ხვალ ევროვიზიაა — რა შედეგს გვიწინასწარმეტყველებენ ფანები და ბუქმეიკერები
ფოტო: EBU
2026 წლის ევროვიზიის დაწყებამდე საათებიღა გვაშორებს. საიუბილეო, რიგით 70-ე ევროფესტივალი 12 მაისს პირველი ნახევარფინალური ტურით აიღებს სტარტს. სწორედ პირველ საკონკურსო დღეს გამოვა მილიონობით მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი ბზიკები. სამეული — მარიამ კიკუაშვილი, გიორგი შიოლაშვილი და მარიამ თათულაშვილი — რომელმაც საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა 2008 წელს, ამჯერადაც გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერით წარდგება. სიმღერა On Replay პირველ ნახევარფინალში მე-6 ნომრად გაჟღერდება.
- ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები
- ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
ნახევარფინალური შოუს მოახლოებასთან ერთად, მღელვარება იმატებს და დრამატულად იცვლება პროგნოზებიც. და სანამ კონკურსის მონაწილეები გენერალურ რეპეტიციას გადიან, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, როგორია კონკურსის ფანებისა და ბუქმეიკერების განწყობა. თუმცა, თავდაპირველად გავიგოთ,
როგორ გამოვლინდებიან ფინალისტები
ფოტო: EBU
წლევანდელ ევროვიზიაზე 35 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი — მასპინძელი ავსტრია და დიდი ოთხეული (ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ორგანიზებაში: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია და საფრანგეთი) — კონკურსის გარეშე ხვდება ფინალში. დანარჩენი ქვეყნები კი ორ ნახევარფინალში არიან განაწილებულები. ამდენად, საქართველოსთან ერთად, პირველ ნახევარფინალში 14 ქვეყანა მონაწილეობს. მათგან ფინალის საგზურს მხოლოდ 10 მოიპოვებს.
ხმის მიცემის პროცესში წელს ბევრი რამ შეიცვალა. 2022 წლის შემდეგ პირველად, ფინალისტებს ტელემაყურებელთან ერთად ისევ გამოავლენს ჟიური. ამასთან, თითოეულ ქვეყანაში ჟიურის შემადგენლობა ხუთი წევრიდან შვიდამდე გაიზარდა და სავალდებულო გახდა, რომ ორი მათგანი 18-დან 25 წლამდე ასაკის იყოს. წესები შეიცვალა მაყურებლისთვისაც: ცხადია, ისევ დაუშვებელია საკუთარი ქვეყნისთვის ხმის მიცემა, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ტელეფონის თითო ნომრიდან მაქსიმუმ მხოლოდ 10-ჯერ შეძლებთ ხმის მიცემას (და არა 20-ჯერ, როგორც აქამდე იყო).
ჟიურისა და ტელემაყურებლის ქულები დაჯამდება და გამოვლინდება ნახევარფინალის საუკეთესო ათეული, რომელიც ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალის შედეგებს მხოლოდ კონკურსის დასრულების შემდეგ, კვირას, გავიგებთ, უშუალოდ შოუს მიმდინარეობისას კი 10 ფინალისტი შემთხვევითი რიგითობის პრინციპით დასახელდება.
როგორია პროგნოზი საქართველოსთან დაკავშირებით
სიმართლე გითხრათ — არცთუ დამაიმედებელი. ბუქმეიკერების პროგნოზში, სადაც ფსონების მიხედვითაა რეიტინგი შედგენილი, საქართველო ბოლოდან მეორე პოზიციას, მე-14 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეიტინგული მაჩვენებელი მას შემდეგ გაუარესდა, რაც 6 მაისს მეორე რეპეტიციის ვიდეოდან მოკლე ნაწყვეტი გავრცელდა. იმავე დღეს საქართველო მე-10 პოზიციიდან ჯერ მე-13-ზე ჩამოქვეითდა, მოგვიანებით კი კიდევ უფრო ქვემოთ მოექცა. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს სურათი, ბუქმეიკერების პროგნოზით, 13 აპრილიდან დღემდე, საქართველოს ფინალში გადასვლის შანსები 66%-იდან 32%-მდე შემცირდა.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუქმეიკერებიც ცდებიან და ზოგჯერ — ძალიან მწარედაც. უახლესი ისტორიაც რომ გავიხსენოთ, 2024 წელს ფინალში გადავიდა ლატვია, რომელსაც ფსონებით ნახევარფინალში ბოლო, მე-16 ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ. 2025 წელს ფინალის საგზური მოიპოვა პორტუგალიამ, რომელიც ბუქმეიკერებს ასევე ბოლო, მე-15 ადგილზე ჰყავდათ.
როგორია ფანების განწყობა
მოკლედ რომ გითხრათ, ბუქმეიკერების პროგნოზზე უფრო დამაიმედებელი. რეპეტიციის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ბზიკების სცენოგრაფიას აქტიურად განიხილავდნენ. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გამოსახულებამ ეკრანზე, სადაც ჯგუფის წევრების კიბორგული "კლონები" ჩანს. ამან ფანების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ჩათვალეს, რომ ანიმაცია ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული. მეტიც, ჯგუფს მოუწია, განემარტა, რომ ვიზუალური მასალა მთლიანად ადამიანების მიერაა შექმნილი. ეს დისკუსია სიმბოლურიც კია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საკონკურსო სიმღერა წელს "ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ეპოქაში ადამიანის როლს" შეეხება.
ფოტო: EBU
რაც შეეხება რეიტინგს, ფანების ყველაზე დიდ აპლიკაციაში My Eurovision Scoreboard, საქართველო 15 ნახევარფინალისტს შორის მე-7 პოზიციას იკავებს, ამდენად ფინალისტად მოიაზრება. ფინალისტად მოიაზრებს ბზიკებს ევროვიზიის მიმომხილველი ყველაზე დიდი გამოცემაც, Wiwibloggs, რომელმაც, სხვათა შორის, საქართველო წლევანდელ კონკურსზე თავის რჩეულ ათეულშიც დაასახელა.
მღელვარებასაც და პროგნოზებსაც წერტილი ხვალ დაესმება. ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
მანამდე კი, არ დაგავიწყდეს, თავადაც დაგვეხმარო პროგნოზის გაკეთებაში და მონაწილეობა მიიღო ჩვენს გამოკითხვაში: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში?
ასევე იხილეთ:
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები