აშშ-ში მოხუცმა კაცმა საბრალო ლეკვი ალიგატორს ყბებიდან გამოგლიჯა — ვიდეო
ფოტო: Florida Wildlife Federation
აშშ-ში, ფლორიდაში, კაცმა თავისი ლეკვი ალიგატორის ყბებიდან დაიხსნა — ის სასწრაფოდ წყალში ჩახტა და ქვეწარმავალს ეტაკა, თან პირიდან სიგარაც კი არ გაუგდია.
74 წლის რიჩარდ უილბენკსი თავის კინგ-ჩარლზ-სპანიელს, განერს, ასეირნებდა პატარა ტბის მახლობლად ფლორიდაში, როდესაც წყლიდან ალიგატორი ამოხტა, ძაღლს პირი სტაცა და წყალში წაათრია.
"წყლიდან ჭურვივით ამოხტა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ალიგატორი ასეთი სწრაფი იქნებოდა. ეს ძალიან ჩქარა მოხდა", — თქვა მან.
ინციდენტი ფლორიდის ველური ბუნების ფედერაციის კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოში ვხედავთ, რომ უილბენკსი ტბორშია ჩამხტარი და მისი თავი წყალქვეშ ეშვება, როცა ალიგატორის მოხელთებას ცდილობს. შემდეგ ის წყლიდან ამოდის და ხელში ალიგატორი უჭირავს, რომელსაც საბრალო ლეკვი ჯერ კიდევ ყბებში ჰყავს მოქცეული. მთელი ამ დროის განმავლობაში კაცს პირში სიგარა აქვს და როგორღაც არ უვარდება.
უილბენკსი ტბორის ნაპირისკენ მიიწევს და ძაღლის გამოთავისუფლებას ცდილობს. საბოლოოდ ის ამას ახერხებს და განერი გარბის, შემდეგ კი მოხუცი კაცი ალიგატორის პირიდან თავისი ხელების გათავისუფლებას ცდილობს. აი, თავად იხილეთ ვიდეო:
შენიშვნა: ძაღლი ცოცხალი გადარჩა, თუმცა ვიდეო, შესაძლოა, თქვენთვის არასასიამოვნო სანახავი იყოს.
განერი ინციდენტის შემდეგ ვეტერინარმა შეამოწმა და, მართალია, მას ალიგატორთან ორთაბრძოლის დროს მუცელში პატარა ჭრილობა მიეყენა, მაგრამ სხვა მხრივ ის კარგადაა. აი, უილბენკსი კი ამბობს, რომ მისი ხელები "დაღეჭილია". თუმცა მას არ სურს, რომ ალიგატორს რამე დაუშავდეს:
"ისინი ბუნებისა და ჩვენი ცხოვრების ნაწილნი არიან", — თქვა მან.
თუმცა დღეიდან სეირნობისას განერი საბელზე და ტბორისგან მინიმუმ 3 მეტრის მოშორებით მაინც ეყოლება.
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
კომენტარები