სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ექსპერტიზის დროს აწყდებიან ღირსების შემლახველ მიდგომას — ანგარიში
ფოტო: Getty Images
ძალადობის სხვა ფორმებთან შედარებით, სექსუალური ძალადობა უფრო მეტად უკავშირდება ტაბუს. მასზე მსხვერპლები საჯაროდ იშვიათად საუბრობენ და იშვიათადვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო დამნაშავეები, არაეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის გამო, უკიდურესად მცირე შემთხვევაში ისჯებიან.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და ევროპის საბჭომ წარადგინა კვლევა — ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებობს, ან არ არსებობს და უნდა გაუმჯობესდეს.
ანგარიშში განხილულ საკითხებზე საუბარს იმ ნაწილით დავიწყებთ, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცესში მსხვეპლის მეორეული ვიქტიმიზაციის საფრთხეა აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, ფოკუსჯგუფის მონაწილე დაზარალებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქალმა სამედიცინო ექსპერტიზის პროცესი მსხვერპლის ღირსების შეუსაბამო გარემოს გამო ხელახალ გაუპატიურებად დაახასიათა.
ასევე, კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ, ხშირად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტების სქესის გამო — დაზარალებულებს არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიონ ექსპერტის სქესი, შესაბამისად, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი ტიპის ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია.
მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცესში
ანგარიშში წერია, რომ გამოძიების ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის ჩადენას ადასტურებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა. ფოკუსჯგუფებმა და სისხლის სამართლის საქმის მასალებმა კი გამოკვეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გავლა ხშირად ტრავმული პროცედურაა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან არასენსიტიურ, ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, რაც აზიანებს მათ მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტი
2017 წელს საქართველომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება მოახდინა და მიიღო ზომები საქართველოს კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამჟამად კანონმდებლობა განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ითვალისწინებს ძალადობაზე რეაგირების მნიშვნელოვან მექანიზმებს.
მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არსებითი გამოწვევები რჩება სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით. საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიციასთან მიმართებით.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციის ამოსავალი წერტილი მსხვერპლის თანხმობის არარსებობა უნდა იყოს.
სტამბოლის კონვენციის თანახმად, ძალადობის დანაშაულების, მათ შორის, გაუპატიურების დეფინიცია უნდა ითვალისწინებდეს:
ა) სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით;
ბ) ადამიანთან, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება;
გ) სხვა ადამიანის იძულება, მისი თანხმობის გარეშე, მესამე პირთან განახორციელოს სექსუალური ხასიათის ქმედება.
გაეროს სახელმძღვანელო დოკუმენტი ქალთა მიმართ ძალადობის კანონმდებლობის შესახებ დამატებით აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიცია აქცენტს არ უნდა აკეთებდეს ძალის გამოყენებაზე, რადგან გაუპატიურება, თავისთავად, არის ძალადობრივი აქტი. დამატებითი ძალადობის შემთხვევაში, ეს უნდა გამოიყენებოდეს, როგორც დამამძიმებელი გარემოება.
საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა
დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა თანახმადაც, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიცია დაფუძნებული უნდა იყოს მსხვერპლის თანხმობის არარსებობაზე, ხოლო ძალადობა უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.
2017 წელს, საქართველოს კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შეიცვალა სექსუალური ძალადობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები, თუმცა, ამ მუხლების კონვენციასთან სრული თანხვედრა არ მომხდარა — გაუპატიურების დეფინიცია კვლავ ეფუძნება ძალადობას, ძალადობის მუქარას ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებას და იგი რ არის დამყარებული მსხვერპლის თანხმობის არარსებობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, გაუპატიურება განისაზღვრება, როგორც:
პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
სექსუალური ძალადობის გენდერული ასპექტი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა არის სისტემური და სტრუქტურული უთანასწორობის, ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილებისა და საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის შედეგი. ამასთან, სტამბოლის კონვენციის პრეამბულა განამტკიცებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ისტორიულად ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა მამაკაცების მხრიდან ქალების დისკრიმინაციამდე, მათზე დომინირებამდე და ხელი შეუშალა ქალების სრულ თანასწორუფლებიანობას.
საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ძალადობის გენდერულ ასპექტთან მიმართებით
საქართველოს კანონმდებლობა კანონმდებლობა კვლავ სრულად არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებს და არ ითვალისწინებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა, არის ქალის დისკრიმინაციის ფორმა. ეს ჩანაწერი, ასევე, არ გვხვდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონებში.
გენდერული სტერეოტიპები და მეორეული ვიქტიმიზაციისგან მსხვერპლის დაცვის პრობლემები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის საქმეებზე არ უნდა მოხდეს მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული სტერეოტიპების გამოყენება და მისი მეორეული ვიქტიმიზაცია მართლმსაჯულების პროცესებში.
საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა მეორეული ვიქტიმიზაციასთან მიმართებით
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გენდერული სტერეოტიპების გამოყენების აკრძალვას პროკურორებთან, დაცვის მხარის ადვოკატებსა და მოსამართლეებთან მიმართებით. ამასთან, სპეციალურად არ განსაზღვრავს მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის გარანტიებს სასამართლო დარბაზში, მათ შორის, მსხვერპლის პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში.
რეკომენდაციები
კვლევის ბოლოს კი გაცემულია რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ადვოკატთა ასოციაციის მიმამართ, თუ რა უნდა გააუმჯობესონ თავიანთ საქმიანობაში, რომ უფრო ეფეტურ შედეგებამდე მივიდეთ:
საქართველოს პარლამენტის მიმართ — ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ მუხლებში შევიდეს ცვლილებები, გადაისინჯოს არსებული განმარტებები და გამოიყოს დამამძიმებელი გარემოებები გარკვეული სექსუალური დანაშაულის ჩადენის დროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მიმართ — სხვა რეკომენდაციებთან, ერთად ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ამ უწყებებმა კვლევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭონ და გაითვალისწინონ დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლოს მიმართ — აქაც, როგორც წინა ორ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი დამამძიმებელ გარემოებაზე და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეებზე გაითვალისწინოს სტამბოლის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამამძიმებელი გარემოებები და არ გამოიყენოს შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთაც საფუძვლად უდევს გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ეფექტი აქვს ამგვარი დანაშაულების მიმართ (მაგალითად, ბრალდებულის და დაზარალებულის შერიგება და ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ფულადი დახმარების აღმოჩენა.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ — გაიზარდოს ქალ ექსპერტთა რაოდენობა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს მიეცეს საშუალება, აირჩიოს ექსპერტის სქესი; მოხდეს ექსპერტთა გადამზადება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან ექსპერტიზის ჩატარების სპეციფიკური წესების შესახებ.
კვლევა განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის — ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ფარგლებში და არის საქართველოში პირველი ანგარიში, რომელიც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პროცედურებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში აფასებს. კვლევაში შეფასებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციების შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, ამ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობა და ბარიერები აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით. კვლევის მიზანია, გააანალიზოს საქართველოში, 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საკანონმდებლო და მართლმსაჯულების განხორციელების ბარიერები და შეიმუშაოს რეკომენდაციები ამგვარ დანაშაულებზე კანონმდებლობის, პრაქტიკისა და პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები