გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "წარმოდგენა არ აქვს ქალბატონ კოსს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს".
"ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია ALDE თანამშრომლობს ტერორისტთან. მანამ, სანამ ALDE და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არის არასერიოზული. დღემდე ALDE არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი. ასე რომ, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, აქ სერიოზულად ამ საკითხს ვერ განვიხილავთ. ეს ერთი, ახლა მეორე.
ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს, ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც მათ აქვთ საქართველოს მიმართ. ქალბატონი კოსის განცხადებაშიც იყო, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს".
მე რამდენადაც ვიცი, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ თავზე რომ გადაგვიფრინა და სომხეთსა და ბაქოში რომ ჩავიდა. რამდენადაც ვიცი, ის ოფიციალურად ნამყოფი არ არის საქართველოში. იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა არ აქვს ქალბატონ კოსს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს.
როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ამგვარი მორალური პედესტალიდან და მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, რომ თითქოს ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ჩვენი ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. რამდენჯერმე მე ამაზე ვისაუბრე, თუმცა ვატყობ, რომ არ ყოფნის ეს ყველაფერი და მაინც აგრძელებენ ამ მიმართვას, ამიტომაც მე დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ. ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლებია რაღაცით. იმავე რაოდენობის ხალხი, როგორც 2012-ში, 2020-ში, 2024-ში, დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა და რას ამბობს ქალბატონი კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან? რაიმე მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს? ყველა უცხოელმა დაანებოს თავი ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით საუბარს! არც ერთ ქართველს არ მიუცია მისთვის, არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით და ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით. ასე მოსაუბრე ევროპა სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა მათი სახელით და მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, რომ მათ უკეთ იცოდნენ, როგორ იყო სხვა ხალხების ინტერესები, ასეთი ევროპა არსებობდა, უბრალოდ არსებობდა 100 წლის წინ, 150 წლის წინ, 200 წლის წინ და აქეთ ნუ მიაქანებენ. იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ და დაუბრუნდნენ იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა და თავს უფლებას აძლევდა, ჩასულიყო სხვა ხალხებთან და ჭკუა ესწავლებინა მათთვის. დღეიდან კომისარი იქნება, რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გაბედავს, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით, იქნება წითელი ხაზი და დღეიდან ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობა, ჩვენი დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ქალბატონი კოსის ეს ერთი ფრაზა, რომ ხელისუფლებამ ხალხს უსმინოსო, ეს ნიშნავს, რომ გვაუქმებენ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი, რომელმაც იბრძოლა ამ თავისი სუვერენიტეტისთვის, ამიტომ ჩვენ ამის უფლებას არავის არ მივცემთ! შეეშვან ამ დამოკიდებულებას, რომ ვიღაც არის ზეკაცი და ვიღაც ქვეკაცია!", — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, მარტა კოსმა იმედი გამოთქვა, რომ "ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია".
"გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბროო ამის შესახებ. მაგრამ თქვენ იცით ევროკომისიის გაფართოების ანგარიში რეკომენდაცია და დასკვნა საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს აქვს ისეთი დემოკრატიული უკუსვლა, როგორიც არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. თუ ქვეყანას უნდა გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ, ეს რაც შეეხება მთავრობას, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმედის მომცემია, არამედ მნიშვნელოვანია ვუთხრათ მთავრობას, რომ არასწორია მხედველობაში არ მიიღო ის, რაც ხალხს სურს. მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას, ეს მათ ხელშია", – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპს" უთხრა.
-
ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
გადახედვა
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
+1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია +1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
კომენტარები