საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს, 31 მარტს, ავიაკომპანია საქართველოს ავიახაზების მიერ სამშობლოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ ზალკალიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალი. უწყების მტკიცებით ქალი 23 მარტის შემდეგ საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. მისივე ცნობით, ასევე, ბორტზეა ოთხი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი.

31 მარტს, შუადღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4 995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.