საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ახალი რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი 2025 წლის 24 სექტემბერსაა ინიციირებული და 2026 წლის 11 მაისს მიიღეს. მას 68 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 28 — წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციის მიღებას ესწრებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი და ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი.
რა წერია რეზოლუციაში?
რეზოლუციის ავტორები სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. რეზოლუცია გმობს ხელისუფლების "ავტორიტარულ გადახრას", ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მედიისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
დოკუმენტში ასევე საუბარია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მათი შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ისინი ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ "იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობის პირობებში," — ვკითხულობთ დოკუმენტში.
რეზოლუცია ასევე გმობს სამოქალაქო აქტივისტებისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას და ამას პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი განიხილოს. გარდა ამისა, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს და მისი ახლო გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესოს.
"მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების მიღებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულია ზემოაღნიშნულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის მიმართ, ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და შეერთებული შტატების მიერ უკვე დაწესებული სანქციების ფონზე," — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამას გარდა, რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად დატოვოს, სანამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, არ დააკმაყოფილებს.
ამავე დროს, რეზოლუცია აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ უნდა დაზიანდეს მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯების გამო და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა დარჩეს ღია, თუ დემოკრატიული პირობები შესრულდება.
"რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება დაზიანდეს მისი მოქმედი ხელისუფლების გადაჭარბებული ქმედებების გამო და მოუწოდებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დარჩეს ღია, იმ პირობით, რომ პოლიტიკური პირობები შესრულდება და მოქმედი ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე განხორციელებული თავდასხმები შეწყდება," — ვკითხულობთ რეზოლუციაში.
რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას მხარი დაუჭიროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ სექტორს და საჯაროდ დაგმოს რუსეთის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. რეზოლუცია ასევე მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლის გათავისუფლებას.
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
კომენტარები