ტექნიკა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამის შედეგი კი ისიცაა, რომ მუშაობა და სწავლა ტექნოლოგიების გარეშე რთულად თუ წარმოგვიდგენია.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს დისტანციურად ვაკეთებთ, ტექნიკურმა წვრილმანებმა შეიძლება შეგვაყოვნოს ან მთლიანი დღეც კი ჩაგვიშხამოს. შესაბამისად, ფუნქციონირებისთვის ყველას გვჭირდება საბაზისო კომფორტი, ეს კი სწრაფმა და მოქნილმა თანამედროვე ტექნოლოგიებმა უნდა უზრუნველყოს — ლეპტოპები იქნება, ხმის დამხშობი ყურსასმენები თუ სულაც მაუსი.

აი, თანამედროვე ტექნიკის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც პროფესიულ ზრდაში (ან დღის ბოლომდე საღ-სალამათად მიღწევაში მაინც...) დაგვეხმარება:

1. ლეპტოპი — Lenovo ThinkPad X1 2-in-1 Gen 9 14"

დისტანციური მუშაობისა თუ სწავლისთვის ერთ-ერთი საინტერესო მოწყობილობა Lenovo ThinkPad X1 2-in-1 Gen 9 ლეპტოპია. იგი ტრანსფორმირებადი დიზაინით გამოირჩევა — საჭიროების შემთხვევაში (თუ, მაგალითად, ტრანსპორტიდან მუშაობთ) შეგიძლიათ ლეპტოპი პლანშეტად აქციოთ.

მოდელს 14-დიუმიანი სენსორული IPS ეკრანი და Intel Core Ultra 5 პროცესორი აქვს, ოპერატიული მეხსიერება კი 16GB-ია. შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური დავალებებისთვის, ასევე უფრო რთული საქმეებისთვისაც (თუნდაც ვიდეომონტაჟისთვის). SSD მეხსიერება მას 512GB მოცულობისა აქვს, ამიტომ პროგრამები სწრაფად მუშაობს. მოდელი თანამედროვე კავშირის სტანდარტებსაც აკმაყოფილებს, მათ შორის აქვს Wi-Fi 6-სა და Thunderbolt 4-ის მხარდაჭერა.

ზოგადად, ThinkPad სერიამ უკვე დიდი ხანია გაითქვა სახელი გამძლეობითა და სამუშაო გარემოზე მორგებული ფუნქციებით. შესაბამისად, თუ ლეპტოპი თქვენი სამუშაო ან სასწავლო პროცესის ნაწილია, შეიძლება სწორედ ეს მოდელი დაგეხმაროთ.

2. ლეპტოპი — Apple MacBook Air 13" M4

დისტანციური მუშაობისთვის ან სწავლისთვის მსუბუქი და კომპაქტური, თუმცა ამავდროულად მძლავრი, ლეპტოპი თუ გინდათ, ერთ-ერთი ვარიანტი Apple MacBook Air 13" M4-ია. იგი მხოლოდ 1.24 კგ.-ს იწონის, ამიტომ მის წაღებას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ.

მოდელს 13.6-დიუმიანი IPS ეკრანი აქვს მაღალი, 2560 x 1664, გარჩევადობითა და 500-nit-იანი სიკაშკაშით. შესაბამისად, გამოსახულება მკვეთრი და კომფორტულად აღსაქმელია. მოდელი Apple M4 ჩიპითა და 16GB ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი. შესაბამისად, Lenovo-ს მოდელის მსგავსად, ყოველდღიურ სამუშაო პროცესებსაც უმკლავდება და შედარებით რთულ დავალებებსაც. 256GB მოცულობის SSD მეხსიერების დამსახურებით პროგრამები სწრაფად მუშაობს.

ამ მოდელის ელემენტი 15 საათამდე ძლებს დამუხტვის გარეშე, ამიტომ სახლს გარეთ სამუშაოდ თუ სამეცადინოდაც გამოსადეგია.

3. ყურსასმენი — Sony INZONE H9 Wireless Noise Cancelling Gaming Headset

სახლიდან თუ ერთხელ მაინც გიმუშავიათ, გარშემო სიჩუმის მნიშვნელობას, ალბათ, კარგად მიხვდებით. ყოველთვის ასე არ ხერხდება, ამიტომ ხმის დამხშობი ყურსასმენები კარგი გამოსავალია.

ერთ-ერთი ვარიანტი ამისათვის Sony-ს მოდელია, INZONE H9 Wireless Noise Cancelling Gaming Headset. მოდელი გეიმინგისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მისი გამოყენება ჩვეულებრივად შეგიძლიათ სამუშაო შეხვედრების დროს ან ლექციების მოსასმენად (ცხადია, უბრალოდ მუსიკის მოსასმენადაც).

ყურსასმენს აქტიური ხმაურის დახშობის (ANC) ფუნქცია აქვს გარე ხმაურის შესამცირებლად. უსადენო კავშირი და 10-მეტრიანი დიაპაზონი საშუალებას მოგცემთ, სამზარეულოში სასუსნავებისთვის ისე გახვიდეთ, რომ შეხვედრის მოსმენაში ხელი არ შეგეშალოთ. მეტიც, ჩაშენებული მიკროფონით შეხვედრაზე მყოფებს ხმასაც მიაწვდენთ.

რაც მთავარია, მისი დამუხტვა ხშირად არ დაგჭირდებათ — მოდელი 32 საათამდე ძლებს.

4. პლანშეტი — Samsung Galaxy Tab S10 Lite 5G

სწავლისთვის პლანშეტები ხშირად ლეპტოპზე მოსახერხებელია. ერთ-ერთი მსუბუქი და მრავალფუნქციური მოდელია Samsung Galaxy Tab S10 Lite 5G — ლექციების მოსასმენად თუ ჩანაწერების გასაკეთებლადაც გამოგადგებათ და ყოველდღიური საქმეებისთვისაც.

მოდელს 10.9-დიუმიანი TFT LCD ეკრანი აქვს 2112 × 1320 გარჩევადობითა და 90 Hz განახლების სიხშირით, ამის დამსახურებით კი გამოსახულება გლუვი და კომფორტულად აღსაქმელია. პლანშეტი Samsung Exynos 1380 პროცესორით არის აღჭურვილი; აქვს 6GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერება, ამას გარდა კი — microSD ბარათის მხარდაჭერა დამატებითი ფაილებისთვის.

მოწყობილობას სტილუსის მხარდაჭერაც აქვს, რომელიც ჩანაწერების გაკეთებაში ან თუნდაც ხატვაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია 8000 mAh ბატარეა და სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც — სადაც არ უნდა წახვიდეთ, პლანშეტი სტაბილურად იმუშავებს დღის განმავლობაში.

5. მაუსი — LOGITECH MX Master 4 Performance Wireless Mouse - GRAPHITE

მაუსის მნიშვნელობას სათანადოდ არ ვაფასებთ, თუმცა სულ ტყუილად — სიჩქარისას ლეპტოპის სენსორული პანელის გამოყენება არც ისე მარტივია. Logitech MX Master 4 Performance Wireless Mouse ერგონომიკული პრინციპებით შექმნილი მაუსია, რომელიც ხანგრძლივი მუშაობისას ხელის გადაღლას ამცირებს. იგი უსადენოა და აქვს როგორც დამატებითი ღილაკები, ასევე სწრაფი გადართვის ფუნქციებიც.

შესაბამისად, ეს მაუსი შეიძლება გონივრული გამოსავალი იყოს, თუ კომპიუტერს ხანგრძლივად იყენებთ და ყოველდღიურად უამრავ პროგრამასა თუ ფანჯარას შორის გიწევთ მონაცვლეობა.


რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტექნოლოგიებისა, რომლებიც დისტანციური მუშაობისა თუ სწავლის პროცესს გაგიმარტივებთ. თქვენთვის საინტერესო კატეგორიისა და ფუნქციონალის ტექნიკა უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ Alta-ს ვებსაიტზე მოიძიოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.