მეუფე მელქისედეკი

30 Oct. 2020, 20:09

მოგვიახლოვდა კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სულ მალე ყველა ერთად გადავწყვეტთ, თუ როგორი იქნება ქვეყნის განვითარება უახლოესი ოთხი წლის მანძილზე. ვესაუბრები ადამიანებს, ვეცნობი კვლევებს და გული მტკივა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უარს ამბობს არჩვენებში მისვლასა და მონაწილეობაზე. ერთი მხრივ, მესმის მათი, იმედგაცრუება, რაც წლების მანძილზე დაგროვდა, მაგრამ ეს არ ამართლებს გულგრილობას, გულგრილობას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე.

ათწლეულების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით, რომ არსებობდა ერთადერთი — "კომუნისტური პარტია", ერთი იდეოლოგიით, პროგრამით, გეგმით — რომელიც ყველა არჩევნებში უპრობლემოდ იმარჯვებდა, შემდეგ, უეცრად გაჩნდა ათობით პარტია, რადიკალურად განსხვავებული ხედვებით, ხალხით, მიდგომებით და დავიბენით. დღემდე დაბნეულები ვართ. არადა, თავისუფლება სწორედ არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს. მოქალაქე, რომელიც იძულებულია რომ ყველა არჩევნებში ერთადერთ პარტიას მისცეს ხმა, შეუძლებელია თავისუფალი იყოს. წლებია, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა სირცხვილად იქცა და ჩვენი მოქლაქეები კვლავ სიამაყით აცხადებენ, რომ ხმას "არცერთ პარტიას არ აძლევენ". ეს საამაყო ნამდვილად არაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ