12 კგ. მარიხუანა, 2 კგ. ჰაშიში — ბრიტანეთის ორსული 18 წლის მოქალაქე საქართველოს საზღვარზე დააკავეს
18 წლის ბრიტანელი სტუდენტი, ბელა მეი კალლი საქართველოს საზღვარზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აეროპორტში მისი ბარგიდან ნარკოტიკული საშუალებები — 34 ფერმენტულად დახურული პაკეტი მარიხუანა (12 კგ.) და 20 პაკეტი ჰაშიში (2 კგ.) ამოიღეს.
დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სამოგზაუროდ ტაილანდში იმყოფებოდა. მათ შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბელა მათ ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობდა. მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ბელა საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობის ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
უცხოური მედიების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი არ ამბობს, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ბრიტანელი ქალი საქართველოში და იყო თუ არა საქართველო მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი.
პროკურორმა საქმის სასამართლოში წარდგენამდე მტკიცებულებების მოსაძიებლად 55 დღე მოითხოვა და BBC-ის ცნობით, ეს ვადა შესაძლოა კიდევ შვიდი თვით გაგრძელდეს.
დაკავებულის ადვოკატის, ია თოდუას თქმით, პოლიცია არკვევს საიდან აღმოაჩნდა 18 წლის სტუდენტს დიდი ოდენობის ნარკოტიკები და აპირებდა თუ არა ის ნარკოტიკების ვინმესთვის გადაცემას.
"უწყების განმარტებით, ხანგრძლივი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ საიდან მოიპოვა ბრალდებულმა ნარკოტიკები და აპირებდა თუ არა ვინმესთვის გადაცემას," — განაცხადა ადვოკატმა.
ბელა მეი კალლიმ წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ორსულადაა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბელა შოკშია, დაბნეული და შეშინებული, რადგან არ იცნობს ადგილობრივ სამართლებრივ სისტემას.
ბელას მამა, ნილ კალლი, რომელიც ვიეტნამში იმყოფებოდა, თბილისში შვილის დასახმარებლად ჩამოვიდა. დაკავებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ 18 წლის ქალი, სავარაუდოდ, ნარკომოვაჭრეებმა გამოიყენეს და თავად საქმის არსი არ იცოდა.
BBC-ის ცნობით, დაკავებულს სხვა ადვოკატებიც დაუკავშირდნენ და ბრიტანეთის საკონსულო სამსახურმა მასთან შეხვედრა დაგეგმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ "მხარს უჭერს საქართველოში დაკავებული ბრიტანელი ქალის ოჯახს".
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბელა მეი კალლის 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები