რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
11 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
დადასტურებული შემთხვევა — 1 833 685;
გარდაცვლილი — 113 296;
გამოჯანმრთელებული — 420 917.
მდგომარეობა საქართველოში:
დადასტურებული შემთხვევა — 257;
გამოჯანმრთელებული — 67;
გარდაცვლილი — 3;
კარანტინის რეჟიმში — 4 872;
სტაციონარში — 453;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 110 ათასს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 1,8 მილიონზე მეტია. ამასთან, ხუთიდან ერთი (17,7%) გარდაცვლილი იტალიიდანაა და თითქმის იგივე პროპორციაა (17,1%) ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 12 აპრილს დიდ ბრიტანეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.
დღის ფოტო: ადამიანები იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძრის დახურულ კარს მიღმა ლოცულობენ.
რა ხდება მსოფლიოში
- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ ლონდონის საავადმყოფო დატოვა. გაწერის მიუხედავად, პრემიერი სამუშაოს ჯერ ვერ დაუბრუნდება. ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონი მკურნალობას მისივე რეზიდენციაში გააგრძელებს. ბრიტანეთის პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე-ღამის განმავლობაში იყო;
- აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია. ნიუ იორკის შტატშიც კი იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე რომელიმე ქვეყანაში;
- ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ "ჯერ შორია გამარჯვებამდე" კორონავირუსთან ბრძოლაში. ბოლო 24 საათში ესპანეთში 619 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა საერთო რიცხვმა 16 972-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აშშ-სა და იტალიის შემდეგ ყველაზე მაღალია;
- ათასობით სირიელმა ლტოლვილმა ევროპიდან იდლიბში დაბრუნება დაიწყო;
- იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ კლება დაიწყო. ერთ დღეში 431 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მესა ცარიელ კათედრალში, ლაივსტრიმის მეშვეობით ჩაატარა
პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო ქადაგებისას მსოფლიოს სოლიდარობისკენ მოუწოდა და არსებულ რეალობას "ეპოქალური გამოწვევა" უწოდა:
"ევროკავშირი ეპოქალური გამოწვევის წინაშეა, რაზეც არა მხოლოდ მისი მომავალია დამოკიდებული, არამედ მთელი მსოფლიოსი", — ასე მიმართა 83 წლის პონთიფიკოსმა მსოფლიოს 1,3 მილიარდ კათოლიკე მრევლს ცარიელი კათედრალიდან.
დღის მთავარი ჰედლაინი
საქართველოში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ
12 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს "ვნების შვიდეულის მსახურების" განრიგი გააცნო. მომავალი კვირის წირვების გეგმით ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მიუხედავად, საპატრიარქო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სააღდგომო მსახურებების ჩატარებას. ასევე, შაბათს, აღდგომის წინა ღამეს ლიტანიობა კომენდანტის საათის დროს დაიგეგმა.
აღდგომის წინა საღამოს, 22 საათზე, კომენდანტის საათის დაწყებიდან ზუსტად ერთი საათის შემდეგ, შუაღამის ჟამი იქნება, 23 საათზე კი ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მივა. 00:00 საათზე ლიტანიობა დაიწყება.
რა ხდება საქართველოში
- სამებაში ბზობის დღესასწაულზე წირვას ათეულობით ადამიანი ესწრება
- აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა — მელია ხალხმრავალ წირვაზე
- საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 67 პაციენტი განიკურნა
- თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა, კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა
- ასეთი აშკარა უსამართლობა კანონის უზენაესობას ძირს უთხრის — ოთო კახიძე საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე
- ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცეს სამების ტაძრიდან — თბილისის ინფექციური
- საქართველოში იერუსალიმიდან ცეცხლს აღდგომის ღამეს, 23:15 საათზე ჩამოიტანენ
- ორსული ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და გაეწერება — ლევან რატიანი
- როცა უფალი განსაცდელს გვაძლევს, თუ მადლობით მივიღებთ, ძალას მოგვცემს რომ გადავიტანოთ — ილია მეორე
დღის დამაიმედებელი ამბავი საქართველოში
12 აპრილს, ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ 80 წლის ქალი და 79 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 80 წლის ქალი 18-დღიანი მკურნალობის შედეგად კორონავირუსისგან განიკურნა. ხოლო, 79 წლის კაცს, რომელთანაც დადასტურებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, ორჯერადად მიიღეს უარყოფითი შედეგი ვირუსის ტესტზე.
დღის კარგი ამბავი მსოფლიოში
კორონავირუსით ინფიცირებული 97 წლის ბრაზილიელი ქალი, ჯინა დელ კოლეტო პირველ აპრილს მოათავსეს საავადმყოფოში, 12 აპრილს კი აპლოდისმენტებით გააცილეს, როგორც უხუცესი გადარჩენილი ქვეყანაში.
"თითქმის საუკუნოვანი ცხოვრების ხანგრძლივობით, ჯინას ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვს, იგი ხშირად სეირნობს, საყიდლებზე დადის, კულინარიითაა დაკავებული. მას 6 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს. მკურნალობისას იგი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა", — ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 20 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში და 60 გამოჯანმრთელებული საქართველოში — 11 აპრილის შეჯამება;
- სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება;
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება;
- დასრულებული კარანტინი ვირუსის ეპიცენტრ უხანში და 200-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში — 8 აპრილის შეჯამება
- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
კომენტარები