მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

12 May. 2026, 10:51

"დღეს ისტორიული დღეა — საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს.

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას, რომელმაც მოღვაწეობის მანძილზე, უმძიმეს პერიოდებში გააერთიანა ქვეყანა, გააძლიერა ეკლესია და მრავალი თაობისთვის იქცა სულიერი სიმტკიცის მაგალითად.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ადამიანებს შორის ნდობისა და თანადგომის გაძლიერება, ქვეყნის მშვიდობიანი და ღირსეული განვითარების მხარდაჭერა.

საქართველო ისტორიულად არის ქვეყანა, სადაც რწმენა, ტრადიცია და ევროპული მომავალი ერთმანეთის თანმხვედრია. ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც დაცულია როგორც სულიერი ფასეულობები, ისე თავისუფლება, ღირსება და ადამიანის პატივისცემა!"

დაწერა "ძლიერი საქართველო — ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ გაფართოებულ კრებაზე სრულიად სსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III გამოარჩიეს. მან 22 ხმა მიიღო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ