პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ანტიდასავლური პროპაგანდა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები — GWB-ის მესამე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
ახალი პრო-რუსული/ანტი-დასავლური პოლიტიკური მოძრაობა - ქართული მარში
2020 წლის 18 მაისს, ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, Facebook-ის პოსტის საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ ქართული მარში პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ამ დრომდე, ქართული მარში საზოგადოებრივ მოძრაობას წარმოადგენდა, რომელიც ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ნეონაცისტურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. პირველად, ქართული მარში, როგორც ორგანიზაცია, საზოგადოებრივ ასპარეზზე 2017 წელს, ქართველთა მარშის მსვლელობაზე გამოჩნდა, სადაც ჯგუფის წევრებმა ყველა არალეგალი იმიგრანტის საქართველოდან გაძევება, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება, უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიცემისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა მოითხოვეს. მას შემდეგ, ქართული მარში აქტიურად ავრცელებდა ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და შოვინისტურ ნარატივებს, ხოლო თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები თავს ანტილიბერალურ, ჭეშმარიტ ნაციონალისტურ-კონსერვატორულ ძალად მიიჩნევენ. ქართულ მარშსა და მის ხელმძღვანელობას რუსეთთან მჭიდრო კონტაქტები აქვს. 2018 წლის მაისში ქართული მარშის ინიციატივით ე.წ ეროვნულ ძალთა შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმების/შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა პრორუსულ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებთან არიან დაკავშირებულნი. მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორია, რომელიც თავის მხრივ, ალექსანდრე გორჩაკოვის ფონდის პროექტს წარმოადგენს. გორჩაკოვის ფონდი დიმიტრი მედვედევისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქართული მარშის ამბიცია გახდეს პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოში რუსეთის ახალ პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც საქართველო აპირებს საარჩევნო მოდელის ცვლილებას და მისი უფრო პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, 1%-იანი ბარიერით, მცირე ელექტორატის მქონე რადიკალური პარტიებისთვის პარლამენტში შესვლა გაცილებით მარტივი იქნება. შესაბამისად, ახალ პოლიტიკურ პროექტებში ინვესტირებით რუსეთი საქართველოში საკუთარი მავნე პოლიტიკური ზეგავლენის დივერსიფიკაციას ცდილობს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ულტრამემარჯვენე ქართული ჯგუფი ფეისბუქზე ფართოვდება
საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ულტრამემერჯვენე ქართული ჯგუფი — ალტ-ინფო (Alt-Info) მზარდი დინამიკით გააქტიურდა ფეისბუქზე, სადაც აღნიშნული ჯგუფი ავრცელებს ანტიდასავლურ და ლგბტ+ პირების წინააღმდეგ ნარატივს და დეზინფორმაციას. ჯგუფი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი პროფილი, როგორც მეინსტრიმული ონლაინ მედია რესურსი და აუდიტორიის გაზრდის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, ატარებს ე.წ. ფეისბუქ ლაივ ინტერვიუებს და აზიარებს სხვადასხვა სტატიებს.
ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები, შესამჩნევად აქტიურდებიან, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეებში. მაგალითად, ანტიდასავლური და პრორუსული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია —პატრიოტთა ალიანსი ატარებს საკუთარ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, როგორც საქართველოში მოქმედ დასავლური დემოკრატიის განვითარების ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების ალტერნატივას, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). პარტია აცხადებს, რომ გამოიძიებს საზოგადოების დამოკიდებულებებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რასაც NDI– ს ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მხარს უჭერს საზოგადოების უმრავლესობა. ამავდროულად, ულტრანაციონალისტური ჯგუფი ქართული მარში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქმნის პოლიტიკურ პარტიას. აღნიშული ჯგუფი ბოლო სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა მრავალ ძალადობრივ დემონსტრაციას ეთნიკური და ლგბტ+ უმცირესობების წინააღმდეგ,
ფეისბუქ გვერდი — Alt-Info, ბოლო სამი თვის განმავლობაში სტაბილურად ზრდის აუდიტორიას. ძირითადად, გვერდი ანთავსებს მოკლე ვიდეო მასალებს და პირდაპირი ლაივ ვიდეო ჩართვებს ჯგუფის წევრებთან, ასევე ავრცელებს საიტ Alt-Info.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს. 2020 წლის გაზაფხულიდან, ჯგუფმა ჩაწერა ონლაინ ინტერვიუების სერია ანტიდასავლურ საზოგადო მოღვაწეებთან, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის დეპუტატებთან. ასევე, ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ჩაწერა ინტერვიუ ადამ კინზინგერთან, აშშ-ს წარმომადგენლთა პალატის საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან. კოგრესმენმა ახლახანს შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესუსტებასთან დაკავშირებით.
სწორედ ასეთი ინტერვიუს ფორმატი დიდი ალბათობით არის მცდელობა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ როგორც ახალი ამბებისა და ინფორმაციის გავრცელების სანდრო წყარო და მიზანი, რომ გაზარდონ საქართველოში აუდიტორია.
გვერდი კი თანმიმდევრულად თავს ესხმის დასავლურ ფასეულობებს და საქართველოში ლგბტ+ თემს. ამასთან, შერჩევით აზიარებს სტატიებს, რომლებიც დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც არასტაბილურ ადგილს. ასევე, ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ Alt-Info ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც საქართველოზე ინფორმაციის და ანალიზის გავრცელების სანდო წყაროდ, ჯგუფი ნერგავს უნდობლობას დასავლეთის მიმართ და აღძრავს ლგბტ+ პირების წინააღმდეგ სენტიმენტს ქვეყანაში, ანტიდასავლური პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების მიზნით. აღნიშნული საქმიანობა განსაკუთრებით დამაფიქრებელია საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როდესაც რამდენიმე ანტიდასავლური პარტია იბრძოლებს ქართველი ამომრჩევლის ხმებისთვის.
ლუგარის ლაბორატორია
ერთ-ერთ უკანასკნელ სტატიაში კრმელთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა ამტკიცებს, რომ 2014 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია ღამურებში კორონავირუსის გამოკვლევით იყვნენ დაკავებულები, რაც, მისი აზრით, აშშ-ის მიერ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის მტკიცებულებაა. ამ შეთქმულების თეორიის დასტურად გაიტანჯიევამ წარმოადგინა 1. დოკუმენტი, რომელიც პროექტში ჩართული ქართველი მეცნიერების პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და 2. ღია წყაროებში ხელმისაწვდომი კვლევა.
ბეცეჟეს ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ
Sputnik Abkhazia-ს სტატიაში რუსმა ექიმმა განაცხადა, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსისგან დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბეცეჟე ვაქცინას უკავშირდება, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფართოდ გამოიყენებოდა. სტატიის სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბეცეჟეს ვაქცინა საბჭოთა კავშირის მიღწევა იყო.
აშშ პოლიციის სექტორზე უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე კეთილდღეობაზე
ღიად კრემლისტურმა Facebook გვერდმა პოლიტიკანომ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც აშშ თითქოს პოლიციაზე მეტ თანხას ხარაჯავს ვიდრე კეთილდღეობაზე. მითების დეტექტორმა გადაამოწმა ციფრები და აღმოაჩინა, რომ პოლიტიკანოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და მხოლოდ ნაღდი ფულით შემწეობაზე დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაშინ,როდესაც კეთილდღეობის პროგრამებზე ქვეყნის დანახარჯი გაცილებით მეტია.
პოლონეთის რუსოფობიულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგი გამოიწვია
კრემლისტური ვებ-გვერდის მტკიცებით, რუსეთი პოლონეთისთვის საჭირო რესურსებისა და მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორი იყო,თუმცა ანტირუსული ღონისძიებების შემდეგ პოლონეთმა ეს შესაძლებლობა დაკარგა და სერიოზული ეკონომიკური ზიანი განიცადა.
ვიდეომანიპულაცია მიგრანტებზე
ულტრანაციონალისტური Facebook გვერდის ალტ-კლუბის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის თანახმად, პარიზში აქციაზე ათასობით მიგრანტმა უკანონო მიგრაციის დაკანონება მოითხოვა. მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ ვიდეო ავთენტურია, თუმცა კონტექსტი ყალბი — 30 მაისს პარიზში მომიტინგეები იმ არარეგისტრირებული მიგრანტების უფლების დასაცავად შეიკრიბნენ, რომლებიც დაკავების ცენტრებში COVID-19-ით ინფიცირების რისკქვეშ იმყოფებიან.
ათამდე Facebook გვერდმა და მომხმარებელმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ჩინური კომპანია საქართველოში ისტორიულ ეკლესიას ანგრევდა. აღმოჩდა, რომ კომპანია ეკლესიის ტერიტორიაზე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა მშენებლობა ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა.
რომან კაკულია დასავლეთს რუსული პროპაგანდის წახალისებასა და პრორუსული განწყობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ბოლო პერიოდში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ევროკავშირისა და ამერიკელი სენატორების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა. მისი რწმენით, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევითა და მთავრობის ქმედებების კრიტიკით, დასავლეთი ხელს უწყობს პრორუსული ნარატივების გატარებასა და რუსული ინტერესების გაძლიერებას საქართველოში. ის ასევე შეეხო ფრონტერას საქმეს და აღნიშნა, რომ ფრონტერა პირადი ინტერესებით მოტივირებულ უცხოელ პოლიტიკოსებს (ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს) იყენებს და მათ შეხედულებებს მთელი დასავლური სამყაროს შეხედულებებთან აიგივებს.
მანამდე, კაკულიამ კრიტიკულად უპასუხა ლიტვის ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელიც 8 მარტს შეთანხმებას ეხებოდა. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა კუბილიუსის მიერ პოლიტპატიმრების განთავისუფლების მხარდაჭერაზე; მისი მოთხოვნები და კრიტიკული განცხადებები ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომი ურთიერთობებისთვის პრობლემურად მიიჩნია. მისი გამოსვლების თანახმად, დასავლეთი მხარს უჭერს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, 2012 წელს ძალაუფლება გადაებარებინათ. კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს იყოს ისეთი დასავლეთის ნაწილი, რომელიც აკრიტიკებს არსებულ მთავრობას და ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.
სამოქალაქო იდეამ, ტელეკომპანია TV Pirveli-თან ერთად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კერძოდ მმართველი პარტიის ლიდერებსა და საქართველოში მოქმედ ჩინურ კომპანიებს შორის კორუფციულ გარიგებებზე, ერთობლივი გამოძიება ჩაატარა. რეპორტაჟი ეთერში 6 ივნისს გავიდა და ჩინური კომპანია სინოჰიდროს (Sinohydro) საქმესა და დაუსრულებულ გზატკეცილთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიმართ კომპანიის 37 მილიონი ლარის ღირებულების მოთხოვნებს შეეხო. ხსენებული კომპანია მსოფლიოში უარყოფითი რეპუტაციითაა ცნობილი და ის მსოფლიო ბანკისა და სხვა მრავალი საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციის შავ სიებში იძებნება. საქართველოს მთავრობას და, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სინოჰიდროს მოთხოვნის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება არც კი უცდია. უფრო მეტიც, კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა სინოჰიდრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ის კომპანიის მუშაობით კმაყოფილია, რადგან ეს უკანასკნელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს. ამის მიუხედავად, რეალობა გვიჩვენებს, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც 2016 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაუსრულებელია. სამოქალაქო იდეა აქტიურად მუშაობს ქართველ პოლიტიკოსებსა და ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებზე და დღეისათვის კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი შიდა ქართლში (2008 წლის ომის დროს დაზარალებული რეგიონი) გაემგზავრა, რათა გორში, კასპში, ხაშურში, ქარელსა და რუისში გაზეთ პოზიციას პირველი ყოველთვიური გამოცემა დაერიგებინა. სტატიებით, ინტერვიუებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის შესახებ ისტორიული მიმოხილვით (აქცენტი გაკეთებულია 1918-21 წლების პერიოდზე), გაზეთი მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიებთან დაპირისპირებას. ანტიდასავლური მითების გაქარწყლების და ფაქტობრივი ინფორმაციის დამკვიდრების გარდა, პირველ გამოცემაში ასევე ხაზგასმულია დასავლეთის მხარდაჭერის პოლიტიკა COVID-19-ის პანდემიის დროს და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ეჭვებისა და პანიკის დათესვის მცდელობები. გაზეთი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ახალ ინიციატივას წარმოადგენს, (რომელიც აქამდე ძირითადად ონლაინ რეჟიმში მუშაობდა) რომლის მიზანიცაა გაზარდოს ინფორმაციაზე ხელმწისავდომობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან ნაკლები წვდომა აქვთ და ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა ასევე მოამზადა ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნება.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) სამხრეთ კავკასიაში მოქმედი სპუტნიკის ვებ და Facebook-გვერდები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ სპუტნიკის ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობა რეგიონში განსხვავდება. ინტერნეტ ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სპუტნიკ-სომხეთის ვებგვერდზე 2020 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში, განსაკუთრებით მაღალი ტრაფიკი დაფიქსირდა და ის სპუტნიკ-აზერბაიჯანისა და სპუტნიკ-საქართველოს ვებგვერდების ერთად აღებულ მონაცემებს სამჯერ აღემატებოდა. სპუტნიკ-სომხეთმა ამგვარი მკაფიო ზრდის მიღწევა, სავარაუდოდ, რეკლამისა და დასპონსორების განსხვავებული ტაქტიკებისგამოყენებით შეძლო. სპუტნიკის ვებგვერდები ტრაფიკის გასაზრდელად სოციალური ქსელების გამოყენების თვალსაზრისითაც განსხვავდებიან: თუ სპუტნიკ-საქართველო Facebook-ს მომხმარებლების საკუთარ ვებგვერდზე გადასამისამართებლად იყენებს, ამ მხრივ, სპუტნიკ-აზერბაიჯანი და სპუტნიკ-სომხეთი ნაკლებად წარმატებულნი არიან. ოფიციალური Facebook-გვერდის გარდა, სპუტნიკ-სომხეთი საინფორმაციო მასალის გასავრცელებლად და აუდიტორიის გასაზრდელად არაოფიციალურ გვერდებსაც იყენებს. სამხრეთ კავკასიაში მოქმედი სპუტნიკის Facebook-გვერდები 2014-2015 წლებში შეიქმნა. თუმცა, Facebook-გვერდი, რომელსაც სპუტნიკ-აზერბაიჯანი იყენებს, 2011 წელს შეიქმნა და ის სპუტნიკ-აზერბაიჯანმა Novosti Azerbaijan-სგან 2015 წლის მაისში გადაიბარა. დაარსების დღიდან ყველაზე მეტი პოსტი სპუტნიკ-სომხეთმა გამოაქვეყნა, ხოლო მას სპუტნიკ-საქართველო მოსდევს. რეგიონში მოქმედ სპუტნიკის გვერდებს შორის, სპუტნიკ-აზერბაიჯანი ყველაზე ნაკლებ მასალას აქვეყნებს.
ევროპული ღირებულებების ცენტრმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო კიბერ, ინფორმაციულ, სადაზვერვო და პირადი უსაფრთხოების საფრთხეებზე, რომლებიც მომდინარეობს უცხოური ავტორიტარული რეჟიმებისგან ან შიდა ჩაგვრისა და ძალადობის ინსტიტუტებისგან. ეს ანგარიში, შედეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და Think-Tank-ების ერთწლიანი თანამშრომლობისა და წარმოადგენს პროექტის მედეგობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ გამოცდილების გაზიარება და გაძლიერების ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც აფასებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობებს გამოიყენონ უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის (EVC) გაიდლაინებს ოპერაციული უსაფრთხოებისა და ზეგავლენის უკანონო მეთოდების გამოაშკარავების შესახებ. ამგვარად, მნიშვნელოვანია მათი მიდგომების ადაპტირება და მორგება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიტიკურ რეალობასთან.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვაპრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება პრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება
-
გადახედვაქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ
-
გადახედვასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
-
გადახედვაჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა ჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა
-
გადახედვაPHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს PHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს
-
გადახედვატურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს
-
გადახედვასაზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ საზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ
-
გადახედვაპროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. გიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.
-
გადახედვაგიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს გიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს
-
გადახედვაანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა ანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა
-
გადახედვაგორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი გორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი
-
გადახედვასუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
-
გადახედვაპროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა პროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვარესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება რესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება
-
გადახედვაანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის ანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის
-
გადახედვაგიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვადოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდას მანქანიდან ესროლეს დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდას მანქანიდან ესროლეს
-
გადახედვასომხეთში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე მსჯელობენ სომხეთში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე მსჯელობენ
-
გადახედვაადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე
კომენტარები