ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
ნავთობის ფასი Brent-ის ტიპის ნავთობზე, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის ბარელზე 120 დოლარს გადასცდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება — ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსმა, ჰელიმა კროფტმა განაცხადა.
"ჰუსიტების დაწინაურების გამო ბაბ-ელ-მანდების სრუტეში საზღვაო მიმოსვლას სერიოზული საფრთხე ემუქრება," — აღნიშნა ანალიტიკოსმა.
გავრცელებულ ცნობებით, იემენელმა ჰუსიტებმა წითელი ზღვის პორტ მოხაზე დაამყარეს კონტროლი, რაც მათ საშუალებას მისცემს, პირდაპირი იერიშები მიიტანონ საუდის არაბეთის ენერგოინფრასტრუქტურასა და წითელ ზღვაში მცურავ ტანკერებზე.
Reuters ცნობით, ეს კიდევ უფრო ამწვავებს ესკალაციას არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს — ჰორმუზის სრუტეში, რამაც Brent-ისა და WTI-ის მარკის ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ზემოთ აიყვანა. დღეს, დღის პირველ მონაკვეთში Brent-ის ნავთობის ფასი თითქმის 110 დოლარამდე ავიდა.
ნავთობის ფასების ბოლო ზრდამ ობლიგაციების მომგებიანობის კიდევ ერთი ნახტომი გამოიწვია, რადგან ინფლაციურმა შიშებმა პიკს მიაღწია. ამან ინვესტორები აიძულა, მოემზადონ საკვანძო ბაზრების ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდისთვის. JP Morgan-ის ახალი პროგნოზით, წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთები, შესაძლოა, განვითარებულმა 8 ან 9 ეკონომიკამ გაზარდოს, მათ შორის აშშ-მა, იაპონიამ, ევროპის ოთხმა ცენტრალურმა ბანკმა (მათ შორის ევროპის ცენტრალურმა ბანკმა), ასევე ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.
"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ ეტაპზე ზომიერი იქნება, თუმცა ჩვენი პროგნოზის რისკები უფრო მკვეთრი ნაბიჯებისკენ იხრება — მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სტაბილურად მაღალი საბაზო ინფლაციისა და ნედლეულზე ფასების ზეწოლის ფონზე," — განაცხადეს ბანკის ანალიტიკოსებმა.
Bloomberg-ის ცნობით, დარტყმას აზიის ეკონომიკაც გრძნობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონის მთავრობებს მოუწევთ ბიზნესისა და შინამეურნეობებისთვის ფინანსური დახმარების გაფართოება, რადგან ნავთობისა და დიზელის ფასები მკვეთრად იზრდება.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე მდგომარეობის შემსუბუქება ნაკლებად სავარაუდოა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ომი ნოემბრის არჩევნების შემდეგ დასრულდება, თუმცა ბევრს ეჭვი შეაქვს ამაში, რადგან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და სამშვიდობო მოლაპარაკებები არცერთ მხარეს არ უხსენებია.
გლობალურ სანავთობო ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, საწვავის მნიშვნელოვანი გაძვირება საქართველოსაც შეეხო.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები