La Dernière Heure: ხაზარაძეების ოჯახმა ბრიუსელის ისტორიული კომპლექსი Aegidium შეიძინა
ბრიუსელის სენ-ჟილის უბანში მდებარე ისტორიული შენობა — Aegidium ხაზარაძეების ოჯახმა შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა La Dernière Heure ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ახალი მფლობელები სივრცის კულტურულ გამოცოცხლებას გეგმავენ.
1906 წელს აშენებული Aegidium თავისი არქიტექტურითაა ცნობილი. თეატრი, კინოთეატრი და საზეიმო დარბაზი, ბოლო წლებში დაგეგმილი სხვადასხვა პროექტების მიუხედავად, წლებია დაკეტილია.
ხაზარაძეების ოჯახი, რომელმაც ახლახან გადაიბარა ქონება, აცხადებს, რომ მათი მიზანია პროექტის კულტურულ ჩარჩოში ინტეგრირება.
"Aegidium ისტორიითა და ემოციებით აღავსე ადგილია. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ სული", — ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ახალი მფლობელები ასევე ხაზს უსვამენ ბრიუსელსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ქართული ღონისძიებები ამ შენობაში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იმართებოდა, როდესაც Aegidium ჯერ კიდევ Diamant Palace-ის სახელით იყო ცნობილი.
პროექტის დეტალები და მისი განხორციელების ვადები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლობა სურთ ბრიუსელის ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ადგილობრივ და ქართულ კულტურულ წრეებთან.
ბრიუსელში Aegidium-ის შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ხაზარაძეების ფონდმაც. მათი განმარტებით, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, საქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე გაიხსნება.
ფონდი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია, ნაგებობას პირვანდელი, კულტურული ცენტრის დანიშნულება დაუბრუნდეს და ჩამოყალიბდეს "საქართველოს სახლი ევროპაში". მათი განმარტებით, ეს სივრცე ხელს შეუწყობს ქართველ და ევროპელ ხალხებს შორის საგანმანათლებლო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს, ამასთანავე, მოემსახურება ქართული დიასპორის ინტერესებს.
არქიტექტურული კომპლექსის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდება და იქ მოეწყობა დარბაზები კულტურული ღონისძიებებისა თუ მაღალი დონის შეხვედრებისთვის.
ფონდში მიიჩნევენ, რომ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მიმდინარე პოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
"აეგიდიუმი" იქცევა სივრცედ, რომელიც მჭიდოდ დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან — მის ისტორიულ ოჯახთან. აქ თავს მოიყრის საქართველო, მთელი თავისი მემკვიდრეობით, ეროვნული ტრადიციებით, ისტორიით, კულტურითა და პოლიფონიური მრავალფეროვნებით. "აეგიდიუმი" იქნება ყოველივე ქართულის და ყველა ქართველის შეხვედრის ადგილი ევროპის გულში", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
კომენტარები