საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებული დააკაკავეს. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებული 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ.

"მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული", — ამბობენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა, დღეს გავრცელდა. დამწვარია 15 კვადრატამდე ფართი, სადაც საოფისე ინვენტარი იყო. ბრალდებულმა Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა, რომ შენობის "დემონტაჟს" აპირებს. კადრებში ჩანს ცეცხლმოკიდებული ბიბლიოთეკაც.