EMC: თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულებულია
ფოტო: On.ge
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ბოლო პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გართულდა საჯარო ინფორმაციის მიღება, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. უმეტეს შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულია ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის აღნიშნულ საფუძველს საერთოდ არ ითვალისწინებს.
EMC-ის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბოლო თვეებში განხორციელებული კომუნიკაცია მიუთითებს, რომ სასამართლოდან დროული და ადეკვატური ფორმით ინფორმაციის მიღება არსებითად გართულებულია. იკვეთება, რომ სასამართლო არ მიმართავს საკმარის ძალისხმევას ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემისთვის და ხშირად შაბლონური უარით შემოიფარგლება. დაუსაბუთებელი უარის პრაქტიკა არსებითად ართულებს ორგანიზაციის საქმიანობას და ხელს უშლის პროცესებზე დაკვირვებასა და ანალიზის განხორციელებას.
ბოლო 3 თვის განმავლობაში, EMC-ის მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის და მიღებული უარის წერილების შინაარსი ასეთია:
"1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ განხილული საქმეები
თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში, სასამართლოში შეტანილი იმ სარჩელების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტული დავის საგნის მითითებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ნიშნით (დავის საგნით) თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ხორციელდება განსახილველად შემოსული საქმეების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვა და დამუშავება.
ამის შემდეგ EMC-იმ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღო ინფორმაცია საბჭოს მიმართ არსებული სასარჩელო დავების შესახებ. კონკრეტული საქმეების დაზუსტების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან კვლავ იქნა მოთხოვნილი სასამართლო განჩინებები მათი მიღების თარიღისა და მოპასუხე მხარის მითითებით, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპასუხო წერილში კვლავ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი სახის ინფორმაციის დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება და შესაბამისად ვერ დააკმაყოფილებდნენ მოთხოვნას.
2. გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია
თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერა ყოფილი თანამდებობის პირების (მათ შორის, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ბაჩანა ახალაია და სხვების) გახმაურებული საქმეები და რა საფუძვლით, შემდგომ მოხდა თუ არა მოსამართლის ცვლილება შესაბამისი საფუძვლის მითითებით. აღნიშნულის პასუხად სასამართლომ მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ მხარეთა წერილობითი თანხმობის წარმოდგენის გარეშე, საქმის განმხილველი მოსამართლეების თაობაზე ინფორმაციას სასამართლო ვერ გასცემდა. სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, არაპირდაპირ გამჟღავნდებოდა აღნიშნული პირების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
3. მოსამართლეების მიერ განხილული საქმეების რაოდენობა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე უარი უთხრა EMC-ის გაეცა ინფორმაცია 2013-2016 წლებში თითოეული მოსამართლის, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ, რადგან აღნიშნული სახის ინფორმაციის დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია თითოეული მოსამართლის მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ სრულყოფილად იქნა გაცემული სხვა სასამართლოების მიერ (მაგალითად, მცხეთის რაიონული სასამართლო, ქუთაისის საქალაქო სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბათუმის საქალაქო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, რუსთავის საქალაქო სასამართლო).
4. მოსამართლისთვის საქმის განხილვის დავალება სხვა კოლეგიაში და საქმეთა განაწილება
ამავე საფუძვლით არ იქნა გაცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ მოსამართლეს დაევალა საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში 2013-2016 წლებში მოსამართლის ვინაობის მითითებით. თუმცა, ეს ინფორმაცია გაცემულ იქნა სხვა სასამართლოების მიერ (მაგალითად. მცხეთის რაიონული სასამართლო, გორის რაიონული სასამართლო, ქუთაისის საქალაქო სასამართლო, ბათუმის საქალაქო სასამართლო, რუსთავის საქალაქო სასამართლო). გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არ გასცა ინფორმაცია 2013-2016 წლებში სასამართლოს თავმჯდომარის მიერ “საგამონაკლისო წესით” მოსამართლეებს შორის განაწილებული საქმეების რაოდენობის შესახებ.
5. მოსამართლეთა სპეციალიზაცია
თბილისის საქალაქო სასამართლომ EMC-ის მიაწოდა ინფორმაცია, რომ თემატური ან/და საპროცესო ეტაპების მიხედვით ვიწრო სპეციალიზაციისა და თითოეულ კატეგორიაში გაწევრებული მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება, რის გამოც სასამართლო მოკლებულია მისი გაცემის შესაძლებლობას. თუმცა, საკუთარი ძალისხმევით EMC-იმ აღმოაჩინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია თავმჯდომარის 2016 წლის 8 აპრილის ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებში დადგენილი ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, თბილსის საქალაქო სასამართლოს წერილით წარმოდგენილ იქნა შაბლონური უარი იმ ბრძანების გაცემაზე, რაც გამოქვეყნებულ და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას წარმოადგენს".
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები