ჩვილთა მკვლელობა, აბორტები... ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა — მეუფე შიო
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
პატრიარქის თანამოსაყდრე, მუეფე შიო კორონავირუსის გავრცელებას ადამიანების ცოდვებს უკავშირებს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მრევლი სამებაში საერთო კოვზით აზიარა.
მეუფე შიოს მტკიცებით, ეს ცოდვებია: ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ.
როგორც პატრიარქის თანამოსაყდრე ამბობს, "მატერიალური და ფიზიოლოგიური" თვალსაზრისით, ადამიანებმა კორონავირუსთან მიმართებით ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები უნდა დაიცან.
"ძალიან და უნდა ვეცადოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ ეს რჩევები და რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ ჩვენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთამანეთს გავუფრთხილდეთ და ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა. ჩვენ ვხედავთ რომ დღეს არამართმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან დ ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ, ფიქრობენ რა შეიძლება იყოს მიზეზი, ამ დიდი უბედურებისა. ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა", — განაცხადა მეუფე შიომ.
ეკლესია ხალხმრავალ ღვთისმსახურებებზე უარს კვლავ არ ამბობს. საპატრიარქოს 25 მარტის განცხადების მიხედვით, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში უნდა დარჩეს, ხოლო ტაძრებში მისულ ადამიანებს შორის დისტანცია იქნება 2 მეტრი. ეზოში დისტანცირებისთვის საპატრიარქო 1.5 მეტრს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!". ეკლესია მიუთითებს მედიაზეც და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.
საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"
ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 268.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
-
სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
გადახედვა
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
გადახედვა
კომენტარები