როგორ ხვდება საფრთხის შემცველი საბავშვო სათამაშოები მაღაზიის დახლზე
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ხარისხის ინფრასტრუქტურა არის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების, წესებისა და პრაქტიკის ერთობლიობა. ის უზრუნველყოფს პროდუქტისა და მომსახურების უსაფრთხოებას, საიმედოობასა და მაღალ ხარისხს.
ხარისხის ინფრასტრუქტურა არის ერთგვარი უხილავი ფარი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ, მაგ., პროდუქტზე დატანილი Non-toxic — წარწერა რეალურ ლაბორატორიულ კვლევას ეფუძნება და არა მხოლოდ მწარმოებლის დაპირებას. ამის გარეშე საერთაშორისო ვაჭრობა და მომხმარებელთა დაცვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არ იარსებებდა ერთიანი ენა იმის განსასაზღვრად, თუ რა არის უსაფრთხო.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ — QUIS-ს, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ თუ როგორ ხვდება საფრთხის შემცველი სათამაშოები მაღაზიების დახლებზე და როგორ ამოვიცნოთ ისინი.
ხარისხის ინფრასტრუქტურის როლი სათამაშოების უსაფრთხოებაში
ხარისხის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა მიკვლევადობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ პროდუქტის ე.წ. ბიოგრაფიას წარმოების დაწყებიდან მომხმარებლის ხელში მოხვედრამდე. ბიოგრაფიისთვის თვალის დევნება შეუძლია, როგორც შესაბამის ორგანოს, ისე მომხმარებელს.
იმისთვის, რომ სისტემამ გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონიროს აუცილებელია, რომ მისი თითოეული ელემენტი იყოს თანაბრად მაღალგანვითარებული. თუმცა, რეალობაში, სხვადასხვა ქვეყნისა და ტერიტორიის მიხედვით განსხვავებულია, როგორც სისტემის, ისე მისი ელემენტების განვითარების დონე. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ქვეყნებში, რომლებშიც მაღალია ადგილობრივი წარმოების დონე და ექსპორტის მაჩვენებელი, ხარისხის ინფრასტრუქტურაც კარგად არის განვითარებული და პირიქით.
ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე ინსტიტუციური კოორდინაციაც. გაძლიერებული საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად, ქვეყანაში ადგილობრივად წარმოებული ყველა პროდუქტიც რომ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს, ბაზარზე იმპორტის გზით მაინც შეიძლება მოხვდეს საფრთხის შემცველი პროდუქტები, ნაკლებად განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებიდან.
უსაფრთხოების ჯაჭვი: საბავშვო სათამაშოები
ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ახალი სათამაშო იწარმოება. მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, ბაზარზე მაინც ხვდება პროდუქტი, რომელიც შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მცირე ნაწილებს ან სხვა სახიფათო ელემენტებს.
სად გადის უსაფრთხოების ხაზი და ვინ არის პასუხისმგებელი პროცესის თითოეულ ეტაპზე? სათამაშოს გზა საწარმოდან ბავშვის ოთახამდე რამდენიმე რგოლისგან შედგება. თითოეული მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია:
მწარმოებელი
სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მწარმოებელი ვალდებულია, რომ სათამაშოს დაპროექტების ეტაპიდან დაიწყოს სათამაშოსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შეფასება, შეარჩიოს უსაფრთხო და შემოწმებული მასალა/ნედლეული, ჩაატაროს (ლაბორატორიაში) საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით განსაზღვრული ყველა შესაბამისი გამოცდა და ტესტირება, სათამაშოზე დაიტანოს ყველა აუცილებელი გამაფრთხილებელი მითითება, შეადგინოს ინსტრუქცია და დაიტანოს თავისი დასახელება და მისამართი, რაც ზემოთ ხსენებული მიკვლევადობისთვისაა აუცილებელი.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ამასთან, მწარმოებელს უნდა ჰქონდეს დანერგილი ხარისხის კონტროლის შიდა სისტემა, რაც არის გარანტი იმისა, რომ სერიულ წარმოებაში ნებისმიერი ერთეული იქნება ერთგვაროვანი და უსაფრთხო. ყოველივე ამის დასტურად მწარმოებელს უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია, გამოცდის ანგარიშები, სერტიფიკატები და შესაბამისობის დეკლარაცია.
იმპორტიორი და დისტრიბუტორი
იმპორტიორისა და დისტრიბუტორის მოვალეობაა პროდუქტის დახლზე განთავსებამდე ან/და ქვეყანაში მის შემოტანამდე, დარწმუნდნენ, რომ მწარმოებელმა გაიარა ყველა ის პროცედურა, რომელთა ვალდებულებასაც მას ტექნიკური რეგლამენტი აკისრებს. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, რომ სათამაშოზე დაიტანოს თავისი დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია მიკვლევადობისთვის.
ბაზარზე ზედამხედველობა
როგორც აღვნიშნეთ, როგორი გამართული და განვითარებულიც უნდა იყოს ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემა, ბაზარზე მაინც შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი პროდუქტი, რაც მეტწილად მწარმოებლის, იმპორტიორის ან/და დისტრიბუტორის არაკეთილსინდისიერებით არის ხოლმე განპირობებული. სწორედ მათი კონტროლისა და მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხარისხის ინფრასტრუქტურის ელემენტია ბაზარზე ზედამხედველობა.
ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამოწმებს ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტის, მათ შორის სათამაშოების, შესაბამისობას მოთხოვნებთან, საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში კი უზრუნველყოფს, რომ სათამაშო არ მოხვდეს მომხმარებელთან. ზედამხედველობისა და საბაჟო ორგანოები დიდწილად ერთად მუშაობენ და პროდუქტი მოწმდება საზღვარზეც (დადგენილი პრინციპით, რადგან ყველა ერთეული სათამაშოს შემოწმება შეუძლებელია).
ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებმა 4,671 საფრთხის შემცველი პროდუქტი აღმოაჩინეს, საიდანაც 16% სათამაშოა.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მომხმარებელი
მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვა ხარისხის ინფრასტრუქტურის უმთავრესი ამოცანაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ მომხმარებელი არ უნდა ეცადოს საკუთარი თავის დაცვას. სინამდვილეში, მომხმარებელი არ არის მხოლოდ მომხმარებელი — ის არის ერთგვარი ინსპექტორი, რომელზეც უსაფრთხოების საბოლოო ეტაპია დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ის ვალდებულია ფლობდეს ამ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და ცოდნას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
შეძენის შესახებ გათვითცნობიერებული არჩევანი არის ყველაზე მთავარი, რაც მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს, რადგან მას გააჩნია ეკონომიკური ბერკეტი — თუ საერთოდ არავინ ან ძალიან მცირე რაოდენობის მომხმარებელი შეიძენს სათამაშოს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ნიშანდება, დაუდგენელია როგორ მოხვდა ბაზარზე, ვინ აწარმოა, არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისობის დეკლარაცია და ა.შ., ეკონომიკური ოპერატორიც იძულებული იქნება აღარ აწარმოოს ან/და აღარ შემოიტანოს ასეთი სათამაშო, რომლის უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული არ არის. როდესაც მომხმარებელი არ აკეთებს არჩევანს საეჭვო პროდუქტზე, ის თავად წყვეტს ხარისხის ჯაჭვს.
მომხმარებლის ძალაუფლება მხოლოდ დახლთან გათვიცნობიერებული არჩევანით არ სრულდება. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად, ნებისმიერმა ჩვენგანმა მაინც შეიძლება საფრთხის შემცველი სათამაშო შევიძინოთ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ შესაბამის ორგანოს — ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს.
ხარისხის ინფრასტრუქტურა ვერ იმუშავებს ეფექტიანად მომხმარებლის დუმილის პირობებში. თუ აღმოაჩენთ, რომ, მაგალითად, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოს მცირე ნაწილი ადვილად მოსძვრა ან ელემენტი მარტივად ხელმისაწვდომია ბავშვისთვის, თქვენი ვალდებულებაა დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. თქვენი ერთი განცხადება შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ასეთი სათამაშოების მთლიანი პარტია ამოიღონ გაყიდვიდან და სხვა ბავშვები საფრთხეს გადაურჩნენ.
ამ ეტაპზე, საქართველოს მოსახლეობას აქტიურობა ამ მიმართულებით თითქმის 0-ს უტოლდება.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
კომენტარები