აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
ფოტო: ლევან ზაზაძე
აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით, მოქალაქეებმა პროკურატურასა და შსს-ს განცხადებით მიმართეს. ისინი სამართალდამცავ უწყებებს სთხოვენ განმარტებას, დაწყებულია თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე, რომელი მუხლით და როდის დაიწყო; რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება; იმყოფებოდა თუ არა კესოს ტელეფონი უწყების ხელში მისი საჯარო ვიდეოების წაშლის დროს და შესწავლილია თუ არა ზღვაზე მისი გადაადგილების კამერების ჩანაწერები. ასევე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ითხოვენ აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ "ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და საზოგადოების ვალდებულებაც კია, რომ დასვას შეკითხვები მაშინ, როდესაც ძალიან აქტიური ადამიანი, პროტესტის აქტიური მონაწილე, რომელიც ხშირად აპროტესტებდა უსამართლობას, რომელიც ასევე თავის სოციალურ ქსელში ათავსებდა ვიდეოებს, სადაც საუბრობდა სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე, უცებ, მოულოდნელად, ზღვაში იხრჩობა, იმ ვერსიით, რა ვერსიაც სოციალურ ქსელში გავრცელდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დასვათ შეკითხვა — ზუსტად რა გახდა მიზეზი მისი გარდაცვალების. ადამიანი...“
აქტივისტების მიერ პროკურატურასა და შსს-ში შეტანილ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"აშკარაა, რომ სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
საგამოძიებო ორგანოების დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში გამოძიება, სავარაუდოდ, უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რა ეტაპზეა.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას კესო დეკანოსიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ასევე, ვინაიდან კესო დეკანოსიძის საჯარო ვიდეოები წაიშალა მისი ფეისბუქ გვერდიდან, არსებობს ეჭვი, რომ ტელეფონი მესამე პირების ან შესაძლოა ოჯახის წევრების ხელში აღმოჩნდა და გაუგებარია, რატომ არ ფლობდა ტელეფონს საგამოძიებო ორგანო კესოს გარდაცვალებიდან მეორე დღეს. ასევე, დანართის სახით წარმოგიდგენთ DVD დისკს, სადაც ჩაწერილია კესო დეკანოსიძის ვიდეოები. ეს ვიდეოები მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა შეიცავდეს ზემოთ ნახსენები გამოძიებისათვის მნიშვნელოვან მასალას, ან ახალი დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნული ტრაგედია იწვევს საზოგადოების მაღალ ინტერესს და არსებობს ლეგიტიმური კითხვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ), მოვითხოვთ შემდეგი ინფორმაციის მოწოდებას:
1. დაწყებულია თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება კესო დეკანოსიძის
გარდაცვალების ფაქტზე და კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს
საქმისწარმოება? როდის დაიწყეთ გამოძიება?
2. რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება საქმის სრულყოფილი, ობიექტური და
დროული გამოძიების მიზნით?
3. ფლობდით თუ არა კესო დეკანოსიძის ტელეფონს თქვენ მაშინ, როდესაც მისი
საჯარო ვიდეოები წაიშალა?
4. შესწავლილი გაქვთ თუ არა კესოს ზღვაზე გადაადგილების კამერის
ჩანაწერები? გთხოვთ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჯაროდ
გააზიაროთ აღნიშნული ვიდეო-მასალა", — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი კესო დეკანოსიძის ცხედარი ზღვამ გამორიყა. დეკანოსიძე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და მიმდინარე წლის 30 მარტს, ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით, პარლამენტთან შიმშილობაც დაიწყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც დედაზე, მანანა ოდიკაძეზე და მათ შორის არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებაზე საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ვიდეოები მისი სოციალური ქსელის გვერდიდან წაიშალა.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები