ნიკა გვარამია: მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად
"მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად" — განაცხადა პარტიის კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პარტიის ლიდერის თქმით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის "არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს" და ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. მისივე განცხადებით, დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი.
"მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად.
გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც:
გმობს საქართველოს მთავრობის "არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს" და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე;
რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი;
ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები," — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 11 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
კომენტარები