რუსული დეზინფორმაცია, ყალბი ანგარიშები და "მეფე ნარიმანი" — GWB-ის მეექვსე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმები ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეებზე უკანონო თავდასხმებისა და დაკავებების ფონზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას განაგრძობენ. საოკუპაციო ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.
6 ივნისს, საქართველოს 3 მოქალაქე მოსკოვის მხარდაჭერილი აფხაზური ძალების მიერ "საზღვრის კვეთის" ბრალდებით უკანონოდ იქნა დაკავებული. 3 ივლისს, ცხინვალის "კაგებემ" ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დააკავა. ცხინვალის ცნობით, მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე მალულად შეიპარა "ღამურების ნიმუშების შესაგროვებლად", რომელიც მას შემდგომ ლუგარის ცენტრისთვის გარკვეული ანაზღაურების (5-10 ათასი დოლარი) სანაცვლოდ უნდა მიეყიდა. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ეს განცხადება, ლუგარის ცენტრისა და იქ მიმდინარე "საიდუმლო ქმედებების" შესახებ აგორებული უსაფუძვლო კამპანიის გაგრძელებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, აღნიშნული ბრალდებები შეაფასა როგორც "სიცრუე" და მორიგი "დაგეგმილი პროვოკაცია". მან განმარტა, რომ ლუგარის ცენტრი, ისევე როგორც სხვა მსგავსი ლაბორატორიები მსოფლიოს გარშემო, ნამდვილად აგროვებს ღამურების ნიმუშებს, თუმცა ამისთვის მათ სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები ყავთ, რომლებიც ნიმუშებს საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიებზე აგროვებენ. ასევე დასძინა, რომ ცენტრი ნიმუშებს მოქალაქეებისგან არ შეისყიდის და მათ არც დახმარებისთვის მიმართავს.
ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს მოქალაქის დაკავების ბოლო შემთხვევა 11 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს. დაკავებამდე საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს გახელაძეს, რა დროსაც ის ფეხის არეში დაიჭრა. ამ ფაქტზე, 15 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცინიკური განცხადება გაავრცელა, სადაც მათ საქართველოს ტერიტორიებიდან "საზღვრის უკანონო კვეთის" გახშირების გამო შეშფოთება გამოხატეს და ქართულ მხარეს მოუწოდეს — "ბოლო მოუღონ პროვოკაციულ ქმედებებსა და განცხადებებს, [და] გამოიყენონ ყველა შესაძლო დიალოგის ფორმატი რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან".
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტი დაგმო, როგორც "საშიში პრეცედენტი". ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული შემთხვევა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად შეაფასა და რუსეთი პანდემიასთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური მდივნის გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდების უგულვებელყოფაშიც დაადანაშაულა.
ფეისბუქის პასუხი ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს
ფოტო: Dado Ruvić / Reuters
ფეისბუქი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წერილს გამოეხმაურა, სადაც ისინი სოციალური ქსელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საინფორმაციო გარემოს დაცვას თხოვდნენ.
"აქ, ფეისბუქში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ადამიანებისათვის დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისა და უსაფრთხო, დაცული და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის კუთხით" — ვკითხულობთ საპასუხო წერილში. 2020 წლის აგვისტოდან, ფეისბუქი საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის — "ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენლად მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ". ფეისბუქის ავტორიზაციის მოთხოვნები მოიცავს ვინაობის დადასტურებას და შესაბამისი მონიშვნების გაკეთებას, რათა გამოჩნდეს, თუ რომელი ორგანიზაცია ან პიროვნება დგას რეკლამის უკან. ფეისბუქი მათი მისამართის, ტელეფონის ნომრის, იმეილისა და ვებგვერდის შესახებ ინფორმაციასაც შეინახავს, რომელთა ნახვა რეკლამების ბიბლიოთეკაში შვიდი წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.
ტვიტერზე საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა
ფოტო: Georgia Watch Briefing
DFRLab-მა აქამდე უკვე განიხილა საქართველოში არსებული რადიკალური მემარჯვენე და პროსახელისუფლებო აქტორების გავლენა ფეისბუქზე, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. როგორც ჩანს, აღნიშნული აქტორები სტრატეგიას აფართოებენ და ტვიტერზეც გადადიან. იმის მიუხედავად, რომ პლატფორმა საქართველოში მომხმარებლების ნაკლებობას განიცდის, ტვიტერის რელევანტურობა ქვეყნის საჯარო დისკურსში იზრდება. საერთაშორისო საზოგადოება სწორედ მისი საშუალებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. აღნიშნული ანტიდასავლური აქტორების სამიზნეს საქართველოს ნაცვლად საერთაშორისო აუდიტორია წარმოადგენს, რათა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად წარმოაჩინონ და შექმნან განცდა, თითქოს ოპოზიცია სიტუაციას ხელოვნურად აზვიადებს. აღნიშნული ანგარიშების გამოჩენა, რომელთა ნაწილი აშკარად ყალბია, წინ უძღვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული. მაშინ, როცა ქვეყანა უკვე ისედაც საკმარისად პოლარიზებულია, რადიკალური მემარჯვენეების გამოჩენა დაპირისპირების რისკს ზრდის.
21 იანვარს, როდესაც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ღირებულებების დაუცველობისთვის გააკრიტიკა, ტვიტერის საეჭვო ანგარიშებმა კონგრესმენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს.
ერთ-ერთი ანგარიში დიდი ალბათობით დაკავშირებულია ფეისბუქ გვერდთან, ანტილიბერალური დოქტრინა, რომელიც თავის მხრივ ანტიდასავლურ, ანტიოპოზიციურ და პრორუსულ ნარატივს ავრცელებს. ტვიტერის ეს ანგარიშები, როგორც ჩანს, უკავშირდება ფეისბუქის იმავე სახელწოდების გვერდს, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდებოდა @IRAKLI22414771-ს. ფეისბუქგვერდმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოქალაქე ირაკლი ჯანყარაშვილი საკუთარ თავს გვერდის ავტორად ასახელებს. როგორც ტვიტერზე გამოქვეყნებული პროფილის ფოტოდან ირკვევა, იგივე ადამიანია @IRAKLI22414771-ც. როგორც ჩანს, ფეისბუქის მომხმარებელი, რომელიც აქტიურად ავრცელებდა ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ ნარატივს, ტვიტერზე მინიმუმ სამი განსხვავებული ანგარიშით გადავიდა. როგორც ტვიტერის ანალიტიკის ხელსაწყო Tweetbeaver-მა აჩვენა, @IRAKLI22414771 დაახლოებით 70 საეჭვო ანგარიშის გამომწერია. ანგარიში ასევე მიჰყვება რამდენიმე პოლიტიკოსსა და ახალი ამბების გამოცემებს.
ამ ანგარიშების დიდი ნაწილი 2020 წლის იანვარსა და თებერვალშია შექმნილი. მათ მომხმარებლის სახელებს რვანიშნა რიცხვები მოჰყვებათ, რაც ბოტებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. უფრო მეტიც, ტვიტერზე მათი აქტივობის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება, ასევე ნულთან მიახლოებულია მათი გამომწერების რაოდენობაც.
იმის გამო, რომ ამ ანგარიშებს უკიდურესად მინიმალური აქტივობები აქვთ, რთულია იმის განსჯა, თუ რა იყო მათი შექმნის მიზანი. თუმცა, შექმნის თარიღების მსგავსება, არააქტიურობა და ტვიტერის სახელების პატერნი ვარაუდის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ისინი ბოტების ახალი ქსელის "წარმომადგენლები" არიან.
გალენის სურვილის მქონე ანგარიშების მიმდევრებად ბოტების ყოლა ტვიტერზე ჩვეულებრივი ამბავია, რომლებიც შემდეგ თავადაც ხდებიან მათი გამომწერები. ქმედება ცნობილია, როგორც ე.წ. followback. თეორიულად, ეს შეიძლება ხსნიდეს, თუ რატომ არის @IRAKLI22414771 ამ საეჭვო და უმოქმედო ანგარიშების გამომწერი. ამ დროისთვის, აღნიშნული ანგარიშები @IRAKLI22414771-ის ტვიტერის ანგარიშს არ იწერენ, რაც კიდევ უფრო აჩენს კითხვას, თუ რატომაა თავად @IRAKLI22414771 მათი გამომწერი.
სტატია ვრცლად წაიკითხეთ აქ.
მითები COVID-19-ზე
გასულ კვირას ქართველი თერაპევტი ნონა აღდგომელაშვილი გადაცემის სტუმრად მიწვეული იყო ტვ ობიეტივისა და ილიონი ტვ-ს ეთერებში. აღდგომელაშვილმა ვაქცინები და პირბადეები ჯანმრთელობის საფრთხეებთან დააკავშირა და განაცხადა, რომ პანდემია დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ფაქტობრივი უზუსტობებისა და კონსპირაციების გარდა, აღდგომელაშვილმა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ციტატებიც მოიყვანა, რომლებიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არასწორად ინტერპრეტირებული იყო. მითების დეტექტორმა ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ გავრცელებული 7 მითი დაამსხვრია.
ანტითურქული ნარატივები
9-15 ივლისის პერიოდში პრორუსმა აქტორებმა ანტითურქული სენტიმენტები გაააქტიურეს. თურქეთთან დაკავშირებული ნარატივები, რომლებიც ეხებოდა ყარსის ხელშეკრულებას, აჭარის რეგიონს, ნატოში გაწევრიანებასა და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას, სხვადასხვა რესპონდენტისა და ჟურნალისტების მიერ კრემლისტურ მედია ნიუსფრონტსა და საქართველო და მსოფლიოში გაჟღერდა. ეს აქტორები თურქეთზე ძველ მითებს იმეორებდნენ. ანტი-თურქული მესიჯები სამ ძირითად ნარატივად დაიყო:
- ნატოში გაწევრიანება თურქეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს;
- თურქეთი ყარსის შეთანხმებას დაარღვევს და აჭარას მიისაკუთრებს;
- დასავლეთი "ისლამურ იმპერიალიზმს" ვერ აჩერებს, ქრისტიანობას მხოლოდ რუსეთი იცავს.
ნატო-ს საწინააღმდეგო პროპაგანდა
კრემლის მედია ნიუსფრონტის რედაქტორი შოთა აფხაიძე ამტკიცებდა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხისშემცველია. აფხაიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანას არ აქვს თავდაცვის სექტორის "ფართომასშტაბიანი" დაფინანსების შესაძლებლობა. მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ ნიუსფრონტის რედაქტორის განცხადება, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებს, მცდარია. უპირველეს ყოვლისა, ნატოს სტანდარტის მიხედვით, თავდაცვაზე დახარჯული ფინანსები ქვეყნის ბიუჯეტის პროპორციულია და მშპ-ს 2%-ს წარმოადგენს. მეორე, თანხის რაოდენობა, რასაც ნატოს წევრი ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ (აშშ-ის გამოკლებით), 2%-იან სტანდარტს თითქმის არ აღემატება. და მესამე, აშშ და ნატო საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში ფინანსურად ეხმარებიან. სრულად იხილეთ მითების დეტექტორზე.
საეჭვო რელიგიური სექტისა და მისი ლიდერის "ნარიმან ბაგრატიონის" მზარდი პოპულარობა საქართველოში
ფოტო: News Media
საპატრიარქოდან მოკვეთილმა მღვდელმა, რომელიც თვითნებურად ეწევა მღვდელთმსახურებას, ნიკოლოზ მაქარაშვილმა, ცნობილმა როგორც — მეფე ნარიმან ბაგრატიონი, შემოიკრიბა მიმდევრები და რელიგიური სექტა ჩამოაყალიბა თბილისში. რუსული მედიასაშუალება Sputnik Georgia და სამთავრობო ტელევიზია TV იმედი აქტიურად ავრცელებენ მის ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც ნარიმანი თავის მრევლს 100-100 ლარს ურიგებს. უფრო მეტიც, მისმა მიმდევრებმა შექმნეს თავიანთი ტელევიზია და მედია ვებ-გვერდი სახელწოდებით — მეფე TV, რომელსაც Facebook- ზე (ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში) 24000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჩვეულებრივ, ისინი აქვეყნებენ ნარიმანის მომხრეების ვიდეოებს, რომლებიც იკრიბებიან მისი სახლის წინ, თაყვანს სცემენ მის "სასწაულებრივ ქმედებებს", მღერიან საგალობლებს და მის სახელზე ლოცულობენ. გარდა ამისა, მათი რამდენიმე ვიდეო და პოსტერი ემსახურება საქართველოს ისტორიის გადაწერას, საბჭოთა ლიდერების რომანტიზებასა და საქართველოში რუსული ინტერესების ლობირებას. მაგალითად, 20 ივლისს, ფსევდო წმინდანის მიმდევრებმა საკუთარ Facebook და Youtube გვერდებზე ატვირთეს ვიდეო იოსებ სტალინისა და მისი "შეუცდომელი" ცხოვრების შესახებ. ეს უკანასკნელი სტალინს ასახავს, როგორც ზეციური ძალების მიერ გამოგზავნილ, ჭეშმარიტ ლიდერსა და ეროვნულ გმირს, რითაც საქართველოს მოსახლეობაში აღვივებს ნოსტალგიასა და პოზიტიურ სენტიმენტებს საბჭოთა კავშირის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ საკულტო ორგანიზაციასა და რუსეთს შორის კორელაციის უშუალო ცნობები არ არსებობს, მათი ქმედებები მეტყველებს მათსავე განზრახვებზე. ისინი ემსახურებიან კრემლის მიზნებს, ამახინჯებენ ისტორიას და თვითგამოცხადებული "მეფის" გარშემო პოზიტიურ განწყობას ქმნიან. საბოლოო ჯამში, მისი მიმდევრების მზარდი რაოდენობა შეშფოთების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
მედიის განვითარების ფონდმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მეხუთე ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მედიის მონიტორინგი და გამოვლენილი ყალბი ამბებია ასახული. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2018 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციიასთან თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის — ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა ფარგლებში განხორციელდა. კვლევა და მიგნებები იხილეთ აქ.
მითების დეტექტორმა გააანალიზა, თუ რამდენად ებრძვიან საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პლატფორმა მედიაკრიტიკა დეზინფორმაციის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მტრული სახელმწიფოს საინფორმაციო გავლენის ოპერაციებს. მითების დეტექტორმა მთავრობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სტრატკომების ფეისბუკ გვერდები და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მედიაკრიტიკის ვებგვერდი და ფეისბუკ გვერდი შეისწავლა. კვლევის მიგნებების მიხედვით, სტრატკომები და მარეგულირებელი კომისიის პლატფორმა ძირითადად მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას ეხმაურებიან. ამასთან, კრემლის მიერ დაფინანსებული ან კრემლთან აფილირებული მედიები, რომლებიც EUvsDisinfo-ს და სხვა კვლევების მიერ დეზინფორმაციის გამავრცელებლებად ხშირად მოიხსენიება, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე მომუშავე სააგენტოების სამიზნეში იშვიათად ან თითქმის არასდროს ხვდებიან. უფრო ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატია.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
იხილეთ წინა გამოცემები:
- კორონავირუსთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიები — GWB-ის პირველი გამოცემა
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კურსი და გაზპრომთან დაკავშირებული კითხვები — GWB-ის მეორე გამოცემა
- პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ანტიდასავლური პროპაგანდა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები — GWB-ის მესამე გამოცემა
- გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, ხანგოშვილის მკვლელობა და ანტიდასავლური მესიჯები — GWB-ის მეოთხე გამოცემა
- ანტიდასავლური გავლენები, ხელისუფლების შეტევა მედიაზე და პრორუსული ძალები — GWB-ის მეხუთე გამოცემა
-
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა
გადახედვა
-
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?
გადახედვა
-
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
გადახედვა
-
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
-
"თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა" — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე "თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა" — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე
გადახედვა
-
აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი" ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი" ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად
გადახედვა
-
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გადახედვა
-
ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" მარიამ ძიძარიასა და ტვ "კავკასიას" საქმეებზე განგაშის სიგნალები ჩართო ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" მარიამ ძიძარიასა და ტვ "კავკასიას" საქმეებზე განგაშის სიგნალები ჩართო
გადახედვა
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძე: მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება ზურა ჯაფარიძე: მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება
გადახედვა
-
"მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი" — დონალდ ტრამპი კუბის "გათავისუფლებაზე" საუბრობს "მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი" — დონალდ ტრამპი კუბის "გათავისუფლებაზე" საუბრობს
გადახედვა
-
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
გეკა გელაძე: ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება გეკა გელაძე: ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება
გადახედვა
-
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
-
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება "წამის" განმარტება შეიცვალოს ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება "წამის" განმარტება შეიცვალოს
გადახედვა
-
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
-
ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
კომენტარები