ენმ პატრიარქის არჩევაზე: პატივისცემით მივესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალი პატრიარქის არჩევას ეხმაურება და შიო III-ს პატრიარქად გამორჩევას ულოცავს. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი განცხადებით, როგორც "ქრისტიანულ-დემოკრატიულ და კონსერვატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა", პატივს სცემენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას.
განცხადებაში ნაციონალური მოძრაობა საკუთარ მმართველობის პერიოდზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ წლებში ჩაეყარა საფუძველი ეკლესიის ინსტიტუციურ გაძლიერებას, მათ შორის ტაძრებისა და მონასტრების აღდგენას, ხუთჯვრიანი დროშისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებასა და ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსების სისტემის დანერგვას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიულ და კონსერვატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პატივისცემით მიესალმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ. გულითადად ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სრულიად საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს.
ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული იყო სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ინტერესების ჰარმონიზაციით.
სწორედ ამ წლებში ჩაეყარა საფუძველი ეკლესიის ინსტიტუციურ გაძლიერებას:
კულტურული რესტავრაცია:
აღდგა და პირვანდელი დიდება დაუბრუნდა ასობით ტაძარსა და მონასტერს, მათ შორის ბაგრატის საკათედრო ტაძარს, ფოთის საკათედრო ტაძარს, ნეკრესსა და სხვა ეროვნულ სიწმინდეებს.
სახელმწიფოებრივი სიმბოლიზმი:
ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, რაც სიმბოლურად გამოხატავდა ჩვენი ერისა და ეკლესიის განუყოფელ კავშირს.
ინსტიტუციური მხარდაჭერა:
ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება პირველად იქცა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილად, რაც მიზნად ისახავდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენასა და ეკლესიის სულიერი მისიის ხელშეწყობას.
დღეს, გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა მან კვლავაც შეასრულოს თავისი ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და ეროვნული იდენტობის მყარმა საყრდენმა.
მიგვაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკური კონიუნქტურა ეკლესიისგან მოითხოვს პრინციპულობასა და სიმამაცეს ისეთ ეგზისტენციალურ საკითხებში, როგორიცაა:
1. მართლმადიდებლური ერთობა: უკრაინის ეკლესიის ტომოსთან დაკავშირებული საკითხის მართებული შეფასება საერთაშორისო კონტექსტში;
2. დეოკუპაცია: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჩვენი ტაძრებისა და ეპარქიების უფლებრივი მდგომარეობის დაცვა საერთაშორისო დონეზე;
3. ისტორიული მემკვიდრეობა: ტაო-კლარჯეთის კომპლექსის დაცვა, ჰერეთის ეპარქიის სტატუსი და გელათის რესტავრაცია.
ეს საკითხები სცილდება რელიგიურ ჩარჩოებს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსებისა და ეროვნული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი.
ვიმედოვნებთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის მოღვაწეობა დაეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, სულიერ სიმტკიცესა და საზოგადოებრივ კონსენსუსს.
ღმერთმა ინებოს მისი წარმატებული მსახურება ეკლესიის გაძლიერებისა და საქართველოს გამთლიანების საკეთილდღეოდ.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი ეკლესია!" — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. დღეიდან ასე იწოდება, როგორც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთის და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
ტახტის მოსაყდრემ კენჭისყრაზე 39 ხმიდან 22 ხმა მიიღო. დანარჩენი ორი კანდიდატიდან, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა მიიღო 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა 7 ხნა, 1 ხმა გაუქმდა.
ამასთან, შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმართება.
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები