როგორ აღნიშნეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე
ფოტო: ვაჟა ფანჯაკიძე/NEWS.On.ge
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
საპატრიარქოს ინიციატივით, 2014 წლიდან 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება.
ერთი წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები ლგბტ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2024 წელს, კი “ქართულმა ოცნებამ” ოჯახის სიწმინდის დღე უქმე დღედ გამოაცხადა.
ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ტრადიციულად, წელსაც დაესწრნენ ქაშვეთის ეკლესიასთან პარაკლისს და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილ მარშსაც შეუერთდნენ. მანამდე კი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარები.
ირაკლი კობახიძე
ქაშვეთის ეკლესიასთან მისულმა ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია II-ს 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისთვის" მადლობა გადაუხადა.
"მინდა უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ ეს დღე გვაჩუქა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს ჩვენ ასე ვზეიმობთ ამ დღეს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება," — განაცხადა კობახიძემ.
შემდეგ, ოცნების პრემიერმა მათ მიმართა, ვინც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდა მსვლელობას და დასძინა, რომ პირობას დებს, ქართული ოცნება ბოლომდე იდგება ქართული ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
"კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა ყველას მივულოცო, ვინც მსვლელობას შეუერთდა. ასევე, მრავალი ადამიანი იყო, ვინც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას.
ასევე, უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მათ მინდა ვუსურვო, ასევე, ჩვენს თავს ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილე. ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის, ეს ბრძოლა არ არის იოლი, არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლონ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად.
მინდა დღეს, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მამუკა მდინარაძე
ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს" რადგან ის განსაკუთრებით დამოუკიდებლობის სიმბოლოა.
"გილოცავთ, ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს. დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს, ბევრი რამის სიმბოლოა, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის," — განაცხადა მდინარაძემ.
შალვა პაპუაშვილი
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი "მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია".
"ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია," — განაცხადა პაპუაშვილმა.
კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ მსვლელობაზე თქვა, რომ "საქართველოში ყველა ადამიანს, განურჩევლად რელიგიისა თუ ორიენტაციისა, აქვს ცხოვრების უფლება — მაგრამ, პროპაგანდა მიუღებელია".
"საქართველოში ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების უფლება. ნებისმიერი სარწმუნოების მქონე ადამიანს, ნებისმიერი ორიენტაციის მქონე ადამიანს, მაგრამ პროპაგანდა, რასაც ჩვენ ვხედავდით წლების განმავლობაში კატეგორიულად მიუღებელია," — თქვა კახა კალაძემ.
ცოტნე ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი, ცოტნე ივანიშვილი, რომელიც ყოველ წელს ესწრება რუსთაველის გამზირზე "ოჯახის სიწმინდის" აღმნიშვნელს მარშს, წელსაც პარლამენტთან გამოჩნდა.
მან ოჯახის სიწმინდეს დღე მიულოცა საზოგადოებას და დასძინა, რომ უხარია ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამდენ ახალგაზრდას რომ ხედავს.
"მე პირადად, როგორც ახალგაზრდას ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღეს აქ, რადგან იმისთვის რომ ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს ნათელ მომავალზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნოთ და პატივი ვცეთ ჩვენ ოჯახებს და მშობლებს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა დღეს. მე მჯერა, ზუსტად ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით და პატივისცემით იზრუნონ ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე," — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების დასმულ კითხვას — რას ფიქრობს პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ახალგაზრდებზე განხორციელებულ ძალადობაზე, სინდისის პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ დღესასწაულზე როგორც რიგითი ახალგაზრდა ისეა მოსული და კითხვას თავი აარიდა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად მამამისს, ბიძინა ივანიშვილს შესტკივა გული "ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე" და ქართველი ახალგაზრდები ყველაზე მეტად უყვარს.
"მე თავისთავად თანავუგრძნობ მათ და გული მტკივა, როდესაც ძალადობრივ კადრებს ვხედავ. აგრეთვე "ესენციალურად" მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი... მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა. აქ ვარ მოსული როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი აზრი.
ვგმობ ძალადობას და ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ . ამ ყველაფერს განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები, მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, არ მიმაჩნია რელევანტურად მე გიპასუხოთ ასეთ კითხვებზე.
თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ როგორც გითხარით, აუცილებელი არის, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები," — თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებზე დასმულ კითხვას, ცოტნე ივანიშვილის თქმით, სანქციების არ ეშინია.
"საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგატყუოთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს სანქციებზე მეკითხებით. კარგი რა, კომიკური გახდა უკვე, ასეთი სტილის შეკითხვები. არანაირად არ მეშინია... კარგით, რა ვის სჯერა მაგის?.. დავასრულოთ, ეს შეკითხვები კიდევ, საკმაოდ სიმპტომატური მგონია, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ასეთი ფორსირებით ასეთ თემებზე მესაუბრებით. [სანქციების] რა თქმა უნდა, არა, [არ მეშინია]," — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარე პარაკლისის პარალელურად, რომელსაც ოცნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სინდისის რუსთაველის გამზირზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
ფოტო: NEWS.On.ge
პარლამენტთან იმყოფებოდა ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც ოცნების არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული ომარ ოკრიბელაშვილის შეწყალებისთვის მიმართა — ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მიხეილ ყაველაშვილს დღემდე არ შეუწყალებია.
შეგახსენებთ, 2024 წლის 17 სექტემბერს, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონპროექტი ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება განისაზღვრება, როგორც "ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს", ხოლო "დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება".
2025 წლის 4 აპრილს, ქართული ოცნების პარლამენტის ბიუროს გამართულ სხდომაზე ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და "შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ", რომელიც განსახილველად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.
საკანონმდებლო წინადადება გასამხედროებული ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაურს, დოდო გუგეშაშვილის ორგანიზაციას "დაიცავი შენი წილი სამშობლოს" ეკუთვნის.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები