პომპეოს ვიზიტი და პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისი — GWB-ის მეთოთხმეტე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის
პარლამენტის ბოიკოტირებისა და საპროტესტო დემონსტრაციების სერიის შემდეგ, იმ 9 ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 1%-იანი ბარიერი გადალახეს, უცხოელი დიპლომატების ფასილიტაციით, ქართულ ოცნებასთან დიალოგის პროცესი დაიწყო. მოლაპარაკების რაუნდები ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასა და მხარეებს შორის პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას ისახავს მიზნად.
12 ნოემბერს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში შეიკრიბნენ. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასიც ესწრებოდნენ. 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკების ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პროცესის გაგრძელების აუცილებლობას, ხოლო თავად შეხვედრის ზუსტი დეტალები, ფორმატიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიური ნაბიჯია". ამასთან, თალკვაძემ აღნიშნა, რომ "რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა... მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება". ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მათ ერთიანობას საკუთარ მოთხოვნებში, რაც გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნასა და ცესკო-ს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.
14 ნოემბერს, მხარეები ერთმანეთს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მეორედ შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი ძალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და დიალოგის ახალი რაუნდიც დააანონსეს. ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, მხარეთა პოზიციებს შორის დიდი განსხვავებაა". ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველ ძალას შეხვედრაზე არ გაუკეთებია არავითარი შეთავაზება და ძირითადად კრიზისიდან გამოსასვლელად ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები განიხილეს. მოგვიანებით, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ხელახალი არჩევნების საკითხის განხილვას არ აპირებს. ამ განცხადებას ოპოზიციის ლიდერები საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის მიხედვით, კალაძის განცხადებამ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკების პროცესი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი კალაძეს "ივანიშვილის კლოუნი" და "მატყუარა" უწოდა და მმართველ ძალას დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
18 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მათთან კრიზისის დასაძლევად ინსტიტუციური ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა ოპოზიციური პარტიები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ შესაბამისი ინსტიტუტების სანდოობასა და დამოუკიდებლობას და აგრძელებენ საკუთარი მთავარი მოთხოვნის დაცვას, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.
მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქ, მის უწმინდესობა ილია II-სთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. აღნიშნული ვიზიტი მაიკ პომპეოს 13-23 ნოემბრის ტურნეს ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც იგი საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ყატარს და საუდის არაბეთს ეწვევა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ოფიციალური მიღებისას, სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს მშვიდობიან დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ეფექტიანი მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის გაძლიერების და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე, ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყება.
საქართველოს მთავრობის პრეს-რელიზის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ორი ქვეყნის მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით”. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობის აუცილებლობას. ასევე, მაიკ პომპეომ დემოკრატიისა და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ პროცესს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მშენებლობასა და ყოველივე იმას, რაც ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან მომდინარეობს.
აგრეთვე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიხედვით, მაიკ პომპეომ მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან, რელიგიური თავისუფლების საკითხი განიხილა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ერთი დღით უსწრებდა სახელმწიფო მდივნის შეხვედრა კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქ, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს პირველთან.
მაიკ პომპეო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა და კანონის უზენაესობაზე, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე, ასევე, ქართულ დემოკრატიაში სასამართლო დავების თავისუფალ განხილვაზე და ეკონომიკურ და ადამიანის უფლებებზე მათი შეხედულებები მოისმინა. პომპეოს საქართველოში ვიზიტამდე, ადგილობრივმა უსაფრთოხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა წრემ და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ღია წერილით მიმართეს და საქართველოში აშშ-ის არმიის მუდმივი განთავსება სთხოვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პომპეოს ვიზიტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე გაიმართა. რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურები ჯერაც არ ჩატარებულა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩის აქციების სახე მიიღო, რადგან ოპოზიცია მთავრობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, შედეგებს არ აღიარებს, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
ულტრა-მემარჯვენე პარტიის წევრი აშშ-ის ელჩზე დეზინფორმაციას ავრცელებს
2 ნოემბერს, ქართული მარშის მაჟორიტარობის კანდიდატმა ერმილე ნემსაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ კელი დეგნანი იმ 17 დიპლომატს შორის იყო, ვინც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა. ნემსაძემ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევა. რეალურად, კელი დეგნანს დონალ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივაში მონაწილეობა არ მიუღია და არც იმ დიპლომატებს შორის ყოფილა, ვინც ამ საკითხზე დაიკითხნენ. დეგნანის საქართველოს ელჩად ნომინირება ტრამპმა თავად მოახდინა 2019 წლის სექტემბერში.
შეცდომაში შემყვანი ციტატა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრის სახელით გავრცელდა
1 ნოემბერს, რამდენიმე ონლაინ სააგენტომ გამოაქვეყნა იდენტური სტატიები პარტია ენმ-ს წევრ გუბაზ სანიკიძის განცხადების შესახებ, რომელიც არჩევნების შედეგებს შეეხებოდა. სტატიების სათაურებში მოყვანილი იყო ციტატა — "დაუმორჩილებლობა ან სახელმწიფო გადატრიალება" და ასევე სტატიების შინაარსი მოიცავდა ინფორმაციას, თითქოს სანიკიძე ხალხს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისკენ მოუწოდებდა. მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ გავრცელებული ციტატა შეცდომაში შემყვანი იყო, რადგან სანიკიძის განცხადებით სახელმწიფო გადატრიალება ხელისუფლებამ მოახდინა, ხოლო ოპოზიციას იგი მობილიზებისკენ და ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.
ენმ-ის ლიდერის განცხადება კონტექსტის გარეშე გავრცელდა
8 ნოემბერს, ფეისბუქ გვერდმა — მოგიტყანთ ოპოზიცია გააზიარა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას ვიდეო, სადაც ის აცხადებს — "უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, ერთიც და მეორეც დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს...". მითების დეტექტორმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და მიაკვლია, რომ ნიკა მელიას ციტატა არასრული იყო და ის კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდებოდა. რეალურად ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ნიკა მელიამ ეს სიტყვები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოსადმი დამოკიდებულების წარმოსაჩენად გამოიყენა.
8 ნოემბრის აქციაზე, სადაც მომიტინგეებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდობლობა გამოხატეს, აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობა სადავო გახდა
მმართველი პარტიის წევრებმა აქცია შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ოპოზიციამ ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა და პარლამენტის წინ საკმაოდ ცოტა ადამიანი შეიკრიბა. იმავე ნარატივს ავრცელებდნენ პროსამთავრობო, ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდები და ანტილიბერალური ჯგუფები. მათი გამოთვლებით, აქციაზე 4 000-7 000 ადამიანი მივიდა. მითების დეტექტორმა აქციის მონაწილეების დაახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com გამოიყენა. დრონის კადრებზე დაყრდნობით და აქციაზე შეკრებილების სიმჭიდროვის განსაზღვრით მომიტინგეების რიცხვმა მიახლოებით 21,546 ადამიანი შეადგინა. დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსეთს სომხეთ-აზერბაიჯანის ახალ სამშვიდობო შეთანხმებას ულოცავს
10 ნოემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესახებ. სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ინიციატივითა და თანხმობით დამტკიცდა. ეს უკანასკნელი დაპირისპირებულ მხარეებთან შეთანხმებით, სადავო რეგიონში განათავსებს 1960 რუს შეიარაღებულ სამხედროს, 90 ჯავშანტექნიკას და 380 საავტომობილო და სპეციალურ ტექნიკას. ეს გარემოება სრულიად ცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას და ზრდის რუსეთის გავლენებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უსაფრთხოების რისკების ზრდის გაანალიზების გარეშე, მადლიერება გამოხატა რუსეთისა და სხვა ფასილიტატორების მიმართ და რეგიონში ახალი ეპოქის დაწყება გამოაცხადა. პრეზიდენტის Twitter-ის პოსტი მისი პოზიციის საუკეთესო ილუსტრაციაა:
პრეზიდენტის პოსტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ქართული ოპოზიციის ლიდერებისა და უცხოელი დიპლომატების უკმაყოფილება გამოიწვია. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გააკრიტიკა ზურაბიშვილის პოსტი. მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აძლიერებს რუსეთის ოკუპაციას სამხრეთ კავკასიაში და რომ გასაკვირია საქართველოს პრეზიდენტისგან მსგავსი მილოცვების მოსმენა.
5 ნოემბერს, მითების დეტექტორმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პლატფორმის — მედიაკრიტიკის შესახებ მასალა გამოაქვეყნა, სადაც mediacritic.ge-ს ვებ-საიტზე 2020 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გამოქვეყნებული 90 სტატია გააანალიზა. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ პუბლიკაციების უმეტესობა წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი მედია საშუალებების კრიტიკას ეძღვნებოდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ არალოიალურად არიან განწყობილი. პროსამთავრობო მედია საშუალებები მედიაკრიტიკის პუბლიკაციებში მხოლოდ სიმბოლურად არის ნახსენები. ამასთანავე, მედია პლატფორმები, რომლებიც ანტიდასავლური და კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან, მედიაკრიტიკის დღის წესრიგში საერთოდ ვერ მოხვდა.
16 ნოემბერს, მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) გამოაქვეყნა ექსპერტის მოსაზრება ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რონდელის ფონდის მკვლევრის, დავით ბატაშვილის, სტატია აანალიზებს, თუ "რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში".
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით რუსული მედიის რეაქციაა განხილული. IDFI-ს დაკვირვების მიხედვით, რუსულ საინფორმაციო სივრცეში დომინირებდა ყალბი ამბავი, თითქოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნის დაანონსებას აპირებდა.
17 ნოემბერს, სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა ჩინეთის მონიტორინგის მეოთხე ანგარიში, რომელიც ეხება ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია ტბეა კო. ლტდ.-ს (TBEA). საქართველოში კომპანიამ ორი ტენდერი მოიგო, საერთაშორისო მასშტაბით კი შელახული რეპუტაციით გამოირჩევა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან (CCP) TBEA-ს კავშირების გამოსავლენად, ანგარიში განიხილავს კომპანიის წარმოშობასა და საქმიანობას. უფრო მეტიც, კვლევამ გამოავლინა კონკრეტული დარღვევები საქართველოს სახელმწიფოსა და TBEA Shenyang Transformer Group Co.–ს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში. ასევე ანგარიშში საფუძვლიანად არის მიმოხილული TBEA-ს კორუფციული და თაღლითური სკანდალები გამბიაში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საერთაშორისო დონეზე მის რეპუტაციას. ამასთან, კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსად საქართველოში მოქმედი სხვა ჩინური კომპანიებისა, TBEA-ს შემთხვევაშიც სახელმწიფოს არც კი უცდია დიუ დილიჯენსის (Due diligence) განხორციელება და მისი საერთაშორისო რეპუტაციის მოკვლევა.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
კომენტარები