ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ბათალ მუშბა აცხადებს, რომ ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავით მომარაგების მდგომარეობა სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს. საწვავის მარაგები აქვთ როგორც საწვავის ბაზრის მსხვილ მოთამაშეებსა და დიდ ავტოგასამართ სადგურებს, ისე მცირე ავტოგასამართ სადგურებს. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას ე.წ. ადმინისტრაცია ტელეგრამზე ავრცელებს.
მათი ცნობით, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 2 000 ტონა "აი"-92-ის მარკის ბენზინის, დაახლოებით 2 500 ტონა "აი"-95-ის მარკის ბენზინისა და დაახლოებით 3 700 ტონა დიზელის საწვავის მარაგია. გარდა ამისა, გზაშია დაახლოებით 2 000 ტონა ბენზინი, რომელიც, სავარაუდოდ, ადგილზე მომავალი კვირის ბოლომდე ჩავა.
ბათალ მუშბას განცხადებით, თუ გაუთვალისწინებელი გარემოებები არ შეიქმნა, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აფხაზეთში დამატებით დაახლოებით 3 500 ტონა ბენზინისა და დაახლოებით 3 000 ტონა დიზელის საწვავის შემოტანაა მოსალოდნელი.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში კომერციულმა კომპანიებმა საწვავის მიწოდების ალტერნატიული გზების მოძიება შეძლეს. ამან შიდა ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი და მნიშვნელოვნად დაეხმარა აფხაზეთს საჭირო რაოდენობის საწვავის უზრუნველყოფაში.
ამასთან, ბათალ მუშბამ აღნიშნა, რომ შექმნილმა ვითარებამ საწვავის ფასებზეც იმოქმედა. მისი თქმით, ფასების ზრდა ობიექტურ მიზეზებს უკავშირდება, რომლებიც აფხაზეთზე არ არის დამოკიდებული.
მან ხაზი გაუსვა, რომ ის და მისი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ ბადრა გუნბას დავალების შესასრულებლად — არ დაუშვან ისეთი ვითარების განმეორება, როდესაც აფხაზეთი საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ მიზეზები, რომლებიც მანამდე რუსეთიდან საწვავის მიწოდებას ართულებდა, ჯერ სრულად აღმოფხვრილი არ არის. შესაბამისად, აუცილებელია ალტერნატიული მარშრუტებით მიწოდებაზე მუშაობის გაგრძელება და უკვე გამართული მიწოდების არხების შენარჩუნება.
პრეზიდენტმა ასევე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად ჩატარდეს მოლაპარაკებები რუს კოლეგებთან და მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს აფხაზეთის ყველა ძირითადი სახეობის საწვავით და დიზელით მომარაგების საკითხი და აუცილებელი მარაგების შექმნა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი აგვისტოს დასაწყისში გამწვავდა. ამის მიზეზი რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე უკრაინული დრონების თავდასხმები და საწვავის მიწოდებაზე შეფერხებები ი. შედეგად, აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა 12 აგვისტოს დადასტურდა. საწვავი კერძო კომპანიამ, "სოლიდუსმა", შეიტანა. 18 აგვისტოს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში სულ დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა.
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები