შალვა პაპუაშვილი: საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ რუსეთს რა წაართვან
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ რუსეთს და ფიზიკურ პირებს რა წაართვან".
"2022 წლის აპრილში, პარაფირებული იყო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, სტამბულის შეთანხმებად ცნობილი და გახსოვთ თქვენ, რომ დავით არახამიამ, რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს განაცხადა, რომ ის პირობები იყო უკრაინისთვის მისაღები, იმ შეთანხმების პარაფირება მოხდა, თუმცა შემდეგ ჩავიდა ბორის ჯონსონი, ევროპელების, ბრიტანეთის თუ ვისი სახელითაც ჩავიდა და პირდაპირ უთხრა, არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ. ოთხი წელი გადის ფაქტობრივად უკვე, ამის შემდეგ რაც ბორის ჯონსონის იქ ჩასვლით ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარია შესაძლოა უარეს შეთანხმებაზე. ყოველ შემთხვევაში, იმ შეთანხმებაზე უკეთესი, ფაქტია რომ ის ვარიანტები, რაც განიხილება და გარეთ გამოდის, არცერთი არ არის. უფრო მეტიც, იმ შეთანხმებაში საუბარი იყო, რომ მაგალითად ყირიმის საკითხი გადაიწევდა 10-15 წლით და იქნებოდა საერთაშორისო დისკუსიის ნაწილი. იმ შეთანხმებაში, რომელიც რატიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, ეწერა რომ დომბასის და ამ რეგიონის საკითხები გაიყინებოდა და გადაწყდებოდა. დღეს აღარ არის ამაზე საუბარი. ხედავთ, რომ პირდაპირ მოთხოვნაა დათმოს და უკრაინამ აღიაროს დე-ფაქტო გადასვლა რუსეთის კონტროლის ქვეშ.
4 წელი გადის უკვე ამის შემდეგ, რაც ჩაშალეს სამშვიდობო შეთანხმება. დღეს ყოველ შემთხვევაში, უარესი თუ არ იქნება, იმაზე უკეთესი პირობების შეთანხმება არ არის. ამასობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეები. დღეს, როცა უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ბოლომდე, დღეს ბრიუსელი დგას და უყურებს იმას, ფული საიდან მოიტანოს, საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, იქ აბრამოვიჩზე იყო საუბარი, ასე შემდეგ, აქეთ-იქით იყურებიან. თავისი ფულის დახარჯვა ხომ არ უნდათ. საქმე იმაშია, რომ ვხედავთ, ამას აქვს საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემა, ასეთ ნაბიჯს, იმიტომაც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას თუ არ იღებენ, გეგმა B რა არის, თუ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს ვერ ადებენ", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
კომენტარები