გაინტერესებს, როგორ უნდა გამოიმუშაო ₾10 000 ყოველკვირეულად მარტივად, მხოლოდ მობილური ტელეფონის გამოყენებით?

მაშინ მოიმარჯვე სმარტფონი და სასტარტო ხაზზე დადექი — თიბისის მობაილბანკში დეკემბრის მარათონი გრძელდება. ციფრული რბოლა, სადაც შენი სისწრაფე და დისციპლინა ყოველკვირეულად ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.

მზად ხარ რეკორდის მოსახსნელად? მაშინ, ყურადღებით გაეცანი მარათონის წესებს და გაიგე, როგორ უნდა გახდე ამ რბოლის ლიდერი:

რა არის დეკემბრის მარათონი?

დეკემბრის მარათონი ერთთვიანი ენერგიული შეჯიბრია მობაილბანკში. წარმოიდგინე სპორტული არენა, სადაც, სირბილის ნაცვლად, მარტივი კლიკების სესიებით, მცირე ფინანსური მისიების შესრულებითა და მეგობრების მოწვევით ყოველდღიურად გექნება შანსი, დააგროვო მონეტები და ისინი ფულად პრიზებად აქციო.

როგორ ჩავერთო რბოლაში?

იმისთვის, რომ მარათონის მონაწილე გახდე, აუცილებელია, გქონდეს თიბისის მობაილბანკი და იყო სრულწლოვანი. დანარჩენი კიდევ უფრო ადვილია — შედი მობაილბანკში, იპოვე მარათონის ბანერი, გადადი სათამაშო მოედანზე და აიღე სტარტი. შენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მონეტა დააგროვო და ლიდერბორდის სათავეში აღმოჩნდე.

როგორ დავაგროვო მონეტები?

მონეტების მოსაპოვებლად სისწრაფე და სტრატეგია დაგჭირდება. ეს კი ის გამოწვევებია, რომლებშიც მონეტების დასაგროვებლად უნდა იასპარეზო:

კლიკების თამაში — მარათონის ყველაზე სახალისო და აზარტული ნაწილი! სტარტიდან ზუსტად 10 წამი გაქვს, რომ ეკრანს ცეცხლი წაუკიდო და რაც შეიძლება ბევრჯერ “დააკლიკო”. ყოველ კლიკზე ეკრანის ცენტრში მდგარ დიდ ოქროს თასში მონეტები წკრიალით იყრება და, რაც უფრო სწრაფი ხარ, მონეტების წვიმაც უფრო ინტენსიურია. გახსოვდეს: 1 კლიკი = 1 მონეტას.

კლიკების თამაში შენი შანსია, გამოიწვიო მეგობრები დუელში და შეეჯიბრო: აბა, ვის უფრო მარჯვე თითები აქვს?

დღის მისია — თუ კლიკების თამაშში მინიმალურ ზღვარს გადალახავ და 20 მონეტას დააგროვებ, გაგიაქტიურდება დღის მისიაც, რომლის შესრულებაც დამატებით მონეტებს მოგიტანს და ლიდერბორდზე პოზიციებს გაგიმყარებს;

კვირის მისია — ფინანსური ოპერაციები, რომლებსაც კლიკები არ სჭირდება. ისინი ყოველკვირეულად იხსნება და შესასრულებლად 1-დან 7 დღემდე გაქვს. თავად წყვეტ, როდის შეასრულებ დავალებას მოცემულ დროში;

გუნდური თამაში და დისციპლინა — მარათონი მარტო სირბილს არ ნიშნავს — აქ გუნდური ტაქტიკა გადამწყვეტია! დამატებითი მონეტების მოსაპოვებლად მოიწვიე მეგობრები მობაილბანკში და არ გააცდინო არცერთი დღე — გადაბმული ავტორიზაცია ბონუს მონეტებს ნიშნავს.

ჩემპიონის რჩევა: გააერთიანეთ ძალები! ნაცვლად იმისა, რომ ცალ-ცალკე ეძებოთ ახალი მომხმარებლები, შეკარით სამეგობრო გუნდი და ერთობლივი შეტევა მიიტანეთ საერთო ჩატებსა თუ ჯგუფებზე. გახსოვდეს, რომ შეთანხმებული მოქმედებით რეფერალების მოძიება და გამარჯვება ბევრად მარტივია.

ფინიშის ხაზი — კვირის პრიზი და Grand Prix

მარათონის ლიდერბორდი განახლებადია ყოველკვირეულად. ეს ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისში მონეტები ნულდება და ყველას თანაბარი შანსი აქვს, კვირის ლიდერი გახდეს.

მონაწილე, რომელიც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტ მონეტას დააგროვებს ₾10 000-ს მიიღებს.

მაგრამ მთავარი რბოლა წინ არის! მარათონის ბოლოს, თითოეული მონაწილის მიერ ყველა კვირის განმავლობაში დაგროვებული მონეტები დაჯამდება, მარათონის აბსოლუტური ლიდერი კი ₾50 000-ით დაჯილდოვდება.

აბა, რას ელოდები? შედი მობაილბანკში, აიღე სტარტი და დაამტკიცე, რომ ფინიშის ხაზთან პირველი სწორედ შენ მიხვალ!