საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება განაახლა. ამ თემასთან დაკავშირებით მან ვრცლად "ნეტგაზეთთან" ისაუბრა.
ბურჯანაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი ევროსაბჭოდან გაირიცხა, საქართველო რუსეთში პატიმრების ექსტრადიციას არ ახდენდა. საქართველომ ევროსასამართლოშიც გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულ მორატორიუმს საბოლოო კონსენსუსამდე შეინარჩუნებდა.
მორატორიუმი — რაიმე პროცესის, ვალდებულების შესრულების ან კანონის მოქმედების დროებითი შეჩერება/გადავადება ოფიციალური გადაწყვეტილებით.
ბურჯანაძის განცხადებით, საქართველომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და პატიმრების რუსეთში ექსტრადირებას აქტიურად ახდენს. უფლებადამცველი რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრადირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წელს გაჩნდა. საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებას დაექვემდებარნენ: რასულ კაიტმაზოვი, ნიკიტა პოდსტავკინი და, მაქსიმ შჩერბაკოვი.
რა საშიშროება დგას პატიმრების რუსეთში ექსტრადიციაზე?
უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ არაერთი დასკვნა ადასტურებს რუსეთში პატიმრების ექსტრადირების საშიშროებას.
"რუსეთში პატიმრის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. […] ამასთან, არაერთი დამოუკიდებელი დასკვნით დასტურდება, რომ რუსეთის ციხეებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა – ვხედავთ წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და პატიმართა დაღუპვის შემთხვევებს. ხშირია ინფორმაციისა თუ აღიარების მოსაპოვებლად და დასჯის მიზნით გამოყენებული სასტიკი მეთოდებიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთში ნებისმიერი პატიმრის გაგზავნა ადამიანის უდიდესი რისკის ქვეშ ჩაყენებას ნიშნავს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, როცა პირს მიაჩნია, რომ წარსულში გამოთქმული მოსაზრებების გამო შესაძლოა დევნის მსხვერპლი გახდეს, რუსეთს კი ძირითადად სწორედ ასეთი ადამიანები ტოვებენ. ბუნებრივია, არსებობს საფრთხე, რომ საკუთარი შეხედულებებისა თუ სხვა გარემოებების გამო, ისინი იქ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდებიან," — ამბობს ბურჯანაძე "ნეტგაზეთთან".
"ნეტგაზეთმა" აღნიშნულ თემაზე კითხვით იუსტიციის სამინისტროს მიმართა, მაგრამ უწყებამ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.
"იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველო, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, ექსტრადიციის სფეროში არაერთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში, საშუალოდ, 200-250 ძებნილი პირის ექსტრადიცია ხორციელდება," — განუცხადა სამინისტრომ "ნეტგაზეთს".
დენის კულანინის საქმე
27 აგვისტოს რუსი აქტივისტი დენის კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, თუმცა გათავისუფლებისთანავე მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს და საქართველოდან გაძევების პროცედურა დაიწყო. 30 აგვისტოს სასამართლომ მისი მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დატოვება გადაწყვიტა, მაქსიმუმ 3 თვით, გაძევების პროცედურის დასრულებამდე. SOVA-ს ცნობით, კულანინს უკვე ჰქონდა ბილეთი სომხეთში, ერევანში, და სწორედ იქ წასვლა სურდა, მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, 1-ელ სექტემბერს გაფრენის საშუალება არ მიეცა.
კულანინის საქმეს Amnesty International-ც გამოეხმაურა. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, კულანინს რუსეთში გაძევების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავისუფლების აღკვეთა, წამება და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობა ემუქრებოდა.
საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კულანინს 4 სექტემბერს საქართველოს დატოვება და მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გასვლის უფლება მიეცა.
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები