დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე თბილისის მერიას და საკრებულოს სამ მოთხოვნას უყენებენ. ისინი რუსთაველის გამზირის გასწვრივ უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან არიდების კონკრეტული გეგმის გასაჯაროებასა და გამზირის ცალკეული მონაკვეთების გახსნის ზუსტი ვადების დასახელებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე გამზირზე გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის — პრაქტიკულად შეუძლებელი, რის გამოც ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეუფერხებელი მოძრაობა.
"სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსთაველი ისეთ მდგომარეობაშია, რომ გამვლელებს ქვებსა და სამშენებლო სამუშაოებს შორის უწევთ გზის გაკვალვა. შშმ პირებს კი საერთოდ არ შეუძლიათ რუსთაველზე გავლა. ქუჩის სამუშაოების მიუხედავად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მოქალაქეების შეუფერხებელი მოძრაობა.
რამდენიმე დღეში ბაღებსა და სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი აღდგება და ქალაქში მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამას თავად თბილისის მერიაც აღიარებს. რუსთაველის ჩაკეტვის პირობებში ეს ნიშნავს დამატებით დატვირთვას მიმდებარე ქუჩებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და პირველ რიგში — იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ ან სწავლობენ ქალაქის ცენტრში.
ამ ერთი ქუჩის გადათხრით გამოწვეული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად, ხელისუფლებისგან სამ ნაბიჯს მოვითხოვთ:
1. რუსთაველზე შეიქმნას უწყვეტი და უსაფრთხო საფეხმავლო გზა.
მოვითხოვთ, რუსთაველის მთელ სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოეწყოს მინიმუმ ერთი უწყვეტი საფეხმავლო გზა, რომელიც იქნება მოსუფთავებული ქვებისა და სხვა დაბრკოლებებისგან. სადაც სამუშაოები ამის საშუალებას იძლევა, ასეთი გასასვლელი უნდა არსებობდეს გამზირის ორივე მხარეს.
რუსთაველზე გადაადგილება შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის და საბავშვო ეტლებისთვის. ამას ითვალისწინებს "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტიც", რომელიც თავად ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა.
2. მერიამ გაასაჯაროოს, როგორ აპირებს სკოლის დაწყების შემდეგ გაზრდილი მოძრაობის მართვას.
ვიცით, რომ მიმდებარე ქუჩების ნაწილში მოძრაობა ორმხრივი გახდა და გარკვეული დროებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მაგრამ სკოლის დაწყება ქალაქს სრულიად სხვა რეალობის წინაშე დააყენებს. მოქალაქეები უკვე გვეუბნებიან, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა და ელოდებიან სრულ სატრანსპორტო კოლაფსს.
მოვითხოვთ კონკრეტულ გეგმას: როგორ გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, როგორ იმართება ყველაზე დატვირთული საათები და რა დამატებითი ზომები გატარდება იმისთვის, რომ რუსთაველის რეაბილიტაციამ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოიწვიოს.
3. მერიამ მოქალაქეებს უთხრას, რუსთაველის რომელი მონაკვეთი როდის გაიხსნება.
რეაბილიტაციის დასრულების საერთო თარიღის დასახელება საკმარისი არ არის. ქართული ოცნების პირობებში, თბილისში გზები რამდენჯერმე გადათხრილა და დათქმულ ვადებში ხშირად არ შესრულებულა. ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივი გეგმა — ქუჩის რა ნაწილი როდის გაიხსნება, როგორც ეს ელბაქიძე-ჭოველიძის მონაკვეთის შემთხვევაში მოხდა.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ თბილისი უნდა ვითარდებოდეს - ოღონდ არა ქაოტურად. ქალაქი უნდა ვითარდებოდეს ადამიანებისთვის და არა მხოლოდ პრივილეგირებული პირების ვიწრო წრისთვის.
კარგი მმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი სამუშაოების ფასი მოქალაქეებმა ქაოსით, იზოლაციითა და გადაადგილების შეუძლებლობით არ გადაიხადონ.
ჩვენ ვითხოვთ სამ მარტივ რამეს: უსაფრთხო საფეხმავლო გზას რუსთაველზე, სასწავლო წლის დაწყებისთვის მომზადებულ სატრანსპორტო გეგმას და ეფექტურ კომუნიკაციას ხალხთან რუსთაველის გამზირის ეტაპობრივ გახსნაზე.
ეს ყველაფერი შესაძლებელია. ახლა საჭიროა, მერიამ უბრალოდ ეს გააკეთოს", — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირი, რეაბილიტაციის ფარგლებში, 23 ივლისიდან გადაიკეტა. ქალაქის მთავარ გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა 4 თვით შეიზღუდა. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. დღეიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთი გაიხსნა. როგორც თავდაპირველად გაცხადდა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
- რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
- ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
- რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
- რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
- რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში?
- რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები