პატრიოტთა ალიანსი NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ და ულტრამემარჯვენე პრორუსული გვერდები — GWB-ის მერვე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
ქართული ოცნების რიგებში პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან შესაძლო კოალიციის შექმნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა
პოლიტიკურ სპექტრსა და ექსპერტებს (მათ შორის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ) შორის გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ქართული ოცნება, არჩევნებში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების ვერ მოპოვების შემთხვევაში, შესაძლოა კოალიცია პატრიოტთა ალიანსთან ალიანსზე ფიქრობდეს. თუმცა, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრისა და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ განსხვავებული ხედვის გამო არ შექმნიან. ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი თანაპარტიელ რევაზ არველაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსს შორის კოალიციის შექმნის პერსპექტივა არ გამორიცხა. "არამგონია, პატრიოტთა ალიანსმა თავისი შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე შეცვალოს, რასაც ჩვენ არათუ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მგონია რომ დამაზიანებელია ქვეყნისათვის ეს პოზიცია" — განაცხადა ვოლსკიმ.
ის ფაქტი, რომ ვოლსკიმ პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის ფორმირების შესაძლებლობა გამორიცხა საკმაოდ საყურადღებოა. პატრიოტთა ალიანსზე საუბრისას ქართული ოცნების წევრები ყოველთვის სიფრთხილეს იჩენენ, თუმცა ვოლსკის მსგავსად, განცხადება, 2019 წლის ოქტომბერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ქართული ოცნების ამჟამინდელმა აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. კობახიძის თქმით, კოალიციის შექმნაზე წითელი ხაზები ნაციონალურ მოძრაობასთან, ევროპულ საქართველოსთან და პატრიოტთა ალიანსთან არის გავლებული.
ქართული ოცნების ლიდერების აღნიშნული განცხადებები მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისათვის, რომ ქართული ოცნება ღიად პრორუსულ პარტიასთან, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის ნეიტრალიტეტის მოწოდებებით გამოდის, კოალიციას არ შექმნის. თუმცა, მსგავსი მნიშვნელობის გადაწვეტილებების მიღების პროცესში, როგორც ყველასათვის ცნობილია, ბოლო სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელსაც საკითხზე პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.
ქართული ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდები და რუსეთის მიმართ მათი დამოკიდებულება
DFRLab-მა ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ფეისბუქ გვერდები შეისწავლა, რათა რუსეთის მიმართ მათი დამოკიდებულება გამოეკვლია. შედეგებიდან ჩანს, რომ ამ ჯგუფებს რუსეთის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვთ და მათი პოზიცია ღია მხარდაჭერიდან აქტიურ წინააღმდეგობამდე მერყეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებიდან ყველა იზიარებს ანტილიბერალურ გაწყობას და მათი ნაწილი დადებითადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, გაანალიზებული პოსტებიდან 59% (398) რუსეთს ნეგატიურ კონტექსტში ახსენებდა, მესამედზე ცოტა ნაკლები (194) ნეიტრალური ტონით იყო დაწერილი, პოსტების 12% (79) კი რუსეთის ქმედებებს პოზიტიურად წარმოაჩენდა.
DFRLab-მა ასევე გამოავლინა 13 თემა, რომელიც ყველაზე ხშირად რუსეთის კონტექსტში ამ გვერდების მიერაა ნახსენები. პოსტების უმეტესობა ეხებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის ომი კვლავ რჩება ქვეყნებს შორის დაძაბულობის ორ მთავარ ფაქტორად. თუმცა 2008 წლის ომი ერთადერთი თემა არაა, რომელიც ქართულ ულტრამემარჯვენე ჯგუფებში ანტირუსულ განწყობებს აღძრავს. პოსტები, სადაც რუსეთი ნეგატიურად იყო წარმოჩენილი, ეხებოდა ასევე 1992 წლის აფხაზეთის ომსა და რუსეთის როლს კონფლიქტის გაღრმავებაში
DFRLab-ის კვლევამ აჩვენა, რომ, მართალია, ულტრამემარჯვენე გვერდების უმრავლესობამ რუსეთი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრაში დაადანაშაულა, თუმცა ისინი საქართველოს წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ საკმარისად წინდახედულნი არ აღმოჩნდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ კონფლიქტის ესკალაცია. აღნიშნულმა კი სამხედრო შეტაკებები გამოიწვია. რუსეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი პოსტების 40%-ზე მეტი უკავშირდებოდა ოკუპაციას, აგვისტოს ომს და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის სხვა ასპექტებს. ქართველმა ულტრამემარჯვენე გვერდებმა შედარებით ნეიტრალური ტონი გამოავლინეს რუსეთის საშინაო პოლიტიკაზე და შიდა მოვლენებზე წერისას, რომელიც უშუალოდ საქართველოს არ ეხებოდა.
გაანალიზებული თემებიდან დიდი ნაწილი რუსეთს უმეტესად ნეიტრალურად ან ნეგატიურად წარმოაჩენს, თუმცა არსებობს ორი თემა, სადაც პოზიტიური განწყობა ჭარბობს: კორონავირუსი და რუსეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში. პოსტების მცირე ნაწილი 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს, ზოგიერთ პოსტში ნათქვამია, რომ მხოლოდ კრემლია მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, სხვა პოსტებში კი ქართველი პოლიტიკოსები "ყველაფრის რუსეთზე გადაბრალებისთვის" არიან გაკრიტიკებულნი.
DFRLab-ის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის მიმართ ქართველი ულტრამემარჯვენეების დამოკიდებულება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მიუხედავად კრემლთან გარკვეული იდეოლოგიური თანხვედრისა, ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს ისტორიული წარსული ულტრამემარჯვენე ძალებს ნაციონალისტური, პროქართული ნარატივისკენ უბიძგებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კვლევაში არაა გათვალისწინებული ულტრამემარჯვენე აქტორების მოტივების ანალიზი. იმის გასარკვევად, ეს ჯგუფები გულწრფელად აკრიტიკებენ რუსეთს, თუ მოსახლეობაში ანტირუსულ განწყობებს საკუთარი აუდიტორიის გასაზრდელად იყენებენ, დამატებითი ანალიზია საჭირო.
სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია აქ.
საქართველოს მთავრობის მოქმედებები უცხოური კომპანიის დაუფლების მიზნით ხელს უშლის ევროპასა და აზიას შორის სატელეკომუნიკაციო დერეფნის შექმნას
CaspianNews-ის თანახმად, კავკასუს ონლაინზე (Caucasus Online) შეტევებმა საფრთხე შეუქმნა ევროპასა და აზიას შორის ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფნის შექმნას. საქართველოსთვის აღნიშნული პროექტის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (Fiber-optic (FO)) ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა, რომელიც დააკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს კავკასიის რეგიონის გავლით. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს საქართველოს კანონში ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები. მიიჩნევა, რომ აღნიშნული ცვლილებების მთავარი სამიზნე იყო კავკასუს ონლაინი, უცხოურ საკუთრებაში არსებული ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ფლობს შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რისი მეშვეობითაც ხორციელდება ინტერნეტ კავშირი ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის. კანონში ცვლილებები ფართოდ გაკრიტიკდა სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კოპანიების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და ადგილობრივი მედია დამკვირვებლების მიერ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ განხორციელებული შეტევები ბიზნესის მეპატრონეებზე არასათანადოდ და უსაფუძვლოდ შეფასდა ისეთი იურიდიული ფირმების მიერ, როგორებიცაა — Quinn Emanuel, DLA Riper და PwC.
მითების დეტექტორმა გამოავლინა ღიად პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული აქტორები და მედია, ანტილიბერალური ჯგუფები, რომლებიც სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოხატავენ ლუკაშენკოს მიმართ. ნარატივები ბელარუსში მიმდინარე პროტესტზე 3 ძირითად მესიჯამდე დავიდა:
- ქართული მხარე ლუკაშენკოს საბაბს აძლევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს;
- ლუკაშენკო წარმატებული მმართველი და ტრადიციული იდენტობის დამცველია;
- ლუკაშენკოს საწინააღმდეგო პროტესტი გარედან მართული პროცესია.
იხილეთ სრულად მითების დეტექტორზე.
რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით
ქართულმა მედიასაშუალებებმა For.ge-მ, Resonancedaily.com-მა და Primetime.ge-მ, რუსი ექსტრასენსი ანატოლი კაშპიროვსკის ციტირებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბილ გეიტსის დახმარებით COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ "კაცობრიობის საყოველთაო მოკვდინება" დაიწყება. კაშპიროვსკის ვიდეომიმართვა, რომელსაც ნახევარი მილიონი ნახვა აქვს, გაზიარდა როგორც ქართულ ფეისბუქ გვერდებზე, ისე რუსულ მედიაში. ყალბი მტკიცება, თითქოს მასობრივი ვაქცინაცია ადამიანების დახოცვისკენაა მიმართული და ამ პროცესში ბილ გეიტსია ჩართული ძველი კონსპირაციაა, რომელიც მითების დეტექტორმა და სხვა ფაქტების გადამამოწმებელმა პლატფორმებმა გააბათილეს.
პატრიოტთა ალიანსი NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ
გასულ კვირას პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტვ ობიექტივის ეთერში განაცხადა, რომ ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევების ჩატარება ერთი წლით შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც პატრიოტთა ალიანსმა ისინი კვლევებთან დაკავშირებულ ტყუილში ამხილა. 13 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსმა ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი, სადაც პარტიის თავჯდომარემ, ირმა ინაშვილმა უნდობლობა გამოხატა IRI-ს წინა დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიმართ. NDI, IRI და Edison Research ტყუილში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, მტკიცებულებად კი საკუთარი პარტიის ალტერნატიული კვლევის შედეგები წარადგინა. ინაშვილმა მოითხოვა IRI-ის დირექტორის გაწვევა ქვეყნიდან, ისევე როგორც, მისი მტკიცებით, აღნიშნული NDI-ის დირექტორის შემთხვევაში განხორციელდა. მითების დეტექტორი აღნიშნულ მტკიცებებს NDI-ისა და IRI-ის წინააღმდეგ მორიგ დეზინფორმაციულ შეტევად აფასებს, რომელიც დასავლური კვლევითი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რეალურად კი NDI-მ და IRI-მ კვლევების გამოქვეყნება ჩვეულებრივ განაგრძეს, ხოლო NDI-ის ხელმძღვანელი სამუშაოდ სტოკჰოლმში IDEA Global Programs-ის დირექტორად გადავიდა, ის პატრიოტთა ალიანსის კამპანიის შედეგად გაწვეული არ ყოფილა.
ბავშვის ჩამორთმევის მცდარი დაკავშირება ასოცირების შეთანხმებასთან
ტვ ობიექტივის გადაცემა ღამის სტუდიის წამყვანმა ნინო რატიშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკურად გაჭირვებული დედებისგან ბავშვების განცალკევება დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან. მითების დეტექტორმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ასოცირების შეთანხმებაში და მის სამოქმედო გეგმაში ოჯახისათვის ბავშვის ჩამორთმევის შესახებ ჩანაწერი/მითითება არ არსებობს. ბავშვების საკითხი ასოცირების შესახებ შეთანხმებაში მხოლოდ ორჯერ არის ნახსენები: პირველი შემთხვევა (მუხლი 21) ბავშვთა დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სასამართლო თანამშრომლობის განვითარებას ეხება, ხოლო მეორე ჩანაწერი (229 მუხლი) საერთაშორისოდ აღიარებული შრომის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ბავშვთა შრომის გაუქმებას ეხება.
სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) ფეისბუქზე პრორუსული პოლიტიკური პარტიის — პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მოქმედი ქსელის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ISFED-ის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას ტელეკომპანია ობიექტივთან ერთად (რომლის დამფუძნებელი პატრიოტთა ალიანსის ლიდერი — ირმა ინაშვილია), მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ონლაინ მედიაც აწარმოებს. ანტიდასავლური და პრორუსული შეხედულებებით ცნობილი აქტივისტი — ბაკურ სვანიძე და მისი გუნდი პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ10 ფეისბუქ გვერდს მართავს. მედიის განვითარების ფონდის მიერ ბაკურ სვანიძესთან დაკავშირებული აქამდე გამოვლენილი 8 გვერდი მმართველი და ოპოზიციური პარტიების (პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით), ზოგიერთი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ფეისბუქ გვერდების სახელები ჯორჯ სოროსს, პოლიტიკურ პარტია ევროპულ საქართველოს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას დისკრედიტაციას უწევს, ხოლო პატრიოტთა ალიანსს მხარს უჭერს.
პარტნიორობამ ღია ინფორმაციისათვის (OIP), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან (GRASS) და მედიის განვითარების ფონდთან (MDF) თანამშრომლობით, 2020 წლის აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში COVID-19-ის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ის Zinc Network-ის მიერ კოორდინირებული სამუშაო ჯგუფის შედეგად შეიქმნა. ანგარიში დეზინფორმაციული მასალის გამავრცელებელ საინფორმაციო საშუალებებსა და აქტორებს, ძირითად ნარატივებს, საყურადღებო ამბებს, მათ გავლენასა და პანდემიასთან დაკავშირებულ შესაძლო სამომავლო ტრენდებს გამოყოფს.
სამოქალაქო იდეამ, 17-20 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო რედისონ ბლუში საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ღია წყაროებით კვლევის კურსი ჩაატარა. კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: მეთოდოლოგია, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ისტორია და როლი, ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაციის მექანიზმები, რბილი, ბასრი და ხისტი ძალის კონცეფციები, ავტორიტარული სახელმწიფოების ჩართულობა საქართველოსა და მსოფლიოში, სტრატეგიული კომუნიკაციების როლი თანამედროვე საზოგადოებაში. კურსის ფარგლებში ჩართულნი იყვნენ უცხოელი და ქართველი ტრენერები და მიზნად ისახავდა დამწყები ან კარიერის საშუალო ეტაპზე მყოფი ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვაპრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება პრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება
-
გადახედვაქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ
-
გადახედვაჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა ჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა
-
გადახედვაPHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს PHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს
-
გადახედვატურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს
-
გადახედვასაზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ საზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ
-
გადახედვაპროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. გიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.
-
გადახედვაგიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს გიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს
-
გადახედვაანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა ანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა
-
გადახედვაგორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი გორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი
-
გადახედვასუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
-
გადახედვაპროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა პროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვარესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება რესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება
-
გადახედვაანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის ანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის
-
გადახედვაანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართულ სანქციებამდე ანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართულ სანქციებამდე
-
გადახედვაგიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვადოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდას მანქანიდან ესროლეს დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდას მანქანიდან ესროლეს
-
გადახედვასომხეთში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე მსჯელობენ სომხეთში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე მსჯელობენ
-
გადახედვაადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე
კომენტარები