შესაფუთი მასალების უსაფრთხოება — რომელი მასალაა ყველაზე უსაფრთხო
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
შესაფუთ მასალებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს პროდუქტის დაცვაში, ხარისხის შენარჩუნებასა და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაში მომხმარებლებისთვის. ხსენებულ დანიშნულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაფუთი მასალების გავლენა მომხმარებლის ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც არასასურსათო პროდუქტი უამრავი სახის შესაფუთ მასალაში გვხვდება, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ უსაფრთხო და ხარისხიანი მასალები, რომელთა მოხმარება არ აზიანებს გარემოს და არ ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ — QUIS-ს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის, მათ შორის შესაფუთი მასალების, შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.
შესაფუთი მასალების ხარისხი და უსაფრთხოება
ხშირად შესაფუთი მასალები და მასთან დაკავშირებული საფრთხე შესაძლოა მხედველობის მიღმა დაგვრჩეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასასურსათო პროდუქტის შეფუთვას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვა შეიძლება პროდუქტის სახლში/ სამუშაო სივრცეში მიტანიდან რამდენიმე საათში სანაგვე ურნაში აღმოჩნდეს, მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მისგან მომდინარე საფრთხეები მაინც საყურადღებოა.კანონდ
შესაფუთი მასალები შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს ან სახიფათო ქიმიური შემადგენლობის პროდუქტები არ იყოს სათანადოდ შეფუთული. სათამაშოების შეუსაბამო შეფუთვამ კი შესაძლოა, გამოიწვიოს ბავშვის დაზიანება, წარმოქმნას გაგუდვის რისკი და ა.შ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი მაინც გარემოს დაბინძურების შეუქცევადი პროცესია, რომელშიც წვლილი არაგადამუშავებად შესაფუთ მასალებსაც მიუძღვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოები ცდილობენ დაამკვიდრონ შესაბამისი კანონმდებლობა და მოთხოვნები, რომლებიც, ერთი მხრივ, დაიცავს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხოლო მეორე მხრივ, შეამცირებს გარემოს დაბინძურებას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
შესაფუთი მასალების უსაფრთხოება ევროკავშირში
ევროკავშირში არასასურსათო პროდუქტის შეფუთვა არაერთი რეგულაციით იფარება, რომელიც ადგენს მასალის შემადგენლობას, სისქეს, გადამუშავებისა და გარემოზე მისი გავლენის მასშტაბებს, კრძალავს/აწესებს ლიმიტებს მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისით, განსაზღვრავს ნიშანდების დატანის წესს. ამასთან, ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ გაზარდონ მათი პასუხისმგებლობის სფერო და შესაბამისი ორგანიზაციების დახმარებით ან საკუთარი ძალებით მოახდინონ ნარჩენების მართვა და გადამუშავება.
ევროკავშირში აკრძალულია გარკვეული სახიფათო ნივთიერებების გამოყენება შესაფუთი მასალების წარმოებაში (მაგალითად, ფტალატის გამოყენება პლასტმასებში). არსებობს რეგულაცია, რომელიც ეხება საფრთხის შემცველი პროდუქტების შეფუთვას. მაგალითად, თუ არასასურსათო პროდუქტი საშიშ ნარევს შეიცავს, მისი შეფუთვა უნდა იყოს მდგრადი, არ უნდა მოხდეს შიგთავსის გაჟონვა და უნდა ჰქონდეს ბავშვისგან დამცავი მექანიზმი. სავალდებულოა სტანდარტული პიქტოგრამების (როგორც წესი, წითელი ჩარჩოთი) და გაფრთხილებების დატანა.
შესაფუთი მასალების ზემოქმედება გარემოზე
გარემოს დაბინძურების 40% სწორედ შესაფუთ მასალებზე მოდის, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამუშავებადი მასალების გამოყენება, მასალების გონივრულად მოხმარება და პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის გაზრდა. შესაფუთი მასალების მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის. ამ მხრივ აუცილებელია მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაც, რათა მათ ესმოდეთ თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თუნდაც ერთ პოლიეთილენის პარკს.
შესაფუთ მასალაზე ხშირად დატანილია უშუალოდ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, გამაფრთხილებელი მითითებები, მწარმოებლისა და იმპორტიორის მონაცემები. მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ უშუალოდ შეფუთვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ნიშანდებასაც. ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სისტემა და პიქტოგრამა არსებობს, რომელთა ნაწილი არასავალდებულო ხასიათისაა.
საჭმელთან კონტაქტისთვის უსაფრთხო სიმბოლო (ჭიქა და ჩანგალი): ეს სიმბოლო აღნიშნავს, რომ შესაფუთი მასალები უსაფრთხოა საკვებთან კონტაქტისთვის ანუ ისინი აკმაყოფილებს რეგულაციების მოთხოვნებს და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
BPA-ის გარეშე სიმბოლო: ეს სიმბოლო აღნიშნავს, რომ შესაფუთი მასალა არ შეიცავს ბისფენოლ A-ს — ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მით უფრო პლასტმასებში.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მწვანე წერტილი: მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) სქემის ნაწილია, რომლის წევრობისთვის იმპორტიორებმა და მწარმოებლებმა უნდა გასწიონ გარკვეული ფინანსური ხარჯი, რაც ნარჩენების გადამუშავებას ემსახურება. მწარმოებლებს შეუძლიათ მწვანე წერტილის სიმბოლო დაიტანონ საკუთარ შეფუთვაზე იმის საჩვენებლად, რომ ისინი ასრულებენ გარკვეული სქემით დადგენილ მოთხოვნებს. მწვანე წერტილი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულოა (მაგალითად, ესპანეთი).
მწვანე ისრები: ეს სიმბოლო გულისხმობს, რომ პროდუქტი გადამუშავებადია. ხშირად ამ ნიშნის ცენტრში შესაძლოა, მითითებული იყოს მასალის საერთაშორისო კოდიც (იხ. ქვედა სურათი), რომელიც პროდუქტის შემადგენლობის მარტივად დადგენას და გადამუშავებას ემსახურება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მიკროტალღურ ღუმელთან დაკავშირებული სიმბოლო: ეს სიმბოლო კი აღნიშნავს, რომ შესაფუთი მასალის უსაფრთხოდ გამოყენება შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში და არ გამოიწვევს მავნე ნივთიერებების გამოყოფას. ამ ნიშნის დატანამდე, მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული შემოწმებები.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მწვანე ხის (FSC) სიმბოლო: ეს სიმბოლო დაკავშირებულია ტყის მდგრად მართვასთან და მსოფლიოში ყველაზე სანდო სისტემად ითვლება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოშიც ეტაპობრივად ინერგება და მკაცრდება მოთხოვნები შესაფუთ მასალებთან მიმართებაში. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსი, თუმცა ამ მხრივ სისტემა ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ასევე, რამდენიმე წლის წინ ეტაპობრივად ძალაში შევიდა — პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი, რომელიც კრძალავს არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
საქართველოში ნებადართულია მხოლოდ ისეთი პარკების ბრუნვა, რომლებიც აკმაყოფილებს მკაცრ ევროპულ სტანდარტებს (მაგალითად, EN 13432:2000), რაც ადასტურებს მათ კომპოსტირებადობას. რეგულირების წესი ასევე განსაზღვრავს ეტიკეტირებას, რომლის თანახმად პარკზე დატანილი უნდა იყოს პლასტიკის პარკის მწარმოებელი, პლასტიკის პარკის სისქე და პლასტიკის პარკის შემადგენლობა.
ბიოდეგრადირებად პარკებზე ან/და კომპოსტირებად პარკებზე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს: წარწერა — ბიოდეგრადირებადი პარკი ან/და კომპოსტირებადი პარკი; ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი; ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა — ნარჩენებისთვის ან შესაბამისი სიმბოლო.
შესაფუთი მასალები და ბავშვების უსაფრთხოება
მნიშვნელოვანია ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ შესაფუთ მასალებს, რადგან პოლიეთილენის ან პლასტიკის პარკი, განსაკუთრებით თუ ის ძალიან თხელია, შეიძლება ბავშვს სახეზე მიეკრას და გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მას უნდა ჰქონდეს საჰაერო ხვრელები. ამასთან შეფუთვა შეიძლება შეიცავდეს მცირე ნაწილებს, რომელიც გაგუდვის საფრთხის შემცველია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მყარ შეფუთვებს, მაგალითად, ხის ან პლასტმასის ყუთებს, შესაძლოა ჰქონდეს ბასრი კიდეები და გამოიწვიოს მექანიკური დაზიანებები, შეფუთვაში გამოყენებული ზონრები, გრძელი ლენტები ქმნის დახრჩობის საფრთხეს.
გარკვეული სახის პროდუქტების შეფუთვასთან დაკავშირებით არსებობს ბავშვებისთვის რთულად გასახსნელი შეფუთვის მოთხოვნები. ასეთი მოთხოვნები ძირითადად ფარავს ისეთი პროდუქტების შეფუთვას, რომელიც ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია, მაგალითად: მედიკამენტებს, კოსმეტიკასა და ქიმიურ ნივთიერებებს.
პრაქტიკული რჩევები მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და მდგრადი შესაფუთი მასალების არჩევისას
- ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ მასალების ეტიკეტირებას, უსაფრთხოების სერტიფიკატებსა და ვადებს.
- უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვისთვის უსაფრთხო ან დაზიანებისგან დაცული შეფუთვით არის წარმოდგენილი.
- აირჩიეთ შესაფუთი მასალები, რომლებსაც აქვს აღიარებული ეკოსერტიფიკატები, რათა თავიდან აირიდოთ მწვანე მანიპულაცი (greenwashing).
- უპირატესობა მიანიჭეთ მინიმალურ, მრავალჯერადი გამოყენებისა და გადამუშავებად შეფუთვას.
- გამოიყენეთ ციფრული ხელსაწყოები (მაგალითად, QR კოდის სკანირება) პროდუქტის ავთენტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისთვის.
- მხარი დაუჭირეთ ბრენდებს, რომლებიც გამჭვირვალედ აწვდიან ინფორმაციას შეფუთვის უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
- მოერიდეთ შეფუთვას, რომელიც შეიცავს ცნობილ მავნე ქიმიკატებს (მაგალითად, BPA ან PFAS).
- სწორად დაახარისხეთ და გადაყარეთ შესაფუთი მასალები, რათა ხელი შეუწყოთ წრიული ეკონომიკის განვითარებას.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ QUIS —უკეთესი პროდუქტი, უკეთეს მომსახურებას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები