რას ამბობს ქალი, რომელმაც ჩხოროწყუში მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
ქალი, რომელმაც ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის შენობაში წაიყვანა და საპირფარეშოები დაასუფთავებინა, ამბობს, რომ უნდოდა "მარცვალი ჩაედო" და ეჩვენებინა ბავშვებისთვის, რომ არცერთი სამუშაო სათაკილო არ არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მისი მტკიცებით, მას "ასე მოუნდა" და მისი სურვილით, სკოლის დირექტორთან შეთანხმების შემდეგ წაიყვანა მოსწავლეები იქ.
"შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, მშობლებთან დარეკილი იყო. გამოვიყვანე ეს ბავშვები, მოვიყვანე მერიაში, მინდოდა მარცვალი ჩამედო, რომ არცერთი სამუშაო არ არის სათაკილო. ეს იყო ნება ჩემი, რაღაც შინაგანად მოდიოდა, არც აპარატის უფროსმა იცოდა და არც დაცვამ. დაცვაც უხერხულობაში ჩავაყენე. არც ჩვენი ცენტრის დიექტორმა [არ იცოდა]. აი, ასე მომინდა. მე არ მითქვამს ტუალეტში შესვლა, მე მინდოდა საჩვენებელი გამეკეთებინა. უბრალოდ მომეწმინდა ეგ ამბავი, რომ არ არის დასაძრახი. ეგ იყო და ეგ, მეტი აქ ფილოსოფია არ იყო ჩადებული", — განაცხადა ეთერ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, დასანანი აქ არაფერი არ არის და როცა ბავშვები გაიზრდებიან, მიხვდებიან, რომ მათ სიკეთე გაუკეთა.
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის შენობაში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარებინეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ბავშვები საპირფარეშოს ასუფთავებენ. ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ On.ge-ს აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. მან გვითხრა, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ შენობაში და სხვადასხვა გაწმენდით სამუშაოს აწარმოებდნენ. გოგუას განცხადებით, "უმკაცრესად დაისჯება ყველა", ვინც შემხებლობაში იყო ამბავთან.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. შშს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები