როგორ აქცია სასულიერო პირების განცხადებებმა ეკლესია Covid-19-ის გავრცელების მთავარ საფრთხედ
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
"თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით", — ამ შინაარსის ფრაზა აღელვებულმა პაატა იმნაძემ 15 აპრილს არაერთხელ გაიმეორა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საზოგადოება იტალიის სცენარისთვის შეამზადა, თქვა, რომ შესაძლოა კუბოები ვერ ავითვალოთ და ერისა და ეკლესიის გადასარჩენად სახლში დარჩენა კრიტიკულად საჭიროა. NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კი დღეს მრევლს მოუწოდა, არ წავიდნენ ტაძრებში და ეკლესიასაც სთხოვა, მორწმუნეებს იგივე ურჩიონ. თუმცა, მკაცრი რიტორიკა ცოტათი დაგვიანდა, რადგან მრევლი მასობრივი თავშეყრისთვის ემზადება.
სანამ ქრისტიანული სამყარო ვირუსისგან მორწმუნეების დასაცავად მათთვის ეკლესიებს ხურავდა, საქართველოს საპატრიარქო ყველანაირ დათმობაზე უარს ამბობდა. ამ დროს მთავრობა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კრიტიკას თავს არიდებდნენ და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ან პატრიარქის სიბრძნეზე საუბრობდნენ. კრიტიკა არ ისმოდა არც მაშინ, როცა მოქალაქეების უფლებების შეზღუდვისა და ვირუსის შიდა გავრცელების ფონზე, ეკლესიაში მსახურება გაგრძელდა. ისინი დუმდნენ მაშინაც, როცა ტაძრებში ათეულობით ადამიანი უპრობლემოდ იკრიბებოდა, ხოლო ცოლ-ქმარს ერთ მანქანაში გვერდიგვერდ ჯდომისთვის, მამა-შვილს ერთმანეთთან ახლოს დგომისთვის და მეყვავილეს ხალხმრავალი ეკლესიის წინ 9 ტიტის გაყიდვისთვის აჯარიმებდნენ.
მართალია, ამ დროს სახელმწიფოც და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც სახლში დარჩენის აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა მრევლს არაფერს უკრძალავდნენ, ამიტომ ვირუსის პრევენციის ეს მცდელობები ეკლესიიდან წამოსულმა ხმამაღალმა განცხადებებმა გადაფარა, რომელთა ნაწილი მოსახლეობას ღიად მოუწოდებდა კანონდარღვევისკენ, თავისი და სხვისი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებისკენ.
თავიდან სასულიერო პირები სხვადასხვა ამბიონიდან გვიმტკიცებდნენ, რომ კორონავირუსი, რომელმაც ასიათასობით სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დავიმსახურეთ. სასჯელის მიზეზად კი იმ "ცოდვებს" გვახსენებდნენ, რომლებიც რეალურად ადამიანის უფლებაა, ოღონდ მათ მიერ დაწუნებული.
-
მეუფე შიო: აბორტები ხომ არ არის მიზეზი ვირუსის რეალური გავრცელებისა
-
მეუფე იოსები: ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხმა გაიგოს და უზიარებელი არ დარჩეს
იყვნენ ისეთებიც, ვინც მორწმუნეებში ნიჰილიზმს თესავდა და ამტკიცებდა, რომ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს და "თუ უფლის ნებაა, მაინც დავინფიცირდებით".
რა თქმა უნდა, მათ ყურადღების მიღმა არც "მასონები" დარჩენიათ და ნაწილი ცდილობდა მრევლისთვის დაემტკიცებინა, რომ საფრთხე არათუ რეალურია, პირიქით სწორედ "მასონების" მიერაა მოგონილი.
როცა NCDC-მ და მთავრობამ რეკომენდაციების შესრულების მოწოდებები გაააქტიურეს, ეკლესიაში იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ყველაფერს ითვალისწინებენ და კანონებს არ არღვევენ. თუმცა, სახლში დარჩენისა და წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსისთვის თავის არიდების ნაცვლად, ეკლესიაში ათეულობით ადამიანი ერთი კოვზით ეზიარებოდა. როცა რეკომენდაციებმა უფრო მკაცრი ფორმა მიიღო და სამ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, ეკლესიებში კვლავ ათეულობით ადამიანი იკრიბებოდა, საპატრიარქო კი ამტკიცებდა, რომ არაფერს არღვევდნენ, რადგან დისტანციას იცავდნენ.
მაშინაც კი, როცა ეკლესიის ნაწილი გვარწმუნებდა, რომ წესების დაცვით თამაშობენ, გამოჩნდნენ ისეთები, ვინც ღიად მოუწოდა მრევლს ამ მცირედსაც არ დამორჩილებოდნენ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და NCDC-ის რეკომენდაციების საპირწონედ, მრევლს აჯერებდა, რომ "ვირუსისგან ხსნა" არა სახლში დარჩენასა და ექიმის მკურნალობაში, არამედ ეკლესიურ რიტუალებშია.
როცა საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ რისკის ჯგუფის მქონე ან ავად მყოფი ადამიანების ეკლესიაში არმისვლა ცოდვად არ ჩაითვლებოდა და მათ სურვილის შემთხვევაში სახლში აზიარებდნენ, კვლავ გამოჩნდნენ ისეთები, ვინც ეკლესიაში მრევლის გარეშე ლოცვა აპოკალიფსად შერაცხა. ასეთივე რეაქციები იყო ეკლესიის დახურვის საკითხზეც. მათ სცადეს მრევლი დაერწმუნებინათ, რომ ეს ჭეშმარიტი რწმენის შეურაცხყოფაა.
- მეუფე ნიკოლოზი: მე არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხი იყოს, ვინც თანახმა იქნება, რომ ღირსება შეელახოს ვირუსის გამო
- ანდრია ჯაღმაიძე: ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის
მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი და კარანტინი დაწესდა და ხელისუფლების მხრიდან სახლში დარჩენის მოწოდებებმა კიდევ უფრო იმატა, სასულიერო პირების პასუხმაც არ დააყოვნა — მათ მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აშკარა კრიტიკა დაიწყეს.
-
მეუფე იაკობი: პატრული მოვიდა და წავიდა, მისი საქმე არაა აქ, სახელმწიფოს არ გავაკონტროლებინებ
-
მეუფე იობი: მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა ურწმუნო მთავრობისა და ექიმების
სანამ მღვდლის ინფიცირება დადასტურდებოდა, სასულიერო პირები ამტკიცებდნენ, რომ ეკლესიაში საფრთხე არ იყო და არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ არავინ დაინფიცირებულა. თუმცა, როგორც კი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, საფრთხეზე საუბრის ნაცვლად, "დამნაშავე" იპოვე — ინფიცირებული.
მეუფე იობმა არამხოლოდ ინფიცირების, არამედ გარდაცვალების "გასამართლებლადაც" იპოვა არგუმენტი. ის მორწმუნეებს უმტკიცებდა, რომ კორონავირუსის ასიათასობით მსხვერპლი მოხუცებული ხალხია, რომელთა "დრო მოვიდა".
ინფიცირების დადასტურების შემდეგაც კი, ეკლესიას პოზიცია არ შეუცვლია და ისინი საფრთხეს ვერ ხედავდნენ იმაში, რომ ათეულობით ადამიანი ტაძარში მივიდეს.
იყვნენ ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ და ამ განცხადებების უმეტესობას ფანატიზმად მიიჩნევდნენ, თუმცა საპატრიარქო მათ აზრებს არ იზიარებდა და მრევლის თავდასხმის ობიექტიც ხშირად ხდებოდნენ.
- ეპისკოპოსი საბა: სასულიერო პირთა მოწოდებები, რომ ეკლესიაში არ მისვლა რწმენის ღალატია, უპასუხისმგებლოა
- მეუფე მელქისედეკი: გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, ნუ ვიქნებით ფანატიკოსები
- დეკანოზი ილია: უნდა ვაღიაროთ, რომ თვით სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს უპირველესად ისევ ჩვენი, ეკლესიის ბრალია
- ეპისკოპოსი საბა: ვაჟკაცობა გვეყოს, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ, მათ არჩევანის წინაშე ვაყენებთ
ფაქტია, რომ "მასონების" გეგმაზე, ლოცვით განკურნებასა და რწმენის დაცვაზე მოწოდებებმა უფრო მეტი გავლენა მოახდინა მრევლზე, ვიდრე არაერთგზის გაჟღერებულმა მოწოდებებმა სოციალურ დისტანციაზე.
19 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას აპირებს. წინა დღით ეკლესიებში ათეულობით ადამიანის შეკრება იგეგმება, რადგან მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მრევლმა დაზუსტებით იცის, რომ არ დააჯარიმებენ და ამის შიში აღარ აქვს. აღარც ვირუსის ეშინიათ, რადგან სასულიერო პირებმა დაარწმუნეს, რომ ეკლესიაში საფრთხე არ არის. ამის ფონზე კი დღეს ეკლესია და სახელმწიფოც მათ ეუბნება, რომ სიბრძნე უნდა გამოიჩინონ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება ეკლესიაში წასვლაზე, როცა ვირუსის აფეთქების რისკი დგას.
- მეუფე იაკობი: მრევლი მოვა თუ არა, მათი პასუხისმგებლობაა
- ჯაღმაიძე: მრევლის სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და რეკომენდაციების დაცვის იმედი გვაქვს
მაგრამ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მრევლმა მაშინ, როცა პაატა იმნაძის გაფრთხილებას რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყნის კუბოებით ავსების შესახებ, მათთვის ავტორიტეტი მეუფე იაკობი ასე პასუხობს: "კუბოების დათვლას ჯობია, ინფიცირებულები დათვალოს".
მსგავსი ხმამაღალი განცხადებების ფონზეც კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო და ექიმები გვირჩევენ, ამ ერთხელ უარი ვთქვათ ტრადიციაზე, დავრჩეთ სახლში და ტელევიზორში ვუსმინოთ ლოცვას, რადგან საფრთხე რეალურია.
- ლევან რატიანი: ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს", რასაც, სამწუხაროდ, უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვალთ ქართველი ექიმები
- გამყრელიძე: არ წახვიდეთ ეკლესიებში, ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, გვაპატიებს ამას ღმერთი და თუ ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, მეტი ქართველი გადარჩება
- ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოსცადოთ ბედი, არ დააყენოთ ექიმები რისკის წინაშე, რომ საქართველო მეორე იტალია გახდეს
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, დარჩით სახლში და წაიკითხეთ WHO-სა და NCDC-ის რეკომენდაციები პრევენციაზე:
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები