რა თქვეს სვეტიცხოველში მისულმა სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა პატიმრების შეწყალებაზე?
სვეტიცხოველში, შიო III-ის ინტრონიზაციის რიტუალზე მისულმა სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხეს. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ პატიმრების შეწყალების საკითხი გადაიხედება, რადგან, მღვდელმონაზონ იერონიმე ქათამაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი პატრიარქი "შერიგების მომხრეა". ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შეწყალებას წინ მონანიება უნდა უძღოდეს.
ინტრონიზაციაზე მისულმა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი პატრიარქი, სავარაუდოდ, სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხს გადახედავს.
"[სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხი] მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს," — განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ჟურნალისტების კითხვაზე დაუჭერდა თუ არა მხარს, მიტროპოლიტი პატიმრების შეწყალებას, მან უპასუხა: "კი ბატონო, დავუჭერ მხარს"
აღნიშნულ საკითხზე კითხვას უპასუხა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამაც, რომელმაც განმარტა, რომ "თავის დროზე" შეწყალება იქნება.
"არ ვიცი, არ ვიცი...მე საერთოდ არ ვარ თანახმა ვინმე დაიჭირონ. შეწყალებაც იქნება და ყველაფერი იქნება თავის დროზე", — განაცხადა მეუფე საბამ.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ, რომელიც პატიმრების შეწყალებას ეხებოდა, თქვა, რომ მღვდელმთავართა უმრავლესობა, რომელსაც თავად ესაუბრა მომხრეა რომ საყოველთაო შერიგება მოხდეს და მისი აზრით, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. მისივე განმარტებით, "შეწყალება ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ [პატრიარქი] იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ."
"მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი. მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. კარგად ვერ ვერკვევი ამ საკითხში, [შეწყალება] ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ [პატრიარქი] იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ", — განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, პატიმრების შეწყალების საკითხზე პატრიარქისა და ხელისუფლების ურთიერთობას პრაგმატულ ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, ეკლესიის წინამძღოლის ნებისმიერი ინიციატივა რეალურ შედეგზე უნდა იყოს გათვლილი. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ თუ პატრიარქი წინასწარ ხედავს, რომ მისი მოთხოვნა არ შესრულდება, ასეთი ნაბიჯი ხელისუფლებასთან უსარგებლო კონფრონტაციაში შესვლას დაემსგავსება.
"როდესაც ადამიანი განცხადებებს აკეთებს, მითუმეტეს პატრიარქი აკეთებს განცხადებებს, ის უნდა ხედავდეს შედეგი, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. შედეგზე ორიენტირებული მოქმედება უნდა იყოს . თუ წინასწარ იცის, რომ არ შესრულდება და მაინც ითხოვს, ამით გამოდის, რომ კონფრონტაციაში შედის ხელისუფლებასთან. ჩემი გადასახედიდან რომ იყოს ეს და მე, როგორც ეკლესიის მმართველი ვიდგე ამ არჩევანის წინაშე, მაშინ ნამდვილად გეტყოდით, აქ აზრი თუ არა. ჩემი მხრიდან, არ აქვს ამის თქმას აზრი. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ", — თქვა მეუფე ნიკოლოზმა (მის სიტყვას "ტვ პირველი" ავრცელებს).
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაიას თქმით შესაძლებელია, რომ ეკლესიამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მისივე თქმით, "საერთოდ ეკლესიის პოზიცია, რომ ციხეში რომ კაცი არ იყოს, უმჯობესია".
"საერთოდ ეკლესიის პოზიცია, რომ ციხეში რომ კაცი არ იყოს, უმჯობესია. რა ვიცი, ღვთის მადლით, ალბათ მოახერხებს ეკლესია, რაღაც შუამდგომლობას", — განაცხადა მეუფე ისაიამ.
ამ თემას ეხმაურება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე მიქაელიც (გაბრიჭიძე), რომელიც საპატრიარქოში მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მღვდელმთავარი აღნიშნავს, რომ ის პირადად ხვდება პატიმრებს და მათ მდგომარეობას ახლოს იცნობს.
მიტროპოლიტმა დაადასტურა, რომ მოინახულა დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც. მიუხედავად პატიმართა მიმართ ჰუმანური განწყობისა, მეუფე მიქაელი ხაზს უსვამს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოს ხელშია.
"შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის არ აქვს დედამიწის ზურგზე. მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები, მაგ განყოფილების უფროსი ვარ და დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი სუყველას. მზია ამაღლობელი მე თვითონ მოვინახულე, როცა დააკავეს, გასაუბრებები მქონდა და ქალბატონმა მზიამაც თავისი აზრები მითხრა. ჩვენ ახლა, ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ. ეს არის სახელმწიფოს საქმე", — განაცხადა მეუფე მიქაელმა (მის სიტყვას "ტვ პირველი" ავრცელებს).
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსის განმარტებით, ეკლესიის ჰუმანური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია, თუმცა ახალ პატრიარქს, შიო III-ს, დრო სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. მეუფე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის ზედმეტი პოლიტიზებისგან თავის არიდება.
"რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის შორს, როგორც ფიქრი, იდეა, მოქმედება. არ ვიცი ეს როგორ იქნება. მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. უნდა იყვნენ შეწყალებულნი. ყველა საკითხი პოლიტიზებული ხდება. ეს არ უნდა მოვახდინოთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ", — განაცხადა მეუფე დოსითეოსმა (მის სიტყვას "ტვ პირველი" ავრცელებს).
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც. მან დაადასტურა, რომ მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკითხს კვლავ დააყენებენ, თუმცა როდის ეს არ დაუკონკრეტებია.
"ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ [დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების] საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება...", — განაცხადა დეკანოზმა.
შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტპატიმრების შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა [პოლიტპატიმრებმა] სცადეს "ადამიანების ცოცხლად დაწვა, პარლამენტის დაწვა და ქვეყნის დამხობა", ამიტომ პირველად ჩადენილისადმი სინანულზე უნდა ვისაუბროთ.
"უპირველეს ყოვლისა, შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ ითქვა არაერთხელ რომ მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, შეწყალებამდე ვისაუბროთ სინანულზე.
არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით , არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა?" — განაცხადა პაპუაშვილმა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დატოვების შემდეგ პატიმართა შესაძლო შეწყალების თემაზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილის კომპეტენციაა და მასზე ზემოქმედება, თუნდაც რეკომენდაციის სახით, მართებული არ არის.
მდინარაძემ ასევე ისაუბრა დანაშაულის მონანიების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ოპოზიციურად განწყობილ მხარეებს შორის ამ საკითხზე "ანტაგონისტური აზრებია".
"უნდა განვსაზღვროთ როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. ეს არ არის ქართული ოცნების განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს და ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და ეს არ შეიძლება, მაგრამ თუ პოზიციას ზოგადს მეკითხებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 5-6 წლის წინ სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ მთელ მსოფლიოში ვიღაცისთვის, უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. ჩემი პოზიცია სხვაა, თქვენი სხვაა.
ჩემი პოზიციაა, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს, შეიძლება შაბლონურადაც კი ჩანდეს — რომ როდესაც ინანიებს ადამიანი, მაშინ სახელმწიფო მის მიმართ დათმობილი და ლმობიერია მის მიმართ, ეს არ გამოდგება, რადგან ანტაგონისტური აზრებია თქვენსა და ჩემს შორის... ამის გაკეთება არ შეიძლება, არც მათ მოსთხოვოთ რამე, არც პრეზიდენტს მოსთხოვოთ რამე... თქვენ ამბობთ რომ ის არ არის დამნაშავე. ბუნებრივია, სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ის ყოველთვის დამნაშავე იქნება, ვინც კი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უკვე ამ პოლიტიკაში შესვლაც კი არასწორია გადაწყვეტილების მიღების დროს.
დანარჩენი არის ერთი ადამიანი დისკრეციული უფლება. არ შეიძლება ოდნავ პოზიტიურ ან ნეგატიურ კონტექსტში მე ამაზე ვილაპარაკო. ჩემი პირადი მოლოდინზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის განხილვა გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ხელისშემშლელია და საბოლოო სიტყვა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.
სვეტიცხოველში, კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაციაზე მისულმა ოცნების დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მიხეილ ყაველაშვილმა პატიმრების შეწყალების საკითხზე საპატრიარქოს რეკომენდაცია გაითვალისწინოს.
"რეკომენდაცია რა თქმა უნდა აქვს ახალ პატრიარქს. მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება გაითვალისწინოს [პრეზიდენტმა], მაგრამ დანამდვილებით ჩემი მხრიდან უხერხულია საუბარი ის, რაც ჩემი უფლებამოსილება არ არის," — თქვა შარმანაშვილმა.
პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სვეტიცხოვლის ტაძარში მისულმა ომბუდსმენმაც. ლევან იოსელიანის თქმით, ის მხარს უჭერს ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც პატიმართა მდგომარეობის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.
"მე მომხრე ვარ, როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, სასჯელების შემსუბუქების, ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების, ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან",— განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება სპეცრაზმელების პასუხისგებაში მიცემას, მისი თქმით: "არ შეიძლება ერთ მხარეს ამდენი ადამიანი იყოს დაკავებული და მეორე მხარეს არავინ იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტებზე, რომელიც შარშან მოხდა... მნიშვნელოვანია, პროცესი ბოლომდე მივიდეს".
პატიმრების შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა პარტია ძლიერი საქართველო— ლელოს წერვმა, გიორგი სიორიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერ კიდევ ილია მეორის დროს ჰქონდა ეს სურვილი გამოხატული. სიორიძის განცხადებით, ახალი პატრიარქის მხრიდან ამგვარი ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის ინტერესებში შედის.
"საქართველოს ეკლესიას ჯერ კიდევ ილია მეორის დროს ჰქონდა ეს სურვილი გამოხატული, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გადადგმული ნაბიჯი არ გვინახავს. მთავარია, პირველ რიგში, შედეგი, რომ პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები იყვნენ თავისუფლები. თუ ეს ახლა მოხდება და ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე სთხოვს შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ყველასთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს. ჩვენთვის მთავარია ადამიანები ვიხილოთ თავისუფლებაზე. ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ სხედან ახლა ციხეში. თუ ეს მომენტი იქნება ამისთვის გამოყენებული, ამას მგონი ყველა უნდა მიესალმოს მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, შედის საქართველოს და ქართული საზოგადოების ინტერესებში. როგორ და რა ფორმით მოხდება, რა მასშტაბით მოხდება, ეს უკვე მეორეხარისხოვანი იქნება", — განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, მიმართავს თუ არა შიო III მთავრობას პატიმრების შეწყალების თხოვნით, ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. დღეიდან ის იწოდება, როგორც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.
ტახტის მოსაყდრემ კენჭისყრაზე 39 ხმიდან 22 მიიღო. დანარჩენი ორი კანდიდატიდან, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა მიიღო 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა — 7 ხმა, 1 ხმა გაუქმდა.
- ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
- შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
- კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს
- გიგა ბოკერია: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს
- შალვა პაპუაშვილი: პოლიტპატიმრების შეწყალებას წინ უძღვის სინანული, ეს არის ერის კანონიც და ეკლესიის კანონიც
- "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია" — ბადრი ჯაფარიძე შიო III-ს აღსაყდრების დღეს ულოცავს
- მამუკა მდინარაძე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას პატიმრების შეწყალების რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
-
მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტირების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტირების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი გადის პენსიაში, რაც კარგია, რადგან ვეღარ დააზიანებს ვერც ერთ სხვა ერს შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი გადის პენსიაში, რაც კარგია, რადგან ვეღარ დააზიანებს ვერც ერთ სხვა ერს
გადახედვა
-
1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
გადახედვა
-
საკრუიზო გემზე დარჩენილი მგზავრების ევაკუაცია დასრულდა — WHO ჰანტავირუსის ახალ შემთხვევებს არ გამორიცხავს საკრუიზო გემზე დარჩენილი მგზავრების ევაკუაცია დასრულდა — WHO ჰანტავირუსის ახალ შემთხვევებს არ გამორიცხავს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად ნიკა გვარამია: მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად
გადახედვა
-
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია" — ბადრი ჯაფარიძე შიო III-ს აღსაყდრების დღეს ულოცავს "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია" — ბადრი ჯაფარიძე შიო III-ს აღსაყდრების დღეს ულოცავს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას პატიმრების შეწყალების რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს მამუკა მდინარაძე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას პატიმრების შეწყალების რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პოლიტპატიმრების შეწყალებას წინ უძღვის სინანული, ეს არის ერის კანონიც და ეკლესიის კანონიც შალვა პაპუაშვილი: პოლიტპატიმრების შეწყალებას წინ უძღვის სინანული, ეს არის ერის კანონიც და ეკლესიის კანონიც
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე გრიგოლ გეგელია: თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე
გადახედვა
-
კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
რა თქვეს სვეტიცხოველში მისულმა სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა პატიმრების შეწყალებაზე? რა თქვეს სვეტიცხოველში მისულმა სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა პატიმრების შეწყალებაზე?
გადახედვა
-
ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ფოთის რკინიგზის მატარებლიდან 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ფოთის რკინიგზის მატარებლიდან 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარა
გადახედვა
-
ომბუდსმენი: მომხრე ვარ ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე ომბუდსმენი: მომხრე ვარ ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე
გადახედვა
-
Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს
გადახედვა
-
შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
როგორ ხვდება საფრთხის შემცველი საბავშვო სათამაშოები მაღაზიის დახლზე როგორ ხვდება საფრთხის შემცველი საბავშვო სათამაშოები მაღაზიის დახლზე
-
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
გიგა ბოკერია: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს გიგა ბოკერია: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს
გადახედვა
კომენტარები