გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, ხანგოშვილის მკვლელობა და ანტიდასავლური მესიჯები — GWB-ის მეოთხე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
ქართველი ჟურნალისტის - გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმე
"ეთნიკურად ინგუში, რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი, ჩეჩნეთის ლიდერის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა" — განაცხადა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. გვარამიას ცნობით, 12 ივნისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ბოკოვის გეგმის აღკვეთა შეძლეს.
გვარამიას საჯარო პრესკონფერენციის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ვ.ბ ყალბი დოკუმენტების ფლობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული დაპატიმრება შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფართო გამოძიების ფარგლებში განხორციელდა — ვკითხულობთ განცხადებაში. ვ.ბ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრმა დააკავა და ამით სხვა უფრო სერიოზული და მძიმე დანაშაული იქნა თავიდან აცილებული — განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.
კადიროვმა მთავარი არხის მიერ მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს "სულელური" უწოდა და დაამატა, რომ, მართალია გაბუნია მისი "მტერია", მაგრამ მის მკვლელობას არ გეგმავდა. კადიროვმა ასევე დასძინა, რომ გაბუნიამ პატიება უნდა ითხოვოს, რადგან "მან შეურაცხყო არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, არამედ მთლიანად რუსი ერი" და საქართველოს მთავრობას ურჩია, გაატაროს სპეციალური ღონისძიებები, რათა "ხელახლა აღზარდონ ეს ე.წ ჟურნალისტი". "გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ისე ითხოვოს პატიება... სხვა შემთხვევაში ის, კიდევ ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება".
კადიროვმა "კუნთებიც გამოაჩინა" და განაცხადა, რომ როცა ის რაიმეს უკვეთავს, აუცილებლად სრულდება. "მენდეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებების მიხედვით მოქმედებს, ის აუცილებლად შეასრულებს მას", — დაწერა კადიროვმა ტელეგრამზე (რუსულად). და მართლაც, არავის გაუკვირდება, რომ აღნიშნული შეკვეთილი მკვლელობის გეგმის უკან ნამდვილად კადიროვი იდგეს.
კადიროვი გაბუნიას ერთი წლის წინაც ემუქრებოდა, როდესაც პუტინის შეურაცხმყოფელი ვიდეო ეთერში გავიდა. "მსოფლიო სავსეა ახალგაზრდებით, რომლებიც დიდ პატივს სცემენ პუტინს. გაბუნიას ურჩევნია ცხრაკლიტულში დაიმალოს, რადგანაც პირველივე ასეთი ახალგაზრდა, რომელიც მას შეხვდება მას იმას გაუკეთებს , რასაც იმსახურებს" — განაცხადა კადიროვმა.
სრული ისტორიის გასაცნობად იხილეთ BBC-ის სტატია.
კრემლის დამაჯერებელი უარყოფის პოლიტიკა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე
გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების სამთავრობო უწყებები გერმანიის ტერიტორიაზე ზელიმხან ხანგოშვილის პოლიტიკურ მკვლელობაში ოფიციალურად დაადანაშაულა. საქართველოს მოქალაქე (ეთნიკურად ქისტი) ხანგოშვილი 2000-დან 2004 წლამდე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში ჩეჩნური მილიციის ლიდერის რანგში იბრძოდა. 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში, რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილი მოკლა. გერმანიის პროკურატურამ დაასკვნა, რომ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობაზე ბრძანება რუსეთის მთავრობისგან მიიღო. მას ან ფინანსური ჯილდოს მოპოვება სურდა, ან ის უბრალოდ იზიარებდა თავისი კლიენტების მოტივს მოეკლათ პოლიტიკური ოპონენტი და "რუსეთთან ადრინდელ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის ანგარიში გაესწორებინათ". რუსეთის ხელისუფლებამ ხანგოშვილის მკვლელობასთან ყველანაირი კავშირი თავიდანვე უარყო და ოფიციალური ბრალდების აღიარების ნაცვლად, კრემლი აქტიურად ცდილობს მსხვერპლის დისკრედიტაციას.
ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა და კრემლთან დაახლოებულმა მედია საშუალებებმა ხანგოშვილის შესახებ უამრავი დაუსაბუთებელი განცხადება გამოაქვეყნეს. გერმანიაში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა გერმანიის პროკურორის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდა. აღნიშნულ მოვლენებამდე, კრემლის პოლიტიკოსები და კრემლთან დაახლოებული მედია ცდილობდა ხანგოშვილის დისკრედიტაციას და მას ისლამისტ ტერორისტად მოიხსენიებდა. Russia Today (RT) იტყობინება, რომ ხანგოშვილი იყო "საშიში ისლამისტი", რომელიც საერთაშორისო ისლამურ კრიმინალურ ქსელს უკავშირდებოდა. ცალკეულ სტატიებში, RT-ს ავტორი ალექსანდრე სოსნოვსკი ირწმუნება, რომ ხანგოშვილმა გერმანიაში "მძინარე ისლამისტის" სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ტერაქტის განხორციელება მას ნებისმიერ დროს შეეძლო. ანალოგიურად, Regnum-მა ხანგოშვილი ისლამისტობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა.
კრემლთან დაახლოებულმა მედიებმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ალტერნატიული ვერსიები წამოაყენეს, სადაც მკვლელობაში რუსული სახელმწიფოს მონაწილეობის დაფარვას ცდილობდნენ. Ria Novosti ვარაუდობს, რომ ხანგოშვილი ინფორმაციას ჩეჩნეთის დიასპორის შესახებ ქართველ და ამერიკელ სამართალდამცავ ორგანოებს აწვდიდა და ჩეჩნებმა შურისძიების მიზნით მოკლეს. ავტორი ამტკიცებს, რომ 2012 წელს ხანგოშვილმა რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი ქართული პოლიციის ხაფანგში, ლოპოტას ხეობაში მიიყვანა, სადაც ისინი პოლიციამ დახოცა. ავტორმა დაასკვნა, რომ ჩეჩნების მხრიდან შურისძიების შესახებ ვერსია ყველაზე დამაჯერებელია, მაგრამ დასავლური მედია მას განზრახ უგულებელყოფს.
ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, კრემლთან დაახლოებულმა მედიებმა დასავლური ქვეყნები ხანგოშვილის საქმის გამოყენებით რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების საბოტაჟში დაადანაშაულეს. Sputnik Georgia– ს განცხადებით, ვაშინგტონი გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებას ცდილობს, რათა ხელი შეუშალოს Nord Stream 2 მილსადენის პროექტს და ზეწოლას ახდენს გერმანიაზე, რის გამოც გერმანია რუს ჩინოვნიკებს ხანგოშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.
DFRLab-ის ანალიზში ჩანს, რომ კრემლმა ხანგოშვილის მკვლელობაში მისი როლის უარსაყოფად დამაჯერებული უარყოფის ცნობილი ტაქტიკა გამოიყენა. მსხვერპლის დისკრედიტაციის მცდელობისას, კრემლმა ხანგოშვილი საშიშ ისლამისტად დახატა და გერმანია ხანგოშვილის რუსეთში ექსტრადირების არგანხორციელებაში დაადანაშაულა. კრემლისტურმა მედიამ სხვადასხვა ნარატივი გაავრცელა ხანგოშვილის "ნამდვილ" მკვლელობასთან დაკავშირებით, რათა ამ დანაშაულში კრემლის მონაწილეობა გადაეფარათ. მოსკოვი მიზანმიმართულად იყენებდა დამაჯერებელი უარყოფის ტაქტიკას სხვა ფარული ოპერაციების დროსაც, მათ შორის, რუსეთის საზღვრებს გარეთ "მტრების" მკვლელობების დროს და ამ მიდგომის ხშირი გამოყენებიდან გამომდინარე, დანაშაულის ყოველი მომდევნო მსგავსი უარყოფა რუსეთის მხრიდან სანდოობას მოკლებულია.
ანტიდასავლური მესიჯები აშშ-ის საპროტესტო აქციებზე
აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო პროტესტი საქართველოს ანტიდასავლური ნარატივების მთავარ თემად რჩება. კრემლის აქტორებისა და ანტილიბერალური ჯგუფების ყველაზე ხშირად გავრცელებული ნარატივები სამ ძირითად მესიჯამდე დაიყვანება:
- აშშ არ არის დემოკრატია;
- აშშ რასისტული ქვეყანაა;
- საპროტესტო აქციები კულისებიდან იმართება.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველო სარგებელს არ იღებს
geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართული თაფლი ვერასდროს მოიპოვებს წვდომას ევროკავშირის ბაზარზე, რადგან საქართველო ვერ მოახერხებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სპეციალური რეგულაციების შესრულებას. სტატიის მიხედვით, ფუტკართან ახლოს 8 კმ-იან რადიუსში არ უნდა იყოს ეზოში მდგარი საპირფარეშო (ჩეჩმა), რაც, ავტორის თქმით, ქართულ რეალობაში წარმოუდგენელია. მითების დეტექტორმა გამოიკვლია, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზაზე კვოტის გარეშე 2016 წლიდან გადის და ჩეჩმის შესახებ შეზღუდვები დაწესებული არ არის.
"დიდი სამამულო ომის" 75 წლისთავი
Geworld.ge-სთან ინტერვიუში ყოფილმა გენერალმა გურამ ნიკოლეიშვილმა ევროპაში ნაციზმზე გამარჯვების აღნიშვნის თარიღზე მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში აღნიშვნა ორ დღეს ხდებოდა, როგორც 8 ისე 9 მაისს. რეალურად, 1950-1966 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის გარდა, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში ნაციზმზე გამარჯვება 9 მაისს აღინიშნებოდა. 9 მაისი კრემლისთვის მთავარი დღესასწაულია, რაც მის ხელში ერთგვარ იარაღს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით ნაციონალიზმის კონსოლიდაციისთვისა და მასობრივ სამხედრო აღლუმებზე ძალის დემონსტრირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, საერთო ისტორიული მეხსიერების ირგვლივ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანებისთვის.
ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე გავრცელებული ნარატივები
15 ივნისს ქართველი სატელევიზიო წამყვანის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვაზე ეჭვმიტანილის დაკავებას და აღნიშნული ამბის გაშუქებას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა. პროსამთავრობო და ანტილიბერალური ჯგუფები ავრცელებდნენ მესიჯებს, რომ მკვლელობა რეალურად ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი. კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში ვრცელდებოდა კონსპირაციის თეორია, თითქოს გაბუნიას მკვლელობის გეგმის უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია.
ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე პროდასავლელ პოლიტიკოსებს ემუქრება
მემარჯვენე ლიდერი და პარლამენტის ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე პროდასავლელი პოლიტიკოსებისა და ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. 8 ივნისს, ის დაემუქრა ლელო საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარეს, დავით უსუფაშვილსა და სამოქალაქო იდეას თავმჯდომარეს, თინათინ ხიდაშელს და ისინი ხალხის გაბრიყვებაში დაადანაშაულა. "პირადად ვპირდები ამ მანქურთებს ჯოჯოხეთის მოწყობას" — აღნიშნა ბრეგაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში. ბრეგაძე, სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი, ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს და აცხადებს, რომ დასავლური დემოკრატია მკვლელების, სადისტებისა და მანიაკების დიქტატურაა.
3 ივნისს, გამომძიებელ ჟურნალისტთა კავშირის — აი ფაქტის წევრმა მანჩო ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ მათი დაკვირვების თანახმად, სანდრო ბრეგაძისა და მისი მოძრაობის საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. აი ფაქტის გამოძიებამ აჩვენა, რომ ბრეგაძის ახლობლებმა 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდში 85,000 ლარი ქართულ ოცნებას, ხოლო დამატებით 85,000 ლარი კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შესწირეს.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ე.წ. რბილი ძალის გავლენის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, ექსტრემისტული ორგანიზაცია ქართული მარში რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიის იარაღს წარმოადგენს საქართველოში. ის აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებას. მათი მთავარი მიზანია, შეამცირონ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებიასთან დაკავშირებით.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ექსპერტის აზრი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: რუსული პროპაგანდის ტენდენციები კორონავირუსის პანდემიისას. პუბლიკაციის მიზანს "იმ ქვეყნის ჰიბრიდული და პროპაგანდისტული ოპერაციების მიმოხილვა წარმოადგენს, რომელმაც, დეზინფორმაციის გავრცელება, ვირუსის მძვინვარებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, არათუ შეაჩერა, არამედ უფრო აგრესიული გახადა". ვრცლად გაეცანით აქ.
სამოქალაქო იდეა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად განაგრძობს ვებინარების სერიას ლიბერალური შეხედულებებისა და კოვიდ-19-ის კრიზისზე საპასუხო პოლიტიკის შესახებ. მეცხრე პანელი მიეძღვნა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებს და მოიცავდა შემდეგ თემებს: ჩინეთის მზარდი გავლენა რეგიონებში, ფარული ვალების პოლიტიკა, შეთქმულების თეორიები და ყალბი ახალი ამბები. სამოქალაქო იდეამ საგარეო გავლენების კვლევის ფარგლებში ცენტრალური აზიის ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. თანამშრომლობის პლატფორმა დაეხმარება სამოქალაქო იდეას შემდგომი კვლევის წარმოებაში, კოლეგებთან ინფორმაციის გაზიარებასა და საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაში.
მედიის განვითარების ფონდის კვლევა მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, რელიგიის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში მოხვდა.
ქვეთავში, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას აანალიზებს, ნათქვამია, რომ MDF-მა მედიის, პოლიტიკური პარტიების, სასულიერო და საჯარო პირებისა და სხვა აქტორების მხრიდან რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების 55 შემთხვევა შეისწავლა. ეს რიცხვი 2018 წელს 148-ს უდრიდა. ვრცლად ამ თემაზე, გაეცანით აქ.
საქართველოს რეფორმების ასოციაცია კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული დეზინფორმაციის/არასწორი ინფორმაციის მონიტორინგს აწარმოებდა. GRASS-ის პლატფორმამ — ფაქტ-მეტრმა ბილ გეითსის ყალბ ვიდეოსთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. გაყალბებულ ვიდეოში, ბილ გეითსი პენტაგონში ვაქცინას წარადგენდა (FunVax), რომელიც ადამიანებში რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემის მოსაგვარებლად საღვთო გენს შეცვლიდა. ფაქტ-მეტრმა აგრეთვე გამოააშკარავა ჯანმოს სპეციალისტის, მარია ვან კერკჰოვეს, და საქართველოს დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, გაყალბებული განცხადებები. ასევე, GRASS-მა პირბადის გამოყენების საფრთხეებთან დაკავშირებით Facebook-ში გავრცელებულ მანიპულაციასა და მცდარ სამედიცინო რჩევებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.
Global Fact 7 — ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული კონფერენცია, COVID-19-ის პანდემიის გამო, ვირტუალურად გაიმართა. ამასთან, წელს გამართული კონფერენცია (Global Fact) ფაქტჩეკერების ყველაზე დიდი ყრილობა იყო. კონფერენციის 150-ზე მეტი სპიკერი და 3000 რეგისტრირებული მონაწილე, რომლებიც 40-ზე მეტ ქვეყანას წარმოადგენენ, ფაქტების გადამოწმების შესახებ არსებულ ვითარებას და მის მომავალს განიხილავდნენ. ერთკვირიანი ვირტუალური ყრილობა ორშაბათს 22 ივნისს დაიწყო და ის 30 ივნისამდე გაგრძელდა. ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობას IFCN-ის წევრი ქართული ორგანიზაციები — მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS იღებდნენ. 30 ივნისს MDF-მა საკუთარი პანელი ჩაატარა, სახელწოდებით — "როცა CNN და BBC რუსეთში იქმნება" (იგულისხმება რუსეთთან კავშირში მყოფი კლონირებული მედია საშუალებები). ვრცლად ამ თემაზე ინფორმაციას, გაეცანით აქ.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვამერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
გადახედვაილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს
-
გადახედვა22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვასსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს სსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვააშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა
-
გადახედვალიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა ლიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვადამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
-
გადახედვაარსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
-
გადახედვადღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება დღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვა24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება 24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება
კომენტარები