აფხაზეთის ანექსიის რუსული გეგმები და ტიკარაძის მიერ კოვიდ-19-ის გამოწვევების უგულებელყოფა — GWB-ის მეთხუთმეტე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
ფოტო: On.ge
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
სოხუმთან ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაზე ხელმოწერით რუსეთი საქართველოს აფხაზეთის რეგიონის ანექსიისთვის ნიადაგს ამზადებს
12 ნოემბერს, ორი კვირის შემდეგ, რაც რუსეთის მხარდაჭერილი აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია, მოსკოვში მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შეხვდა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგი პირადად მიიღო სოჭში, სადაც მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და COVID-19-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასლან ბჟანიამ, რომელიც ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში მძიმე მეტალებით ორჯერ მოწამლეს, აფხაზეთის მხარდაჭერისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სოხუმი მოსკოვთან ხელმოწერილი შეთანხმებების იმპლემენტაციას გეგმავს, რადგან ისინი "აფხაზეთის ინტერესებს ემთხვევა და მის სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს აძლიერებს".
მოგვიანებით, 17 ნოემბერს, პრესკონფერენციის დროს, ბჟანიამ აღნიშნა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აგრეთვე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კომენტირებისას, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით რუსეთთან კავშირის განმტკიცების საჭიროება აშკარა გახდა — "აზერბაიჯანისა და ყარაბაღის და საქართველოსა და ჩვენს ურთიერთობებს შორის გარკვეული ანალოგიები არის" — განაცხადა ბჟანიამ და დაასკვნა, რომ "კარგია სამხრეთ კავკასიაში ისეთი ძლიერი ფაქტორის არსებობა, როგორიც რუსეთია".
23 ნოემბერს სოხუმმა მოსკოვთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების ახალი პროგრამა გაასაჯაროვა. პროგრამა, რომელიც 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას" ეფუძნება, აფხაზეთის "კანონების" რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. დოკუმენტი, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერი აწერს ხელს, 45 ცალკეულ პარაგრაფს მოიცავს და ისინი აფხაზურ მხარეს სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და პოლიტიკის სფეროებში თავისი "კანონების" რუსულთან მორგებას ავალდებულებს. "პროექტის მიზნები რუსეთის ფედერაციის ინიციატივით და/ან დახმარებით განხორციელებულ ინტეგრაციის პროექტებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრული ჩართულობისათვის სასურველი პირობების შექმნისკენაა მიმართული". პროგრამა საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს, როგორებიცაა მაგალითად ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის რეგულირება, რაც რუსებს რეგიონში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას აძლევს; აფხაზეთის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუხლები, და რუსი ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვებისა და სამუშაო საქმიანობის დარეგისტრირების თვალსაზრისით სამართლებრივი პროცედურების გამარტივება. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება მოცემული ზომების იმპლემენტაციისათვის 2-3 წლიან დროით ჩარჩოს განსაზღვრავს.
საქართველოს საექსპერტო საზოგადოების მიხედვით, ბოლოდროინდელი განვითარებები აფხაზეთის რუსეთში მეტად ინტეგრაციის შესახებ საგანგაშოა, რადგან აღნიშნული შეიძლება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი ან მისი პრელუდია იყოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი პროგრამა დაგმო და განაცხადა, რომ "რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება და აგრეთვე ყველა შემდგომი ე.წ. "შეთანხმება", "მემორანდუმი" ან "პროგრამა" არალეგალურია და შეუძლებელია რაიმე სამართლებრივი ეფექტი ჰქონდეს". მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობაზე ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან ზეწოლა ძლიერდება და პანდემიით კიდევ უფრო დამძიმებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ და 2020 წლის ყარაბაღის ომის ფონზე სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის შესახებ სოხუმის რუსეთის მიერ თავსმოხვეულმა აღქმამ, აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსეთის გავლენის მიმართ კიდევ უფრო მორჩილი გახადა.
აფხაზეთი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი, ერთ დროს "საბჭოთა რივიერა" დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლით, 1994 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. საქართველოსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 250 ათასი ეთნიკურად ქართველი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რამაც რეგიონის მოსახლეობა გაანახევრა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების ძიების საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის ფედერაცია ხელს უშლის, მათ შორის ეთნიკურად ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების მათ სახლებში დაბრუნების საკითხსაც ბლოკავს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია 1994 წლის ეუთოს ბუდაპეშტის სამიტის დეკლარაციით. საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე გალის რაიონი აფხაზეთში ერთადერთი რაიონია, სადაც ეთნიკური ქართველები უმრავლესობას წარმოადგენენ. საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიში აღწერს იმ მძიმე პირობებს, რომელშიც ეთნიკურ ქართველებს უწევთ ცხოვრება და ხაზს უსვამს იმას, რომ "გამშვები პუნქტების" დახურვამ მოსახლეობა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა. საქართველოს დასავლელი მოკავშირეები შეშფოთებას გამოთქვამენ "საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ გაუარესებასა" და "დოკუმენტაციის ხარვეზებისა და მასთან დაკავშირებული გადაადგილების თავისუფლების, ბინადრობის უფლების, მუშაობისა და საკუთრების უფლების და აგრეთვე მშობლიურ ენაზე სერვისებსა და განათლებაზე წვდომის პრომებლემებთან დაკავშირებით", რომელიც "კიდევ უფრო გართულებულია COVID-19-ის პანდემიით".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი თანამდებობას ტოვებს
ანა მიქელაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა 2015 წლის მაისიდან, თანამდებობა 2020 წლის 1 დეკემბერს დატოვა "პირადი გადაწყვეტილების" საფუძველზე. მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ ეს იყო "რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება" და "თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან". ქართულ მედია წყაროებში ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა რაც, ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგებს სხვები უძღვებოდნენ.
საქართველოს მმართველი პარტიის წევრის ყალბი ციტატა
სოციალურ ქსელში გავრცელდა მედია საშუალება — იმედის სტატიის გაყალბებული სქრინშოტი, რომელშიც პარტია — ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა: "პატრიარქს ერთი ორი დღე დარჩა ამიტომ მისი აზრი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის". ყალბ ციტატას პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აზიარებდნენ.
აშშ-ის არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენება
დეზინფორმაცია აშშ-ის არჩევნების შესახებ, რომელიც უცხოური წყაროებიდან მოდის, ქართულ საინფორმაციო ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაშიც ვრცელდება. 23 ნოემბერს, მემარცხენე ალიანსის ლიდერმა, კახა ძაგანიამ და ქართული მარშის ყოფილმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა თავიანთ ფეისბუქ პროფილებზე გაავრცელეს კანადური გამოცემა Conservative Beaver-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებით ჯორჯ სოროსის დაკავებას შეეხება. წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნა გაყალბებულია და რუსი ჰაკერების ნაცვლად ჯორჯ სოროსის სახელია ჩასმული. 14 ნოემბერს აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელსაც Tvalsazrisi.ge, publishers.ge და რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი აქვეყნებდა. მათი მტკიცებით, აშშ-ის არმიამ აშშ-ს არმიამ ფრანკფურტში განთავსებული, ესპანური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Scytl-ის ოფისი დაარბია, რის შედეგადაც 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყებოდნენ, რომ ზემოთხსენებული კომპანია სოროსის მიერ ფინანსდება და ბაიდენთან არის დაკავშირებული.
არმენოფობიური ვიდეომანიპულაცია
22 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა — რაც გინახავს, ვეღარ ნახავ გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელიც, ვიდეოს ავტორის მტკიცებით, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ ოდესაში ჩადენილ დანაშაულებებს შეეხება. ვიდეოს თანახმად, სომეხი აკვალანგისტები ბავშვებს ზღვაში ახრჩობდნენ და შემდგომ მათი გვამების პოვნისთვის მშობლებისგან ფულს იღებდნენ. მითების დეტექტორმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ის ვიდეოში წყაროდ დასახელებულ 1982 წლის Огонё к-ის ნომერში არ იძებნება. ვიდეპოსტი ანტი-სომხური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად და ფოტომანიპულაციასაც შეიცავს: აკვალანგისტების კადრი, რომელიც ვიდეოშია გამოყენებული, რეალურად არა 1980, არამედ 2010 წლის ფოტოა და სხვა მოვლენას ასახავს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ კოვიდ-19-ის ამჟამინდელ გამოწვევების უგულებელყოფა
ნოემბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ საქართველო ახალი შეზღუდვებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ევროკავშირმა საქართველო ოფიციალურად ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან, ხოლო ამჟამად, ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი მოქმედებს. საავადმყოფოებმა, რომლებიც კოვიდ ცენტრებად გადაკეთდნენ, ახლახანს განაცხადეს, რომ მათ რეანიმაციულ განყოფილებებში აღარ არის თავისუფალი ადგილები იმ 3000-4000 ინფიცირებულისთვის, რომელიც ოფიციალურული მონაცემებით ყოველდღიურად ემატება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას. ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელმა ლია გოლიაძემ საველე ჰოსპიტლების შექმნაც კი მოითხოვა. თუმცა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უგულებელყოფს ჯანდაცვის ექსპერტებისა და იმ ცალკეული ექიმების მოთხოვნებს, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან კოვიდ-19-ის ბრძოლის ველზე. მისივე განმარტებით, საველე საავადმყოფოების გახსნის საკითხი არ განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ. უფრო მეტიც, იგი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ მობილიზებული რესურსები შეიძლება საკმარისი იყოს მასზე ორჯერ დიდი ქვეყნისთვის.
"დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება, მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს" — აღნიშნა ტიკარაძემ მედიასაშუალებებთან ბრიფინგის დროს. ამის მიუხედავად, რეალობა კვლავ მძიმე რჩება, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ საქართველო ჯანდაცვის კრიზისის კრიტიკული ეტაპის წინაშეა.
მედიის განვითარების ფონდმა საფარი/Sapari-სთან პარტნიორობით წარადგინა ახალი ვებსაიტი — გენდერ ბარომეტრი (genderbarometer.ge), რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილებასა და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ პროგრამის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა სოციალურ მედიაში სექსიზმისა და გენდერული სტერეოტიპები მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP Georgia) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის — გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში მომზადდა.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეოთხე ნომერი გამოსცა. დოკუმენტი საქართველოსთან კავშირისა და თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ ჩინეთის ელჩის განცხადებებს, ჩინეთ-სომხეთისა და ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების, სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ეკონომიკური პროექტების, საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ორმხრივი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმების და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
იხილეთ წინა გამოცემები:
- კორონავირუსთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიები — GWB-ის პირველი გამოცემა
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კურსი და გაზპრომთან დაკავშირებული კითხვები — GWB-ის მეორე გამოცემა
- პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ანტიდასავლური პროპაგანდა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები — GWB-ის მესამე გამოცემა
- გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, ხანგოშვილის მკვლელობა და ანტიდასავლური მესიჯები — GWB-ის მეოთხე გამოცემა
- ანტიდასავლური გავლენები, ხელისუფლების შეტევა მედიაზე და პრორუსული ძალები — GWB-ის მეხუთე გამოცემა
- რუსული დეზინფორმაცია, ყალბი ანგარიშები და "მეფე ნარიმანი" — GWB-ის მეექვსე გამოცემა
- პრორუსული პოლიტიკური პარტიები და წინასაარჩევნო სურათი საქართველოში — GWB-ის მეშვიდე გამოცემა
- პატრიოტთა ალიანსი NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ და ულტრამემარჯვენე პრორუსული გვერდები — GWB-ის მერვე გამოცემა
- პატრიოტთა ალიანსის კოლაბორაცია კრემლთან და სპუტნიკის მარცხი კავკასიაში — GWB-ის მეცხრე გამოცემა
- კიბერშეტევა ქართულ ჯანდაცვაზე და ვირუსული დეზინფორმაცია მაკდონალდსზე — GWB-ის მეათე გამოცემა
- ყარაბაღის საინფორმაციო ომი და Facebook-ის რადარზე გამოჩენილი საქართველო— GWB-ის მეთერთმეტე გამოცემა
- კარტოგრაფების საქმე, ხანგოშვილის მკვლელობა და ყარაბაღის კონფლიქტი — GWB-ის მეთორმეტე გამოცემა
- არჩევნების შედეგები, პანდემიის რისკები და ანტიდასავლური პარტიების ბრძოლის ველი — GWB-ის მეცამეტე გამოცემა
- პომპეოს ვიზიტი და პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისი — GWB-ის მეთოთხმეტე გამოცემა
-
"არცთუ ისე შემაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს "არცთუ ისე შემაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
პროკურატურა: ვაგონსარემონტო ქარხნის რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა პროკურატურა: ვაგონსარემონტო ქარხნის რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
-
საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა
-
სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება
გადახედვა
-
ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია
გადახედვა
-
მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს
გადახედვა
-
"ირანის გავლენა საქართველოში იზრდება" — საქართველო-ირანის ურთიერთობებზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იმსჯელეს "ირანის გავლენა საქართველოში იზრდება" — საქართველო-ირანის ურთიერთობებზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იმსჯელეს
გადახედვა
-
Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საკუთარ თავთან გზავნილის კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა საქართველოს ბანკის საკუთარ თავთან გზავნილის კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა
-
ტექნიკური უნივერსიტეტი სამთავრობო ტელეკომპანიებს, "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს საჯარო ბოდიშს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ComCom-ს მიმართავს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთავრობო ტელეკომპანიებს, "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს საჯარო ბოდიშს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ComCom-ს მიმართავს
გადახედვა
-
თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლები გივი მიქანაძეს 6 თებერვალს შეხვდებიან თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლები გივი მიქანაძეს 6 თებერვალს შეხვდებიან
გადახედვა
-
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სახდეპის თანაშემწეს შეხვდა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სახდეპის თანაშემწეს შეხვდა
გადახედვა
-
10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი 10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი
გადახედვა
-
შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო
გადახედვა
-
გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება
გადახედვა
-
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? "ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?
გადახედვა
კომენტარები