, ინარჩუნებენ ტექნოლოგიურ სტაბილურობას.
ტექნოლოგიური სფეროსა და ამ სფეროში მომუშავე გუნდების ტრანსფორმაცია AI-ის მუდმივი ზრდისა და განვითარებისა ფონზე
ხელოვნური ინტელექტი ზრდის პროდუქტიულობას, რაც ხშირად ნიშნავს, რომ იმავე შედეგის მისაღწევად ნაკლები რესურსია საჭირო. შედეგად, გუნდები უფრო კომპაქტური ხდება, თუმცა თითოეულ ადამიანს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რაც ზრდის კოგნიტურ დატვირთვას.
გიორგი გვეუბნება, რომ:“AI მნიშვნელოვნად ცვლის ტექნოლოგიურ სფეროს. მთავარი ცვლილება არ არის მხოლოდ ის, რომ დღეს უფრო სწრაფად ვწერთ კოდს ვიდრე გუშინ ვწერდით. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დროთა განმავლობაში იცვლება თავად ინჟინრის როლი, მაგალითად, დღეს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ტექნიკურ, რუტინულ ამოცანებს, თუმცა უფრო ფასეული ხდება სისტემის ცოდნა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი“.
ის ასევე საუბრობს რისკებზეც — “AI გაძლევს საშუალებას ძალიან სწრაფად ააწყო ფუნქციონალი, მაგრამ თუ ამ პროცესში სისტემის მთლიანობას და არქიტექტურას ყურადღება არ მიექცა, მომავალში ამ ცვლილებების შენარჩუნება და განვითარება ბევრად უფრო რთული ხდება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, AI გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი და არა როგორც შემცვლელი, და მუდმივად შევინარჩუნოთ კონტროლი იმაზე თუ როგორ ვითარდება სისტემა მთლიანობაში“.
მთავარი პრინციპები, რომლებიც თანამედროვე რეალობაში წარმატებულ ტექნოლოგიურ გუნდს განსაზღვრავს
ინტერვიუს დასასრულს მოსაზრებებს ვცვლით და ვთანხმდებით იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ტექნოლოგიური გუნდის წარმატებისთვის აუცილებელი ძირითადი პრინციპები. გიორგი გვიხსნის, რომ წარმატებული ტექნოლოგიური გუნდის მთავარი პრინციპი ბიზნესთან სრული თანხვედრა და ტექნოლოგიური სიჯანსაღის მიმართ პასუხისმგებლობაა. ის აღნიშნავს, რომ თანამედროვე რეალობაში გუნდი აღარ არის მხოლოდ კოდის შემქმნელი ერთეული - ის არის პროდუქტის თანაავტორი, რომელსაც კარგად ესმის, თუ რა გავლენას ახდენს მისი ყოველი გადაწყვეტილება ბიზნესის ზრდაზე.
იმავდროულად, წარმატებას განსაზღვრავს გუნდის დამოუკიდებლობა და უწყვეტი განვითარების კულტურა. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს არსებობა, სადაც გუნდი მუდმივად ეცნობა და ნერგავს სიახლეებს საკუთარი პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიური გუნდის წარმატება მხოლოდ სწრაფ განვითარებაში არ იზომება — ის ამ სისწრაფის მართვის უნარში, სწორი პრიორიტეტების განსაზღვრასა და პასუხისმგებლობის გაზიარებაში ჩანს. Upgaming-ის მაგალითი აჩვენებს, რომ ინოვაცია რეალურად მაშინ მუშაობს, როცა იგი ყოველდღიურ პროცესებშია ინტეგრირებული, გადაწყვეტილებები კი საერთო ხედვასა და გუნდების დამოუკიდებლობას შორის დაბალანსებულია. სწორედ ეს კომბინაცია ქმნის გარემოს, სადაც ტექნოლოგიური განვითარება არა ქაოსურად, არამედ მიზანმიმართულად და სტაბილურად მიმდინარეობს.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები