ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
ხვალ, 14 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ბოლოდრონდელი ცვლილებების გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, მისი მიზანია შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების დაცვა და 2024 წლამდე მოქმედი სამართლებრივი სტანდარტის, სტატუს-კვოს აღდგენა. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბოლო ორ წელიწადში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად შეცვალა კანონმდებლობის შინაარსი და შეკრების თავისუფლება და ნაცვლად დაცული ფუნდამენტური უფლებისა, აქცია სახელმწიფო კონტროლისა და პოლიციური შეზღუდვების ობიექტად.
"პროექტი ითვალისწინებს იმ არაპროპორციული და გაუმართლებელი დისკრეციული ნორმების გაუქმებას, რომლებმაც პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და შექმნა შეზღუდვები, რომლებიც სცდება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ლეგიტიმური შეზღუდვის ფარგლებს და არსებითად აბრკოლებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონში შესული ბოლოდროინდელი ცვლილებებით/მოქმედი რედაქციით:
• პასუხისმგებლობის გადანაწილებული სისტემა გაუქმდა და მთელი ტვირთი ერთადერთ პირს, „ორგანიზატორს“ დაეკისრა. ეს მოდელი არ ითვალისწინებს იმას, რომ შეკრების ინიცირება და მისი პრაქტიკული ორგანიზება ხშირად სხვადასხვა პირთა კომპეტენციაა (მარწმუნებელი/რწმუნებული) . შედეგად, თეორიულად შესაძლოა აქციის ლიდერი პოლიტიკური ზეწოლის ადვილ სამიზნედ იქცეს. ამიტომ, აღნიშნული კანონპროექტი აღადგენს პასუხისმგებლობის გაზიარების მოდელს, რაც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების რეალურ დაცვას.
• უფლებამოსილი პირის სტატუსის მუნიციპალური (სამოქალაქო) ორგანოდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადატანით, შეკრების ადმინისტრირების პროცესი სრულად მოექცა ძალოვანი უწყების გავლენის ქვეშ. აღნიშნული ცვლილება არღვევს დემოკრატიულ სახელმწიფოში მიღებულ ბალანსს და შეკრების მართვის პროცესს ანიჭებს პოლიციური ზედამხედველობის ხასიათს, ნაცვლად მისი სამოქალაქო ხასიათის უზრუნველყოფისა.
• შემოვიდა შსს-ს გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეკრება ხალხის სამოძრაო ადგილზე (მაგალითად, ტროტუარზე) იმართება და არ იწვევს გზის ბლოკირებას. ეს სრულად აუქმებს სპონტანური პროტესტის შესაძლებლობას. ამასთან, შსს-ს მიენიჭა უფლება, ორგანიზატორს თავს მოახვიოს შეკრების ჩატარების „ალტერნატიული“ ადგილი, დრო ან სვლაგეზი, რაც წარმოადგენს დე ფაქტო აკრძალვას უფლებას გამოხატვის უფლების რეალიზაციაზე.
• გაფრთხილების წარდგენა მუნიციპალიტეტის ნაცვლად პირდაპირ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განისაზღვრა, რითაც სამოქალაქო უწყება საერთოდ გამოირიცხა პროცესიდან და შეკრების უფლების რეალიზაცია იქცა საპოლიციო ნებართვის საგნად. დახურულ სივრცეში ან შენობაში შეკრების გამართვა დაექვემდებარა მესაკუთრის წინასწარ წერილობით თანხმობას, რაც ზღუდავს პროტესტის გამოხატვის ალტერნატიულ ფორმებს. გარდა ამისა, აკრძალული ტერიტორიების ჩამონათვალი გაფართოვდა, რითაც ქალაქის ნებისმიერ აქტიურ წერტილში მშვიდობიანი პროტესტი კანონგარეშე გამოცხადდა.
• აიკრძალა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სხვადასხვა ნივთების ქონა, რაც გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნივთი/საგანი იქცევა დანაშაულის ჩადენის ობიექტად, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც მოცემულია ქმედების დანაშაულად აღმწერი ნორმები, მათ შორის სასჯელიც. თუმცა, დამდგარი დანაშაულებრივი შედეგის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების აკრძალვა ემსახურება ნორმის ინტერპრეტაციით გამოყენების შესაძლებლობას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პროეტესტის არაპროპორციული ჩახშობისთვის".
აღნიშნული რეგულაციების საპასუხოდ, პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის შემუშავებული კანონპროექტის თანახმად:
- კვლავ შემოდის ცნებები „მარწმუნებელი“ და „რწმუნებული“, რაც უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის გადანაწილებას და აზღვევს ორგანიზატორთა ინდივიდუალური დევნის რისკებს.
- შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციები შსს-დან კვლავ გადადის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში (მერიაში), რითაც აღდგება საპროტესტო სივრცის სამოქალაქო მართვის პრინციპი.
- უქმდება წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ხალხის სამოძრაო ადგილზე (ტროტუარზე) იმართება და არ იწვევს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
- უქმდება შსს-ს უფლებამოსილება, გასცეს სავალდებულო მითითებები შეკრების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ. საჯარო უწყებას კვლავ ექნება მხოლოდ არასავალდებულო „რეკომენდაციის“ გაცემის უფლება.
კანონპროექტის განხილვა ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 13:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აკრძალული გახდა აქციისთვის გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის და აღმკვეთი ღონისძიების სახით 15-დღიანი პატიმრობა დაწესდა.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
კომენტარები